ვალვერდე: “მხოლოდ ამ მიზანზე ვართ კონცენტრირებულნი”

ხვალ ლა ლიგა სანტანდერის 37-ე ტურში “ლევანტე” “ბარსელონას” დაუპირისპირდება. “ბლაგურნას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ლა ლიგა მოვიგეთ და ახლა ახალი გამოწვევები გვჭირდება. ასეთი ხანგრძლივი დროის მანძილზე მიმდინარე ტურნირი, შეგვიძლია, წაუგებლად დავასრულოთ. ვნახოთ, თუ ამის გაკეთებას მოვახერხებთ. ეს ნამდვილად ისტორიული იქნება. როცა სეზონი სრულდება, ცდილობ, ყველაფერი გააკეთო, ყველაფერი მოიგო. ხოლო, ბოლო მატჩებში კი, მოტივაციის ნაკლებობაა. ახლა, ჩვენ გვაქვს მიზანი, რომელიც არცერთ სხვა მეტოქეს არ გააჩნია. სწორედ ამაზე ვარ ფოკუსირებული.”

“ყოველთვის ვფიქრობდი, რომ “ლევანტეს” გაცილებით მაღალ პოზიციაზე შეეძლო, დაესრულებინა ტურნირი. მათ ბოლო კვირებში ქულათა დაუჯერებელი რაოდენობა მოაგროვეს. ახლა, მშვიდად და თავდაჯერებულად არიან,” – ამბობს ვალვერდე.

“ბარსელონა” კოპა დელ რეის გამარჯვებულია! (ვიდეო)

მადრიდში, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” ესპანეთის სამეფო თასის ფინალი შედგა: კატალონიის “ბარსელონა” ანდალუსიის “სევილიას” წინააღმდეგ.

მატჩი “ბლაგურნას” უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-14 წუთზე ლუის სუარესმა გახსნა. 17 წუთში ლიონელ მესიმ ორამდე გაზარდა სხვაობა. ხოლო, მე-40 წუთზე ურუგვაელმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა. მეორე ნახავარში, 52-ე წუთზე ანდრეს ინიესტამ მეოთხეც შეაგდო. 69-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და ანგარიში 0-5 გახადა. საბოლოოდ, სწორედ ამ ანგარიშით იმარჯვა კატალონიურმა გრანდმა.

“ბარსელონამ” ზედიზედ მეოთედ მოიგო ეს ტიტული!

 

ოფიციალურად: “ესპანიოლმა” კიკე სანჩეს ფლორესი და სპორტული დირექტორი დაითხოვა

კატალონიის “ესპანიოლის” მესვეურებმა მთავარი მწვრთნელი, კიკე სანჩეს ფლორესი და სპორტული დირექტორი, ხორდი ლარდინი დაითხოვა.

ესპანელი მწვრთნელი კლუბს 2016 წლის ივნისში ჩაუდგა სათავეში. ამ სეზონში 53 წლის სპეციალისტის გუნდი საშინლად გამოიყურებოდა. ბოლოს “ესპანიოლმა” ლა ლიგაში 11 თებერვალს მოიგო. კატალონიელებმა ბასკურ “რეალ სოსიედადს” სძლიეს. კიკე სანჩეს ფლორესმა ბოლო ხუთ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება მოახერხა. ამჟამად, “ესპანიოლი” 36 ქულით მე-16 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონასთან ორი ქულა აშორებს.

ცნობილია, რომ სეზონის დასრულებამდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ახალგაზრდული გუნდის უკვე ყოფილი დამრიგებელი, დავიდ გაიეგო შეასრულებს.

მესი: “ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მშვენიერ ტურნირზე ასი გოლი გავიტანე”

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” ლონდონის “ჩელსის” დაუპირისპირდა და ანგარიშით, 3:0 მოიგო. დუბლი შეასრულა ლიონელ მესიმ, რომელსაც აღნიშნულ ტურნირზე ზუსტად ასი გოლი დაუგროვდა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მშვენიერ ტურნირზე ასი გოლი გავიტანე. თუმცა, მთავარი მაინც მეოთხედფინალში გასვლაა იმ გუნდით, რომელშიც ბევრი ძალიან კარგი ფეხბურთელია. ჩვენ საკმაოდ რთულ თამაშში ვიმარჯვეთ. მნიშვნელოვანი იყო, რომ გოლი თამაშის დასაწყისშივე გავიტანეთ. ძალიან მიხარია, რომ მოვლენები ასე განვითარდა. კონტეს ნათქვამი სიტყვები კარგად ვერ გავიგე. თუმც, როგორც მერე მითცხრეს, მან შემაქო. ეს ძალიან სასიამოვნოა,” – ამბობს მესი.

კოუტინიო: “კარგი იქნება, თუ ნეიმარი “ბარსელონაში” დაბრუნდება”

ბოლო დღეებში ვრცელდება ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ნეიმარი კატალონიის “ბარსელონაში” დაბრუნდეს. ამის შესახებ “ბლაგურნას” მოთამაშემ, ფილიპე კოუტინიომ ისაუბრა.

“ეს ნეიმარის ცხოვრებაა და ჩვენ მასში არ უნდა ჩავერიოთ თუმცა, რა თქმა უნდა, გამეხარდება, თუ ის ჩვენთან დაბრუნდება. ჩემი თანამემამულე საოცარი ფეხბურთელია. დიდი პრივილეგია და პატივია, როცა მის გვერდზე ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობ. ის ლაღად და, რაც მთავარია, ხარისხიანად თამაშობს. ამის დანახვა ნებისმიერ შეხვედრაშია შესაძლებელი. ასევე, “ნეი” ძალიან კარგი ადამიანია,” – ამბობს კოუტინიო.

ვალვერდე: “ლას პალმასთან” განცდილმა წარუმატებლობამ, მოტივაცია უნდა შეგვძინოს”

ლა ლიგა სანტანდერის 28-ე ტურში კატალონიის “ბარსელონა” “მალაგას” ესტუმრება. შეხვედრის წინ ერნესტო ვალვერდემ პრესკონფერენცია გამართა.

“რაც “ლას პალმასთან” დაგვემართა, ამ ყველაფერმა მოტივაცია უნდა შეგვძინოს და, საოლოოდ, ქულების დაკარგვის რისკი მაქსიმუმამდე შეამციროს. უნდა ვეცადოთ, ქულათა დიდი რადოენობა მოვიპოვოთ. კარგად ვიცით, რას წარმოადგენენ გუნდები, რომლებიც ცხრილში ჩვენთან ახლოს არიან. ისინი 200 პროცენტით იხარჯებიან. სწორედ ამიტომ, მონდომებაა საჭირო.”

“მალაგა” დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევს. ამის მოლოდინი ნამდვილად მაქვს. არ აქვს აზრი, გუნდი უკან ზის თუ უტევს. ამას ინგლისში, “ჩელსის” წინაარმდეგ გამართული მატჩი და გაშვებული გოლი ადასტურებს. ყველა გუნდი ცდილობს, რომ პრესინგი ითამაშოს ჩვენს წინააღდმეგ. ამიტომ, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური დაკვირვების და აგრესიის გამოჩენაა საჭირო,” – აცხადებს ვალვერდე.

სერხიო ბუსკეტსმა ლა ლიგის კალენდარი გააკრიტიკა

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 27-ე ტურში კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “ატლეტიკო” ე.წ. “ექვსქულიან შეხვედრაში” მიიღო და ლიონელ მესის ერთადერთი გოლით ანგარიშით, 1-0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლაგურნას” საყრდენი, სერხიო ბუსკეტსი ესაუბრა.

“ჩვენ იქამდე ვდომინირებდით, სანამ გამძლეობა გვეყო და არ დავიღალეთ. საბედნიეროდ, ჩვენი გარჯა საკმარისი აღმოჩნდა. ისე კი, სასურველ კონდიციებში ნამდვილად არ ვიყავით. ხუთშაბათს “ლას პალმასთან” სტუმრად ვითამაშეთ და შემდეგ ხანგრძლივი მგზავრობა მოგვიწია. შესაბამისად, კარგი იქნებოდა, ეს მატჩი ოთხშაბათს ყოფილიყო. თუმცა, გამოძინება და დასვენება მოვასწარით და საბედნიეროდ, “ატლეტიკო” დავამარცხეთ,” – ამბობს ესპანელი.

ხორდი ალბა: “უიღბლოა ყველა ის გუნდი, ვისაც მესი არ ჰყავს”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 26-ე ტურში კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “ატლეტიკო” ე.წ. “ექვსქულიან შეხვედრაში” მიიღო და ლიონელ მესის ერთადერთი გოლით ანგარიშით, 1-0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლაგურნას” მარცხენა მცველი, ხორდი ალბა ესაუბრა.

“ეს გადამწყვეტი არა, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ახლა მეორეადგილოსანთან მნიშვნელოვანი უპირატესობა გვაქვს, რის გამოყენებასაც შევეცდებით. მეორე ნახევარში მეტოქე უფრო მოგვაწვა და აგრესიული გახდა. შეცდომა რომ დაგვეშვა, ცხრილში ასეთი უპირატესობა აღარ გვექნებოდა. მესი “ბარსელონაა”. სწორედ მან გადაწყვიტა დღევანედელი შეხვედრის ბედი. უიღბლოები არიან ისინი, ვისაც მესი არ ჰყავთ და ვინც “ბარსელონა” არაა!” – აცხადებს ალბა.

“ბარსელონამ” “ატლეტიკო” მესის გოლით დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის 27-ე ტურის შეხვედრა გაიმართა: კატალონიის “ბარსელონამ” მადრიდის “ატლეტიკო” საკუთარ მოედანზე მიიღო.

საკმადო დაძაბული დაპირისპირება ერთადერთი გოლით დასრულდა. მისი ავტორი ლიონელ მესი გახდა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა იან ობლაკის კარი 26-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის შემდეგ აიღო. მეორე ნახევარში მადრიდელებს ჰქონდათ მცდელობები, თუმცა “ბლაგურნა” ორგანიზებულად იცავდა თავს და უტევდა.

საბოლოოდ, ეს შეხვედრა ანგარიშით, 1-0 დასრულდა. “ბარსა” 69 ქულით პირველზეა. “ატლეტიკოს” 61 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს.

 

ვალვერდე: “მეკარემ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა; არც ის ვიცი, პენალტი რატომ დანიშნეს”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 26-ე ტურის შეხვედები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში კატალონიის “ბარსელონამ” “ლას პალმასთან” სტუმრად ითამაშა და ფრე, 1-1 გააგორა. აღნიშნულ მატჩში იყო რამდენიმე სადავო მომენტი: მასპინძლების მეკარემ, ლეანდრო ჩიჩიზოლამ ერთ-ერთ ეპიზოდში საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა. ასევე, საეჭვო იყო “ბლაგურნას” კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი.

დაპირისპირების შემდეგ კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე ჟურნალისტებს ესაუბრა.

“თერთმეტმეტრიანმა ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა. ამის შემდეგ, მეორე ტაიმი ცუდად გაგრძელდა. ისინი შესვენების შემდეგ უფრო ძლიერნი გამოვიდნენ მოედანზე და მათ კიდევ უფრო დიდი მუხტი სწორედ ამ პენალტმა მისცა. მსაჯობა? ამაზე საუბარი არ მსურს. თუმცა, გეტყვით, რომ პირველი ტაიმის შემდეგ არბიტრს ვესაუბრე იმ მომენტზე, როცა მეკარემ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა. პენალტი? ვერ ვხვდები, რის გამო დაინიშნა! სამი ქულის მოპოვება გვსურდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გაშვებული გოლის მერე თამაში გაგვიჭირდა. ისინი თავს კარგად იცავდნენ და ქულებიც დაგვაკარგინეს,” – აცხადებს ბასკი.

რივალდო “ჩელსი” – “ბარსელონაზე”: “ინგლისურ კლუბებს დიდ პატივს ვცემ, თუმცა…”

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინაურ ეტაპზე ლონდონის “ჩელსი” კატალონიის “ბარსელონას” მიიღებს. აღნიშნული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა ბრაზილიელმა ლეგენდამ, რივალდომ.

“ვფიქრობ, რთული მატჩი იქნება. მიუხედავად ამისა, “ბარსელონა” ფავორიტია. ინგლისურ კლუბებს ყოველთვის დიდი პატივი უნდა სცე. თუმცა, ამჟამად ვიტყვი, რომ “ბარსა” გაცილებით უკეთესია. სწორედ ისინი შეძლებენ შემდეგ ეტაპზე გასვლას,” – ამბობს რივალდო.

 

რაკიტიჩი: “ლონდონში გასატანად და მოსაგებად ჩამოვედით”

ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრას ლონდონი მასპინძლობს. ადგილობრივი “ჩელსი” კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდება.

შეხვედრის შესახებ “ბლაგურნას” ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა ისაუბრა.

“ისე უნდა ვითამაშოთ, რომ კატალონიაში გასამართ შეხვედრაზე არ ვიფიქროთ. უნდა შევეცადოთ, შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვალინოთ და აუცილებლად გავიტანოთ. სწორედ ესაა მიზანი. სტუმრად გატანილი გოლი ბევრს ნიშნავს. შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება.

“მესი კარგ ფორმაშია. არასდროს მინახავს, სატრენაჟორო დარბაზში მას ამდენი ევარჯიშოს. ლეო გუნდისთვის ყველაფერს იღებს, რომ ფორმაში იყოს. ეს კი ჩვენ გვეხმარება – ის გვჭირდება. ვიმედოვნებ, მასთან ერთად ყველა შეხვედრას ვითამაშებ, სანამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავემგზავრებით,” – ამბობს ხორვატი.