“ტორპედომ” “სამტრედიას” მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-15 ტურის მეორე დღეა.

თავისი მატჩი ჩაატარა ქუთაისის “ტორპედომ”, რომელიც ზესტაფონში, “დავით აბაშიძეზე” სამტრედიის “სამტრედიას” დაუპირისპირდა. მატჩში ანგარიში მე-12 წუთზე შოთა ბაბუნაშვილმა გახსნა. 44-ე წუთზე თეიმურაზ ბაბუნაშვილმა ავტოგოლი გაიტანა და ქუთაისური კლუბი ორბურთიანი უპირატესობით გავიდა წინ.

მეორე ტაიმში ორი დასამახსოვრებელი მომენტი იყო. 73-ე წუთზე გიული მანჯგალაძემ მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედანი დატოვა. ხოლო, მეორე დამატებით წუთზე გიორგი ბერიაშვილმა სხვაობა შეამცირა. ამის შემდეგ აღარაფერი შეცვლილა.

საბოლოოდ, 2-1 და “ტორპედომ” უპრინციპულესი დაპირისპირება მოიგო. მას 31 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზეა. ერთით ქვემოთა საფეხურზეა “სამტრედია”, რომელიც ქუთაისურ გუნდს უკვე ხუთი ქულით ჩამორჩება.

 

ბაჩო არაბული: “ეროვნულ ლიგაში ჩვენი მთავარი კონკურენტი “სამტრედიაა”

გუშინ ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურში თბილისის “დინამომ” სამტრედიის “სამტრედია” მიიღო. დედაქალაქელები თავიდან ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ წინ, შემდეგ იმერლებმა გაათანაბრეს. თუმცა, ბოლო წუთზე ბაჩანა არაბულის თავურით “დინამომ” მაინც მოიპოვა სამი ქულა.

Fanebi.Com-ი გამარჯვების გოლის ავტორს დაუკავშირდა და მას კომენტარის გაკეთება სთხოვა.

“ეროვნული ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ, რაც უშუალოდ მატჩზეც აისახა – ძალიან სანახაობრივი და კარგი დაპირისპირება გამოვიდა. შეხვედრა მშვენივრად დავიწყეთ, ორი გოლიც გავიტანეთ, თუმცა შემდეგ ცუდი რამ დაგვემართა. ჩვენი უყურადღებობის და სამტრედიის მიერ ზეწოლის გაძლიერების გამო, ორი გოლი მივიღეთ.”

“სტუმრების ორ გოლამდე და მათ შემდეგ, ორივე შემთხვევაში გვქონდა მომენტები. საბოლოოდ, მაინც ჩვენ გაგვიმართლა.”

“ჩემპიონატში მთავარ კონკურენტად სწორედ “სამტრედიას” მივიჩნევ. თუმცა, კიდევ არის რამდენიმე გუნდი, რომლებსაც ხარისხიანი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ. ზაფხულისთვის უკეთ გამოიკვეთება, ვის ძალუძს ჩემპიონობისთვის რეალური ბრძოლა,” – განაცხადა არაბულმა.

ფოტო: Fcdinamo.Ge

დრამა თბილისში: “დინამომ” “სამტრედიასთან” ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა, თუმცა მაინც მოიგო! (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის მორიგი შეხვედრები იმართება.

თბილისში, “დინამო არენაზე” ცენტრალური მატჩი შედგა. ერთმანეთს ადგილობრივი “დინამო” და “სამტრედია” დაუპირისპირდნენ. თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. კახა კაჭარავას შეგირდებს თავიდანვე რამდენიმე მომენტი შეექმნათ. საბოლოოდ, ანგარიშის გახსნა 25-ე წუთზე ბაჩანა არაბულმა შეძლო. ზუსტად 12 წუთში ლუკა ლოჩოშვილმა ორამდე გაზარდა სხვაობა.

მეორე ნახევარში “დინამო” შედარებით მოდუნდა, “სამტრედია” კი არ დანებდა. ამან ლოგიკური შედეგი გამოიღო: ჯერ 63-ე წუთზე გიორგი მჭედლიშვილმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, ხოლო 76-ეზე კი სამტრედიელთა კაპიტანმა, გიორგი დათუნაიშვილმა ანგარიში გაათანაბრა.

გადამწყვეტი მომენტი შეხვედრის მესამე დამატებით წუთზე მოხდა – ბაჩანა არაბულმა თავური დარტყმით, მეკარისგან მარჯვენა კუთხეში გაუშვა ბურთი და გამარჯვების გოლი გაიტანა!

ამ მატჩის მოგების შემდეგ “დინამო” ჩემპიონატს 31 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. რაც შეეხება “სამტრედიას”, იმერლები 24 ქულით მესამე საფეხურზე არიან.

 

“დილა” “სამტრედიასთან” საკუთარ მოედანზე დამარცხდა (ვიდეო)

ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის ბოლოს წინა შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის მოედანზე გაიმართა. ერთმანეთს გორის “დილა” და სამტრედიის “სამტრედია” დაუპირისპირდნენ.

თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე დავით რაჟამაშვილმა გახსნა და “სამტრედია” წინ გაიყვანა. 71-ე წუთზე სალიეუ ტარავალიემ ომარ მიგინეიშვილის კარის ბადე შეარხია – 1-1. გამარჯვების გოლის გატანა და დუბლის შესრულება, რაჟამაშვილმა მოახერხა.

“სამტრედიამ” სტუმრად “დილა” ანგარიშით, 2-1 დაამარცხა.

გორელებს რვა ქულა აქვთ და მერვე პოზიციაზე არიან. ხოლო, “სამტრედია” 14 ქულით მეხუთე ადგილზეა.

 

“სამტრედია” – “ლოკომოტივი”: მეორე ნულოვანი ფრე ამ ტურში (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მერვე ტურის მატჩები იმართება.

ერთ-ერთი შეხვედრა სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის მოედანზე გაიმართა. აქ ერთმანეთს “ადგილობრივი “სამტრედია” და თბილისური “ლოკომოტივი” შეერკინნენ. დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდი ცდილობდა გატანას, მათ ჰქონდათ მომენტები, თუმცა ვერცერთმა მიაღწია მიზანს.

საბოლოოდ, პრინციპული მატჩი უგოლოდ დასრულდა.

ამ ფრის შემდეგ “სამტრედიას” 11 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა. რაც შეეხება “ლოკომოტივს”, მას 15 ქულა დაუგროვდა და მეორე პოზიციას იკავებს.

 

ფოტო: Fcloco.Ge

ეროვნული ლიგა: საქართველოს ჩემპიონმა “კოლხეთი” სანდოხაძის გოლით დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში ქობულეთში “ჩელე არენაზე” ფოთის “კოლხეთმა” “სამტრედია” მიიღო. დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა მეშვიდე წუთზე დავით ჩაგელიშვილმა გახსნა. პირველ ტაიმში მეტი გოოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში მეგრელები გააქტიურდნენ, რამაც შედეგი გამოიღო. 50-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა ანგარიში გაათანაბრა. გია ცეცაძის შეგირდები ფრეს არ დასჯერდნენ. 87-ე წუთზე მსაჯმა მათ სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დანიშნა. “სამტრედიადან” პენალტი ნიკოლოზ სანდოხაძემ შეასრულა ზუსტად შეასრულა!

საბოლოოდ, 2-1.

ამ წაგების შემდეგ “კოლხეთი” შვიდი ქულით მეცხრე ადგილზეა. “სამტრედიას” ათი ქულა აქვს და მეოთხეზეა.

 

ეროვნული ლიგა: “სამტრედიამ” ბათუმის “დინამო” დაამარცხა

დღეს ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ბათუმის “დინამომ” სამტრედიას “სამტრედია” მიიღო. დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა 34-ე წუთზე გურამ სამუშიამ მოახერხა და იმერლები წინ გაიყვანა.

მეორე ნახევარში ლევან ხომერიკის შეგირდები უფრო გააქტიურდნენ და რამდენიმე რეალური შანსიც შეექმნათ. თუმცა, გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

საბოლოოდ, “სამტრედიამ” ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვა.

ბათუმური გუნდი სამი ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს. სამტრედიას 4 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციას იკავებს.

“ჩიხურამ” სტუმრად “სამტრედია” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრები იმართება.

სამტრედიის “სამტრედიამ” საკუთარ მოედანზე საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს წინა ჩემპიონატის ორმატჩიან ფინალში დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში კლუბებს ჰქონდათ მომენტები, თუმცა ანგარიში არ გახსნილა.

მეორე ნახევარში, 67-ე წუთზე გიორგი კორიფაძემ “ჩიხურა” წინ გაიყავანა. ამის შემდეგ მასპინძლები ქულის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა აღარაფერი შეცვლილა. საბოლოოდ, 0-1 და “ჩიხურამ” პირველი სამი ქულა მოიპოვა.

ამ გამარჯვებით საჩხერლებს ოთხი ქულა აქვთ და მეორე ადგილზე არიან. გია ცეცაძის შეგირდებს კი მხოლოდ ერთი ქულა აქვთ და მეორე ადგილზე არიან.

 

ეროვნული ლიგა: “სამტრედიამ” და “შუქურამ” ქულები გაიყვეს

დღეს ეროვნული ლიგის პირველი ტურის სადებიუტო შეხვედრა გაიმართა. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ადგილობრივი “სამტრედია” და ქობულეთის “შუქურა” დაუპირისპირდნენ.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანგარიშის გახსნა მე-19 წუთზე “სამტრედიამ” მოახერხა. დავით რაჟამაშვილმა საჯარიმოს გარედან ძლიერად გაისროლა და აზამატ ჯიოევს შანსი არ დაუტოვა. ამის შემდეგ აჭარლები უფრო გააქტიურდნენ, რაც ზუსტად 22 წუთში ტაბლოზეც აისახა. ირაკლი კლიმიაშვილის გადაცემის შემდეგ, ლევან საბაძემ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ნახევარში გუნდები გოლის გაშვებას უფრთხოდნენ და ნელ-ნელა აგრესიას აძლიერებდნენ. 68-ე წუთზე “შუქურას” ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ჯეფინიომ მეორე გაფრთხილება მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. ამის შემდეგ ორივე გუნდი ცდილობდა გატანას, თუმცა აღარაფერი მომხდარა და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.

ეროვნული ლიგის დანარჩენი ოთხი მატჩი ხვალ გაიმართება.

შემადგენლობები

“სამტრედია”: ომარ მიგინეიშვილი, ლაშა კასრაძე, ნიკა სანდოხაძე (C), გიული მანჯგალაძე, დავით რაჟამაშვილი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით ჩაგელიშვილი (გურამ სამუშია 82 წთ.), გიორგი ბერიაშვილი, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი ახალაძე (რუდოლფ სუხომლინოვი 60 წთ.), გიორგი მჭედლიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: გია ცეცაძე.

“შუქურა”: აზამატ ჯიოევი (C), გიორგი კალანდია, ბექა მახარაძე, შერმადინ ართმელიძე (გიგა მამულაშვილი 64 წთ.), ლევან კუტალია (თორნიკე დაგარგულია 90 +5 წთ.), ჯეფინიო, ირაკლი კლიმიაშვილი, ლაშა ჯაფარაძე, ლევან საბაძე (გიორგი ჭანუყვაძე 87 წთ.), სანდრო გურული, რომან ჩაჩუა, გიორგი მჭედლიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: გია გურული.

გოლები: დავით რაჟამაშვილი (19 წთ.) – ლევან საბაძე (41 წთ.).

გაფრთხილებები: ჯემალ გოგიაშვილი (15 წთ.), ნიკა სანდოხაძე (30 წთ), დავით რაჟამაშვილი (55 წთ.) – შერმადინ ართმელიძე (25 წთ.), ჯეფინიო (39 წთ.), ჯეფინიო (68 წთ.), ლაშა ჯაფარიძე (90+3წთ.).

წითელი ბარათი: ჯეფინიო (68 წთ.).

რაჟამაშვილის გოლი

გიორგი დათუნაიშვილი: “სამართლიანი იყო, რომ “ტორპედოს” მეორე გოლი არ ჩაუთვალეს”

დღეს საქართველოს სუპერ თასის ფინალში ერთმანეთს სამტრედიის “სამტრედია” და ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ, აღნიშნულ ტიტულს საქართველოს მოქმედი ჩემპიონები დაეუფლნენ. სამტრედიელებმა მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს, ერთი მიიღეს და თასის აღმართვაც შეძლეს.

შეხვედრის შემდეგ Fanebi.Com-თან გამარჯვებული გუნდის კაპიტანმა, გიორგი დათუნაიშვილმა ისაუბრა.

– კმაყოფილი ხართ თუ არა საკუთარი გუნდის ასპარეზობით? როგორც გეგმავდით, ისე ითამაშეთ?

– თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი ოფიციალური თამაში იყო, შეიძლება ითქვას, კარგად ვითამაშეთ. ყველაზე მთავარი შედეგი იყო. კმაყოფილები და გახარებულები ვართ!

– რას გვეტყვით “ტორპედოს” არჩათვლილ გოლზე? სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო მსაჯმა?

 აშკარაა, რომ  ქუთაისელთა ფეხბურთელმა ხელით გაისწორა ბურთი. შესაბამისად, უსამართლობა მთავარი მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო. მაგრამ სწორედ მაგიტომ არის ხუთი არბიტრი, რომ ერთმანეთს დაეხმარონ და საბოლოო სამართლიანი ნაბიჯი გადადგან.

– გუნდმა წინასასეზონო სამზადისი ანტალიაში გაიარა. სულ ოთხი შეხვედრა ჩაატარეთ, საიდანაც ორი წააგეთ და ორი მოიგეთ. რამდენად კმაყოფილი ხართ აღნიშნული მატჩებით და მათში ნაჩვენები შედეგებით?

პირველ რიგში, გეტყვით, რომ ამხანაგურებზე შედეგს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. ძირითადად, აქცენტი შეთამაშებაზე იყო გაკეთებული, რაც, მგონი, გამოგვივიდა. დღევანდელმა თამაშმა ეს დაამტკიცა!

– “სამტრედია” რამდენიმე ლიდერმა დატოვა, თუმცა მოვიდნენ ახალი ფეხბურთელებიც, რომლებმაც შეკრება კლუბთან ერთად გაიარეს. თქვენი აზრით, რამდენად ერთიანი და ძლიერია “სამტრედია”? ასეთი ფორმაციის გუნდს ახალ სეზონში რა მიზნებისთვის შეუძლია ბრძოლა?

“სამტრედია” ისევ ისეთი ძლიერი და ერთიანია. რა თქმა უნდა, წელსაც უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენი სურვილი მხოლოდ გამარჯვებაა!

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ჩემპიონატი 4 მარტს აიღებს სტარტს. “სამტრედია” საკუთარ მოედანზე ქობულეთის “შუქურას” მიიღებს. .

“სამტრედია” საქართველოს სუპერ თასის გამარჯვებულია!

დღეს მარტვილში მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერ თასის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “სამტრედია” და დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდნენ.

მატჩი ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ანგარიში ქუთაისლებმა გახსნეს. მე-17 წუთზე “ტორპედოს” ფეხბურთელმა, გიორგი გურულმა გაუტანა მიგინეიშვილს. ზუსტად 11 წუთში რაჟამაშვილმა გაათაბრა. პირველ ტაიმში სხვა აღარაფერი შეცვლილა.

მეორე ნახევარიც გარდამავლი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდი უფრთხოდა გოლის გაშვებას და თან ნელ-ნელა აძლიერებდა აგრესიას. საბოლოოდ, გამარჯვების გოლი გია ცეცაძის დამოძღვრილმა სამტრედიელებმა გაიტანეს. ამის გაკეთება 58-ე წუთზე გიორგი ბერიაშვილმა შეძლო.

საგულისხმოა, რომ ბოლო წუთებში “ტორპედო” დიდი ძალებით გადავიდა წინ. ქუთაისლებს დასაკარგი აღარაფერი ჰქონდათ და ყვეალანაირად ცდილობდნენ ომარ მიგინეიშვილის კარის ბადის შერხევას. ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი 82-ე წუთზე თორნიკე კაპანაძეს ჰქონდა. 24 წლის თავდამსხმელი პირისპირ გავიდა მეკარესთან და მისგან მარცხენა კუთხეში დაბალი დარტყმით სცადა ანგარიშის გათანაბრება. თუმცა, ბურთი კარს სანტიმეტრებით ასცდა.

მატჩი იყო ერთი წითელი ბარათიც – გიორგი დათუანიშვილმა შეხვედრის ბოლოს მეორე გაფრთხილება მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

საბოლოოდ – 2-1 და “სამტრედიამ” 2017 წლის პირველი ტიტულის მოგება მოახერხა!

ოფიციალურად: დაჩი ცნობილაძე “საბურთალოს” ფეხბურთელია

ქართული კლუბები მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას განაგრძობენ.

სამტრედიის “სამტრედიას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, დაჩი ცნობილაძე თბილისის “საბურთალოში” ითამაშებს. 22 წლის ფეხბურთელმა ტრანსფერი Fanebi.Com-ს თავად დაუდასტურა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ნახევარმცველმა კარიერა 2012 წელს  რუსთავის “მეტალურგში” დაიწყო. ერთი წლის შემდეგ, იგი თბილისის “ლოკომოტივში” გადაბარგდა, თუმცა 2013 წელსვე ცნობილაძე რუსთავულ კლუბში დაბრუნდა. 2014-2015 წლებში დაჩი “სიონში” გამოდიოდა. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში კი იგი “სამტრედიას” ღირსებას იცავდა.