“სამტრედიამ” უკრაინელი ლეგიონერი დაიმატა

იგორ სმირნოვი “სამტრედიას” რიგებს დაემატა. ამის შესახებ იმერული კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

21 წლის უკრაინელი მცველი, იგორ სმირნოვი “სამტრედიას” ღირსებას წლის ბოლომდე დაიცავს. კონტრაქტის სხვა დეტალები უცნობია.

გეტყვით, რომ იგორს უთამაშია ისეთ კლუბებში, როგორებიცაა:”ავანჰარდი” და “ჩერკასკიი დნიპრო”.

მნიშვნელოვანი 3 ქულა – ლოკომ მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა

ეროვნული ლიგის მე-19 ტურში, თბილისის ლოკომოტივმა სამტრედია დაამარცხა. 4 აგვისტოს, მიხეილ მესხის სათდარიგო მოედანზე გამართული მატჩი, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 3-2 მოიგო.

მატჩის გმირი მამია გავაშელიშვილი გახდა, რომელმაც სტუმრებს დუბლი შეუსრულა.

დისკვალიფიკაციის გამო, სამტრედიასთან მატჩში, ლოკოს კაპიტანი დავით უბილავა ვერ დაეხმარა. მისი ადგილი, დაცვის მარცხენა ფლანგზე ირაკლი კომახიძემ დაიკავა, კაპიტანი კი ნიკა ჭანტურია იყო.

პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. რეალური საგოლე მომენტის შექმნა არცერთ გუნდს არ გამოუვიდა.

მეორე ნახევარი სამტრედიელთა გოლით დაიწყო. 50-ე წუთზე, გიორგი ახალაძემ მახვილი კუთხიდან გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

ლოკომ ანგარიშის გათანაბრება 10 წუთში შეძლო. ოთარ კობახიძის კარგი პასის შემდეგ, საჯარიმოში, დასწრებაზე თამაში შეცვლაზე შესულმა რევაზ ინჯგიამ სცადა, თუმცა მას გიორგი გურულმა დაასწრო და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

79-ე წუთზე, ლოკომოტივი მამია გავაშელიშვილმა დააწინაურა. ლოკოს ფორვადმა საჯარიმოს კუთხიდან ლამაზი გოლი გაიტანა.

ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ ოთარ კობახიძესა და ზურიკო დავითაშვილს. პირველ შემთხვევაში კობახიძეს სიზუსტე დააკლდა, დავითაშვილს კი სტუმართა მეკარემ აჯობა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

სამტრედიამ ანგარიში 90-ე წუთზე გაათანაბრა. საჯარიმოში, სტუმართა შემტევი გიორგი გაბაძემ წააქცია, მთავარმა მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ზუსტად ოლეგ მამასახლისმა შეასრულა.

გამარჯვების გოლის ავტორი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე გავაშელიშვილი გახდა. მამიამ, საჯარიმოში დასწრებაზე კარგად ითამაშა და მიმდინარე ეროვნულ ლიგაში მე-7 გოლი გაიტანა.

19 ტურის შემდეგ, ლოკომოტივმა 22 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. ხოლო, სამტრედია ცხრა ქულით მეცხრე პოზიციაზეა.

ოფიციალურად: “სამტრედია” ორმა ფეხბურთელმა დატოვა

ვაკო ბაჩიაშვილი და ნიკოლოზ ხაჩიძე “სამტრედიას” ღირსებას აღარ დაიცავენ. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას იმერული კლუბის გვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მცველი ვაკო ბაჩიაშვილი და თავდამსხმელი ნიკოლოზ ხაჩიძე “სამტრედიას” რიგებს იანვარში შეუერთდნენ.

სამტრედიული კლუბი მადლობას უხდის ფეხბურთელებს, უსურვებს კარიერულ წინსვლასა და წარმატებებს.

“სამტრედია” ევროპის ლიგას გამოეთიშა

დღეს, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ყაზახურმა “ტობოლმა” “ორთალიქ სტადიონზე” სამტრედიის “სამტრედია” მიიღო.

მატჩი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო. მე-12 წუთზე ნიკა ვეკვესკირის ეფექტური დრიბლინგის შემდეგ, ბაიურჟან ტურისბეკმა ლამაზი, შორეული დარტყმით აიღო იმერელთა კარი. მეორე ნახევარში, 83-ე წუთზე ასლან დარაბაიევმა კიდევ ერთხელ შეარხია იმერელთა კარის ბადე.

ორი მატჩის ჯამში 3-0 ყაზახთა სასარგებლოდ. შესაბამისად, “სამტრედია” ევროპის ლიგას გამოეთიშა.

“სამტრედიამ” “ტობოლთან” შეხვედრამდე ბოლო ვარჯიში გამართა (ფოტო + ვიდეო)

სამტრედიის “სამტრედიამ” ყაზახურ “ტობოლთან” ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო მატჩის განმეორებით შეხვედრამდე ბოლო ვარჯიში გამართა.

 

შეგახსენებთ, რომ “სამტრედიასა” და “ტობოლს” შორის პირველი შეხვედრა იმერელთა მარცხით, ანგარიშით, 0-1 დასრულდა. ხოლო, 19 ივლისს ჩასატარებელი მატჩი კი, თბილისის დროით, 17:00 საათზე დაიწყება.

გია ცეცაძე: “ახალი შეკრებილი გუნდი გვყავს, თუმცა ყველა კლუბს აქვს თავისი სიურპრიზი მეტოქისთვის”

19 ივლისს, თბილსისი დროით 17:00 საათზე “სამტრედია” კოსტანაიში “ტობოლთან” ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას (პირველი მატჩი თბილისში, იმერელეთა მარცხით, 0:1 დასრულდა) გამართავს. პრინციპული დაპირისპირების წინ სამტრედიელთა მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ პრესკონფერენცია ჩაატარა.

“ფაქტობრივად, უნდა ვთქვათ, რომ ათი დღის შეკრებილი გუნდი გვყავს. ახალი ფეხბურთელები მოვიყვანეთ. ხვალ უფრო იძულებით ცვლილებებს ექნებათ ადგილი. ყველა გუნდს აქვს თავიანთი სიურპრიზი და ეს უშუალოდ თამაშზე გამოჩნდება. მინიმუმ კარგ შეხვედრას ველით და, რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ საჩვენოდ დავასრულოთ ეს მატჩი,” – ამბობს ცეცაძე.

“სამტრედია” ყაზახეთშია და “ტობოლთან” დაპირისპირებისთვის ემზადება

სამტრედიის “სამტრედია” ყაზახეთშია. იმერლები კოსტანაიში დღეს ჩავიდნენ და დღეს, მატჩისწინა ბოლო, ოფიციალურ ვარჯიშს თბილისის დროით 17:00 საათზე გამართავენ.

 

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი (პირველი შეხვედრა ყაზახელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა) კოსტანაიში, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

დაპირისპირების პირდაპირ ტრანსლაციას “სილქ უნივერსალი” უზრუნველყოფს. ტრანსლაციის ბმული “სამტრედიის” ოფიციალურ გვერდზე შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთით ადრე განთავსდება.

“სამტრედია” ევროპის ლიგაზე “ტობოლთან” საშიანო მატჩს დღეს გამართავს

10 ივლისს, უეფა-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის, პირველი მატჩი გაიმართება.

ჩვენი გუნდი ყაზახურ “ტობოლს” უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე, “მიხეილ მესხზე” ჩატარდება.

მოწინააღმდეგე გუნდს 51 წლიანი ისტორია აქვს, ტობოლი თავისი ისტორიის მანძილზე ერთხელ ქვეყნის ჩემპიონი და ერთხელაც ყაზახეთის თასის მფლობელი გახდა. გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავაა.
 გულშემატკივრებისთვის დასწრება თავისუფალია, ბილეთები  “მიხეილ მესხის” სალაროებში დარიგდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს “სილქ უნივერსალი” შემოგვთავაზებს.
 ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი, 19 ივლისს, კოსტანაიში ჩატარდება.
Fcsamtredia.Com

“საბურთალო” წინ მიიწევს – “სამტრედია” დამარცხებულია (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეთვრამეტე ტურის სადებიუტო მატჩი ლანჩხუთში, “ევგრაფი შევარდნაძეზე” “სამტრედიასა” და “საბურთალოს” შორის შედგა.

ანგარიში მეოცე წუთზე დავით ვოლკოვმა გახსნა. თერთმეტ წუთში გიორიგ კოხრეიძემ ორამდე გაზარდა სხვაობა, თუმცა 38-ეზე ანტე გიმ მინიმუმამდე შეამცირა ჩამორჩენა. მეორე ნახევარში, 81-ე წუთზე ვაგნერ გონსალვეშმა მესამესეჯერ აიღო “სამტრედიას” კარი და საბოლოო ანგარიში, 1-3 დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ “საბურთალო” 43 ქულით პირველია, “სამტრედია” ცხრა ქულით – ბოლო.

 

“რუსთავმა” “სამტრედია” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში “რუსთავი” “სამტრედიას” დაუპირისპირდა.

“მიხეილ მესხზე” მიმდინარე მატჩში ანგარიში 33-ე წუთზე ოთარ მარცვალაძემ გახსნა. ამ შემთხვევაში საგოლე პასი ლევან გეგეჭკორმა მიითვალა. თუმცა, 37-ეზე სამტრედიელთა მხრიდან, ანტე გიმ გაათანაბრა თერთმემეტრიანის ნიშნულიდან. მეორე ნახევარში, 75-ეზე გიორგი პაპავას გადაცემის შემდეგ, ოთარ მარცვალაძემ დუბლი შეასრულა და “რუსათაველებს” გამარჯვება მოუტანა.

ამ მოგების შემდეგ ვარლამ კილასონიას შეგირდებს 20 ქულა დაუგროვდათ და მეექვსე ადგილს იკავებენ. ხოლო, “სამტრედია” ცხრა ქულით ბოლოზეა.

“ჩიხურამ” “სამტრედია” დაამარცხა და “დილას” მიუახლოვდა (ვიდეო)

ეროვნული ლიგის მეთექვსმეტე ტურის ბოლო შეხვედრა ლანჩხუთში, “ევგრაფი შევარდნაძეზე” შედგა: სამტრედიის “სამტრედია” საჩხერის “ჩიხურას” დაუპირისპირდა.

დაძაბული მატჩის პირველ ნახევარში გოლი არ გავიდა. მეორე ტაიმში, 49-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძე მასპიძნლის სტატუსის მქონე გუნდის საჯარიმოში შევიდა, რის შემდგაც ის გივი ქარქუზაშვილმა წააქცია. დაინიშნა თერთმეტმეტრიანი, მისი გამოყენება 52-ე წუთზე საჩხერელთა ბომბარდირმა, გიორგი გაბედავამ შეძლო. ეს ამ მატჩში ერთადერთი გოლი გამოდგა. “ჩიხურამ” ანგარიშით, 1-0 მოიგო.

მარცხის შემდეგ “სამტრედიას” ცხრა ქულა აქვს და მეათე პოზიციაზეა. ხოლო, “ჩიხურა” 28 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს. ის მიუახლოვდა “დილას”, რომელსაც, “რუსთავთან” ფრის შემდეგ, 31 ქულა აქვს.

 

“სამტრედიას” წარუმატებლობა არ მთავრდება – იმერლები “დინამოსთან” დამარცხდნენ (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურმა აიღო სტარტი.

ლანჩხუთში, “ევგრაფი შევარდნაძეზე” ერთმანეთს “სამტრედია” და “დინამო” დაუპირისპირდნენ. ანგარიში მე-40 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გახსნა. მას საგოლე გადაცემა ბუდუ ზივზივაძემ გაუკეთა. მეორე ნახევარში “სამტრედია” ათი კაცით დარჩა: 68-ე წუთზე გივი ქარქუზაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. ზუსტად ორ წუთში უკვე დმიტრო ივანისენიამ შეუგდო იმერლებს. მან ულამაზესი დარტყმით გაზარდა ორამდე სხვაობა. ამ შემთხვევაში ასისტენტად ოთარ კიტეიშვილი მოგვევლინა. მატჩის მიწურულს სადავო მომენტი მოხდა. მას შემდეგ, რაც “სამტრედიელებმა” სტანდარტულიდან ბურთი საჯარიმოში ჩააგდეს, ის მეკარემ მოიგერია, ხოლო დამატებაზე აკაკი ნინუამ ვარდნაში ითამაშა. მას ხელს ორი მეტოქე უშლიდა. ეს ბრძოლა კარის ხაზთან ძალიან ახლოს მოხდა. საბოლოოდ, მსაჯმა ჩათვალა, რომ ბურთი კარში შევიდა და გოლიც დაფიქსირდა. თუმცა, გამეორებაზე ზუსტად ეს საეჭვო ფაქტი არ გამოჩნდა. ფინალური ანგარიში – 1-2.

გეტვყით, რომ ამ მარცხის შემდეგ “სამტრედია” ცხრილში რვა ქულით მერვეა. “დინამოს” 25 ქულა აქვს და მეორე პოზიციას იკავებს.

 

ვიდეო: Eliga.Ge

ფოტო: “დინამოს” ოფიციალური ფეისბუქგვერდი