“მანჩესტერ სიტი” ცალი ფეხით მეოთხედფინალშია (მიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე კიევის “დინამოსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართული პირველი შეხვედრა ანგარიშით 1:3 დასრულდა.

ანგარიში მატჩის მე-15 წუთზე სტუმართა თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ გახსნა. 25-ე წუთზე ლამაზი კომბინაცია დავიდ სილვამ დააგვირგვინა. შესვენების შემდეგ ვიტალი ბუიალსკიმ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა 90-ე წუთზე იაია ტურემ “ქალაქელთა” ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საპასუხო შეხვედრა მანჩესტერში 15 მარტს გაიმართება.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პიველი მატჩი)
“დინამო” (კიევი) — “მანჩესტერ სიტი” 1:3 (0:2)
გოლები: ბუიალსკი 58′ – აგუერო 15′, დავიდ სილვა 40′, იაია ტურე 90′.

კიევის “დინამო” — “ფიორენტინას” მატჩის დროს ქომაგი ზედა იარუსიდან გადმოვარდა

უეფას ევროპის ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე კიევის “დინამოსა” და “ფიორენტინას” შორის გამართული მატჩის (1:1) მიმდინარეობისას უკრაინული გუნდის ქომაგი სტადიონის ზედა იარუსიდან გადმოვარდა. შედეგად, მან ქალა-ტვინის დახურული ტრავმა მიიღო.

28 წლის ფანი ქალაქის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტრავმის გარდა, მას ალკოჰოლით ინტოქსიკაციაც დაუდგინეს.

 

ევროპა ლიგა. რეკორდი კიევის “დინამოსა” და “ევერტონს” შორის გამართულ მატჩში

უეფას ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე კიევის “დინამოსა” და ლივერპულის “ევერტონს” შორის გამართულ საპასუხო მატჩში სტადიონზე დასწრების მხრივ ახალი რეკორდი დამყარდა. მიუხედავად ცუდი ამინდისა, შეხვედრას 67 553 გულშემატკივარი დაესწრო. წინა რეკორდი “ოლდ ტრაფორდს” ეკუთვნოდა, სადაც 2012 წლის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე ამსტერდამის “აიაქსმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ კიევის “დინამომ” “ევერტონს” ანგარიშით 5:2 მოუგო, მეტოქეს ორი მატჩის ჯამში 6:4 აჯობა და ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

 

კიევის „დინამომ“ ჯაბა კანკავას მადლობა გადაუხადა

კიევის „დინამომ“ საქართველოს ნაკრების კაპიტნისა და „დნიპროს“ ნახევარმცველის, ჯაბა კანკავას მისამართით სამადლობელო ღია წერილი გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ჩემპიონატის 23-ე ტურში „დნიპროსა“ და „დინამოს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას  მასპინძელთა მეკარე დენის ბოიკო გამოსვლაზე მუხლით შეეჯახა კიეველთა ნახევარმცველ ოლეგ გუსევს, რომელიც უგონოდ დაეცა. უკრაინელ ფეხბურთელს კრიტიკულ სიტუაციაში პირველადი სამედიცინო დახმარება სწორედ კანკავამ აღმოუჩინა და სიკვდილსაც გადაარჩინა. (ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა)

„ძვირფასო ჯაბა! გულწრფელ მადლობას გიხდით ამ ქმედებისთვის!

ყველაზე საჭირო და საპასუხისმგებლო მომენტში თითოეული ადამიანი თავისუფალია საკუთარ მოქმედებაში.

შენ ჩვენს მეგობარს მშველელად იმ წამებში მოევლინე, როცა მას ეს სასიცოცხლოდ სჭირდებოდა! მადლობას გიხდით!

ვიცით, რომ კეთილი გული გაქვს და ჩვენი მადლიერება არ დაგამძიმებს. ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ, ჩვენო ძვირფასო „გენაცვალე!“, – ნათქვამია მიმართვაში.

„ვალენსიას“ კიევში თამაში არ სურს

ხუთშაბათს, ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპი გაიხსნება. კიევში ადგილობრივი „დინამო“ ესპანურ „ვალენსიას“ უმასპინძლებს. როგორც მოგეხსენებათ, უკრაინის დედაქალაქში მასობრივი არეულობები გრძელდება, სამართალდამცავებსა და ევრომაიდნის აქტივისტებს შორის შეტაკებები დღეს დილიდან დაიწყო. არაოფიციალური ინფორმაციით, 7 ადამიანი დაიღუპა, სამწუხაროდ, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა, დაშავებულთა რიცხვი 150 კაცს აღწევს.

ესპანური გაზეთი „ასი“ წერს, რომ „ვალენსიას“ მატჩის სხვა ქალაქში ჩატარება სურს, თუმცა უეფა შეხვედრის ადგილმდებარეობის შეცვლას ან გაუქმებას არ აპირებს.

„დინამოს“ პრეზიდენტი იგორ სურკისი „ვალენსიას“ ინიციატივას ტელეკომპანია „ფუტბოლის“ ეთერში გამოეხმაურა.

„უეფადან მივიღეთ წერილი, აქ შექმნილი მდგომარეობა აინტერესებდათ. ჩვენ მათ გარანტია უნდა მივცეთ, რომ ყველაფერი ზედმეტი გართულებების გარეშე ჩაივლის. ეს სპორტია, ფეხბურთია და არა პოლიტიკა. რომ ვგრძნობდე, რომ მეტოქეს ან ჩემს გუნდს რაიმე ხიფათი ემუქრებოდეს, თავადაც ხვდებით, მატჩის ნეიტრალურ სტადიონზე გამართვის პირველი ინიციატორი მე ვიქნებოდი, თუმცა კიევში ვცხოვრობთ და ვხვდებით, რომ მატჩის მშვიდად ჩატარება შეგვიძლია. შეხვედრა სტადიონ „დინამოზე“ რომ იმართებოდეს, ეს მეორე საკითხი იქნებოდა და გამოვიდოდით ინიციატივით, რომ მატჩი უკრაინის სხვა არენაზე, ან სულაც სხვა ქვეყანაში შემდგარიყო“, – განაცხადა კიევის „დინამოს“ პრეზიდენტმა.

„დინამოსა“ და „ვალენსიას“ შორის კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გასამართი მატჩი ხუთშაბათს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი