მსგავსად ფეხბურთის სხვა ექსპერტებისა, არც “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ნახევარმცველი, როი კინი მოერიდა პოლ პოგბას საჯაროდ გაკრიტიკებას. როგორც იცით, საქმე “სევილიასთან” წაგებულ მატჩს ეხება, რის შემდეგაც “წითელი ეშმაკები” ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნენ.
“პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. მისი დონის ფეხბურთელებისგან მატჩის ბედის გადაწყვეტას ველით და როდესაც ამის ნაცვლად სასტარტოში ადგილის დამკვიდრებასაც ვერ ახერხებენ, რაღაც არასწორად კეთდება.
პოგბა მოედანზე გამოვიდა, თუმცა არაფერი გაუკეთებია. ის საფრთხეს ვერ გრძნობს. მისი რეაქცია პირველი გოლის დროს, სკოლის მოსწავლისას გავდა.
გუნდური თამაშის მიზანი ერთმანეთის შეცდომების გამოსწორებაა. აქ კი არავინ არ ეხმარება სხვას. ისინი ეგოისტურად თამაშობენ და როგორც ჩანს, არ შეუძლიათ ერთიანად მოქმედება,” – აცხადებს როი კინი.