“პსჟ”-ს ფეხბურთელებმა, ლუკას მოურამ და მარკინიოსმა მსოფლიოს სასიხარულო ამბავი აუწყეს – ორივე მათგანს შვილი შეეძინა. ამ ფაქტების შესახებ ფეხბურთელებმა საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით გააგებინეს.
აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ზუსტად ცხრა თვის წინ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “პსჟ”-მ “ბარსელონა” ანგარიშით, 4-0 გაანადგურა. ამ მატჩში ზემოთ ნახსენები ორივე სპორტსმენი თამაშობდა.
მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა “პსჟ”-ს შემტევი, ნეიმარი აქო და განაცხადა, რომ ბრაზილიელისთვის “ბლანკოსის” კარი ყოველთვის ღიაა.
“სასიამოვნოა, როცა საუკეთესო ფესბურთელები გყავს გუნდში. ნეიმარი სწორედ ასეთ მოთამაშეებს მიეკუთვნება. ალბათ, უფრო ადვილი იყო ნეიმარისთვის, რომ “პსჟ”-ში წასულიყო, ვიდრე პირდაპირ “რეალში” გადმოსულიყო. ეს მისი პერსონალური გადაწყვეტილება იყო. ვერ იტყვი, რა მოხდება მომავალში, ჩვენ ხომ ფეხბურთის ნაწილნი ვართ.”
“ამჟამად, ნეიმართან კარგი ურთიერთობა მაქვს. მინდა მას საჯაროდ ვუთხრა, რომ “რეალის” კარი მისთვის ღიაა,” – აცხადებს მადრიდელთა კაპიტანი.
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე, კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ “ბარსელონა” კიდევ დიდი ხნის მანძილზე ითამაშებს ესპანეთის ჩემპიონატში.
“კატალონია დამოუკიდებლობას ვერ მიიღებს, ეს არ მოხდება და კატალონია კიდევ დიდი ხნის მანძილზე იქნება ესპანეთის შემადგენლობაში. “ბარსელონა” ჩვეულებისამებრს შეძლებს ესპანეთის ჩემპიონატში თამაშის გაგრძელებას.
ის ადამიანები, რომლებიც კანონს არ ემორჩილებიან, საბოლოოდ ციხეში ხვდებიან ხოლმე,” – აცხადებს ტებასი და ამით კატალონიელებს სიმშვიდისა და მორჩილებისკენ მოუწოდებს.
გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეათე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” კატალონიის “ჟირონას” ესტუმრა და მეტოქესთან ანგარიშით, 1-2 დამარცხდა.
მძიმე შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლანკოსის” საყრდენი ნახევარმცველი, კაზემირო ესაუბრა.
“კარგად არ გვითამაშია, არ შეგვიქმნია ბევრი მომენტი და, შესაბამისად, სასურველი რაოდენობის გოლიც ვერ გავიტანეთ. მიუხედავად ყველაფრისა, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. აუცილებელია, უკეთესად გამოვიდეთ მოედანზე; აუცილებელია, უფრო მეტი ვიმუშაოთ!”
“მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ “ჟირონას” ასეთი თამაში მივულოცოთ. ჩვენს მეტოქეს, “ბარსელონას” საკმაოდ ჩამოვშორდით. თუმცა, კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ. რა თქმა უნდა, ლა ლიგის მოგების შესაძლებლობა კვლავ გვაქვს,” – აცხადებს ბრაზილიელი.
თვითაღიარებული კატალონიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, კარლეს პუჩდემონი მადრიდის “რეალსა” და “ჟირონას” შორის გამართულ მატჩს გამოეხმაურა, რომელიც მადრიდელთა დამარცხებით, 2:1 დასრულდა.
“ჟირონას” ბრწყინვალე, დიდებული გამარჯვება მადრიდის “რეალზე” “მონტილივზე” (თანაც წმინდა ნარკისის დღეს!). ყველას ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას, ჩვენ ვაგრძელებთ!
“ჟირონას” მიერ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან მოპოვებული გამარჯვება მაგალითი უნდა იყოს ყველასათვის, ეს გამარჯვება ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს მომავალში,” – აცხადებს კატალონიელი პოლიტიკოსი.
დღეს ლა ლიგა სანტანდერის მეათე ტურის შეხვედრები გაიმართა.
თავისი მატჩი ჩაატარა მადრიდის “რეალმა”, რომელიც კატალონიის ქალაქ ჟირონაში ამავე სახელწოდების გუნდს შეხვდა. დაძაბულ მატჩში ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა, როცა კრიშტიანუ რონალდუს დარტყმული მეკარემ მოიგერია, თუმცა ისკო ალარკონი დამატებაზე ზუსტი იყო – 0-1.
მეორე ნახევარში, 54-ე და 58-ე წუთებზე, შესაბამისად, კრისტიან სტუანიმ და პორტუმ შეძლეს კიკო კასილიას კარის ბადის შერხევა. “ჟირონას” წინ გასვლის შემდეგ, “ბლანკოსი” ბევრს ცდილობდა, მინიმუმ, გაეთანაბრებინა ანგარიში, თუმცა უშედეგოდ. ზინედინ ზიდანმა შეცვლაზე მარკო ასენსიო და ლუკას ვასკესი შემოიყვანა, რომლებიც ისკოსთან, რონალდუსა და ბენზემასთან ერთად უტევდნენ, მაგრამ ამ ყველაფერმა მადრიდელებს არაფერი არ მისცა.
საბოლოოდ, “ჟირონამ” ანგარიშით, 2-1 მოიგო. “ბლანკოსმა” კი, 27 წლის შემდეგ პირველად წააგო ლა ლიგის დებიუტანტ გუნდთან. კატალონიელები 12 ქულით მე-11 პოზიციას იკავებენ. დედაქალაქურ გუნდს 20 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა.
დღეს ლა ლიგა სანტანდერის მეათე ტურის შეხვედრები გაიმართა.
ბილბაოში, “სან მამესზე” ადგილობრივი “ატლეტიკი” კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდა. შეხვედრა “ბლაგურნას” უპირატესობით წარიმართა. 36-ე წუთზე ანგარიში ლიონელ მესიმ ხორდი ალბას პასის შემდეგ გახსნა. მატჩის მეორე დამატებით წუთზე პაულინიო გამოდგა ზუსტი და მეორეჯერ აიღო ბასკების კარი. საბოლოოდ, “ბარსამ” ანგარიშით, 2-0 მოიგო.
ვალვერდეს გუნდი 28 ქულით პირველია. “ატლეტიკი” მე-11 ადგილზე ამდენივე ქულითაა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ კატალონიის დამოუკიდებლობა ამ უიქენდზე გამოცხადდება, შესაძლოა, “რეალის” ვიზიტი ჟირონაში გადაიდოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ზინედინ ზიდანმა ისაუბრა.
“არაფერზე ვღელავთ. ჩვენს გეგმაში არაფერი იცვლება. უსაფრთხოების ზომები ისეთივე იქნება, როგორც ყოველთვის არის. ისე ვითამაშებთ, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით. გვინდა, ფეხბურთი ვითამაშოთ და ვაჩვენოთ კარგი შოუ.”
“დარწმუნებული ვარ, გაძლიერებული უსაფრთხოება იქნება, რათა გაუთვალისწინებელი შემთვევები თავიდან იქნას აცილებული,” – აცხადებს ზიზუ.
29 ოქტომბერს მადრიდის “რეალი” კატალონიას, კერძოდ, ქალაქ ჟირონას ესტუმრება და ამავე სახელწოდების კლუბთან ლა ლიგა სანტანდერის მეათე ტურის შეხვედრას გამართავს. დედაქალაქელები “ცხელ” ესპანურ მხარეში ჩადიან: იქ, სადაც ახლა ყველაზე მეტად სურთ დამოუკიდებლობა.
“ბლანკოსის” ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ ჩინეთში ვიზიტის დროს, კატალონიურ ვიზიტზეც ისაუბრა.
“იქ მხოლოდ სათამაშოდ და სასურველი მიზნის მისაღწევად, ანუ მოსაგებად ჩავდივართ. ჩვენ წარმოვადგენთ საფეხბურთო გუნდს და, შესაბამისად, მხოლოდ ფეხბურთზე უნდა ვისაუბროთ. ჟირონაში ჩვენს ავტობუსს არ გამოვიყენებთ. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ასე ვიქცევით. შესაბამისად, ამაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება არ ღირს,” – აცხადებს ბუტრაგნიო.
კვირას, ლა ლიგა სანტანდერის მეათე ტურში მადრიდის “რეალი” კატალონიას ესტუმრება და ადგილობრივ “ჟირონას” დაუპრისპირდება.
როგორც ესპანური პრესა იუწყება, მადრიდელები კატალონიაში ჩაფრენის შემდეგ, მათ ავტობუსს არ გამოიყენებენ. მოგეხსენებათ, აღნიშნულ მხარეში დაძაბული პოლიტიკური სიტუაციაა. ადგილობრივების უმრავლესობა რეფერენდუმის საშუალებით თავიანთი მიწის დამოუკიდებლობას ითხოვენ. შესაბამისად, უსიამოვნებებისა და არეულობის თავიდან ასაცილებლად, თეთრად შეღებილი, “რეალის” ლოგოიანი ავტობუსი ჟირონაში არ გაივლის.
“დარწმუნებულები არ ვართ, რომ ჩვენი ავტობუსით ჟირონაში ჩასვლა უსაფრთხო იქნება. ამიტომ, ამ შემთხვევაში თავს შევიკავებთ. ასევე მოვიქცევით “ელ კლასიკოს” დროსაც,” – აცხადებს “რეალის” უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი.
დღეს ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთ მატჩში, მადრიდში, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” მადრიდის “ატლეტიკო” კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდა. ორივე კლუბისთვის პრინციპული შევხედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა 21-ე წუთზე საულ ნიგესმა იანიკ ფერეირა-კარასკოს პასით მოახერხა.
მეორე ნახევარში, კონკრეტულად 82 წუთზე ლუის სუარესმა სერხი რობერტოს პასით შეაგდო.
საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 1-1 დასრულდა. ამ ფრის შემდეგ მადრიდული გუნდი 16 ქულით მესამეზეა. “ბარსელონას” 22 ქულა აქვს და პირველია.
ესპანეთისა და მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე, საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა, როგორც პიკესთან ურთიერთობაზე, ასევე კატალონიაში მიმდინარე მოვლენებზე.
“გასული კვირა საკმაოდ დაძაბული იყო “ბარსელონას” ფეხბურთელებისათვის, ჩვენ უნდა განვასხვავოთ ფეხბურთი და პოლიტიკა ერთმანეთისგან. სანამ თქვენ წინაშე წარვსრდგებოდი, მსურდა პიკესთან და მთავარ მწვრთნელთან მესაუბრა. ნაკრებში არავისთან მილაპარაკია კატალონიის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რადგან ესაა ეროვნული ნაკრები. ჩემი სურვილი კი ერთია, ვიცხოვრო თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში”, – განცახადა რამოსმა.
“მე და პიკეს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს. ყველას გააჩნია გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ეროვნულ ნაკრებზე. ფანებს კი ერთადერთ რაიმეს ვთხოვ, შექმნან შესანიშნავი ატმოსფერო და ისიამოვნონ შეხვედრით.” -განაცხადა სერხიო რამოსმა.