ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ზიკო ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აპირებს.
“ვგრძნობ ძალას. გამოცდილება მაქვს, ხალხი მიცნობს, ჩემი სახელი მთელმა მსოფლიომ იცის. ასე რომ, შანსი მაქვს”, – ციტირებს ზიკოს სიტყვებს “გლობო”.
ფიფას რიგგარეშე კონგრესი მიმდინარე წლის დეკემბრიდან 2016 წლის მარტამდე არსებულ პერიოდში ჩატარდება და ახალ პრეზიდენტსაც დროის ამ მონაკვეთში აირჩევენ. მანამდე ფიფას კვლავ ბლატერი უხელმძღვანელებს.