“ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” დე ვრეისთვის იბრძოლებენ

პრემიერ ლიგის გუნდები, ლონდონის “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე დაცვის ხაზის გაძლიერებას შეეცდებიან. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ინგლისური კლუბების ერთ-ერთ მთავარი სამიზნე რომის “ლაციოს” ფეხბურთელი, სტეფან დე ვრეი იქნება.

ჰოლანდიელმა მცველმა ამ სეზონში სერია ა-ში 12 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა. ერთი სიტყვით, იგი სტაბილურად ასპარეზობს და სათამაშო დროც ეძლევა. დე ვრეის გუნდთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულზე ეწურება, თუმცა ვრცელდება ხმები, რომ “ლაციო” 24 წლის სპორტსმენს ახალ ხელშეკრულებას უმზადებს.

ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი გამოწვევაა პრემიერ ლიგაში თამაში. შესაბამისად, მიუხედავად ზემოთ ნახსენებისა, სტეფანი ნამდვილად ვერ იტყვის მყისიერ უარს ინგლისური გრანდების შემოთავაზებაზე.

“ჩელსის” და “მანჩესტერს”, დაახლოებით, 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ ჰოლანდიელის სანაცვლოდ.

კონტე სერია ა-ში მოთამაშე მცველით ინტერესდება

როგორც იტალიური პრესა იტყობინება, ლონდონის “ჩელსის” მწვრთნელი, ანტონიო კონტე სერიოზულად არის დაინტერესებული “ლაციოს” მცველით, სტეფან დე ვრეით.

24 წლის ჰოლანდიელი 2014 წელს შეუერთდა რომაულ კლუბს, თუმცა გასულ სეზონში დიდ ხანს იტრავმიანა. მიუხედავად ამისა, ლონდონელებს სურთა, რომ დავიდ ლუისის შემდეგ, დაცვის ხაზი იანვარში ნახსენები მოთამაშით გააძლიერონ.

სავარაუდო თანხა, რომელსაც “ჩელსი” ჰოლანდიელში გადაიხდის, 30.8 მილიონი ფუნტია.

იტალიური პრესა: სამპაოლის ბედი ათ დღეში გადაწყდება

გახდება თუ არა ხორხე სამპაოლი რომაული “ლაციოს” მთავარი მწვრთნელი? ამას 10 დღის შემდეგ გავიგეთ. ამ ინფორმაციას იტალიური პრესა გვამცნობს.

ჩილელი სპეციალისტი უკვე იმყოფებოდა რომში, რათა “არწივების” წარმომადგენლებთან ეწარმოებინა მოლაპარაკებები. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ “ლაციოს” სამპაოლის გადაბირების საკმაოდ კარგი შანსი აქვს.

Il Tempo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ვალენსია” მზად არის სამპაოლის წელიწადში 3 მილიონი ევრო შესთავაზოს, რაც 0.8 მილიონით აღემატება “ლაციოს” ფსონს.

იტალიელთა პრეზიდენტი, კლაუდიო ლოლიტო ჩილეს ეროვნული ნაკრების ექს-მწვრთნელთან ერთად ჩეზარე პრანდელისა და “ტორინოს” მწვრთნელის, ვენტურას კანდიდატურასაც განიხილავს.

“ლივერპული” “ლაციოსთვის” მარიო ბალოტელის შეთავაზებას აპირებს

იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ინგლისური “ლივერპულის” ხელმძღვანელები ლუკას ბილიას ტრანსფერში მარიო ბალოტელის ჩართვას აპირებენ.

როგორც იცით, სუპერმარიო ამჟამად არენდით “მილანში” იმყოფება, თუმცა მილანელებს მისი შენარჩუნების არანაირი სურვილი არ გააჩნიათ. იტალიელი თავდამსხმელი არც იურგენ კლოპის გეგმებში შედის.

ამიტომაც, კლოპმა გადაწყვიტა რომ ბალო 30 წლის არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერში ჩაერთო, რომლითაც “ინტერიც” ინტერესდება. ბილიას სატრასნფერო ფასი დაახლოებით 18 მილიონ ევროს შეადგენს.

“ლაციოს” სეზონის ბოლომდე სიმონე ინძაგი უთავკაცებს

რომის “ლაციოს” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სტეფანო პიოლი გაათავისუფლეს. სეზონის ბოლომდე გუნდს 39 წლის სიმონე ინძაგი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ სიმონე ინძაგი “ლაციოს” ღირსებას 1999-დნ 2010 წლამდე (არასრულად) იცავდა. 2014 წლიდან მუშაობდა ახალგაზრდული გუნდის თავკაცის პოზიციაზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს “ლაციო” უმთავრეს მეტოქე “რომასთან” ანგარიშით 1:4 განადგურდა. გუნდს იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში მერვე პოზიცია უკავია.

 

“ნაპოლის” ფანებმა კულიბალის სოლიდარობა გამოუცხადეს

“ნაპოლის” ფანებმა “კარპისთან” მატჩში კალიდუ კულიბალის სოლიდარობა გამოუცხადეს , მას შემდეგ, რაც “ლაციოს” ფანებმა ფრანგ ფეხბურთელს განსხვავებული კანის ფერის გამო შეურაცხყოფა მიაყენეს.

საუბარია ოთხშაბათს, რომში გამართულ მატჩზე, რომელიც რამდენიმეჯერ შეჩერდა, რისი მიზეზიც რასისტული წამოძახილები გახლდათ ფანების მხრიდან.

საბოლოოდ, მატჩ ნეაპოლელთა გამარჯვებით დასრულდა (2-0). ცენტრალური მცველისათვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, ათასობით ‘ნიღაბი’ შეიძინეს და  აპლოდისმენტების ფონზე მაღლა ამართეს.

აქვე გეტყვით, რომ რომაელი ფანების მსგავსი ქმედებისთვის კლუბს 50 000 ევროს გადახდა მოუწევს ჯარიმის სახით, ყველაზე აქტიური სექტორი კი მომავალ 2 საშინაო მატჩში ვერ შესძლებს გუნდის გამხნევებას.

Claudio-Ranieri

Claudio-Ranieri

 

„ლაციო“ – „ნაპოლის“ მატჩი რასისტული შეძახილების გამო შეჩერდა

„ლაციოსა“ და „ნაპოლის“ შორის იტალიის სერია ა-ს 23-ე ტურის მატჩი უსიამოვნო ეპიოდით გამოირჩა. 68-ე წუთის შემდეგ მთავარ მსაჯს მასიმილიანო ირატის მასპინძელი გუნდის ფანების მხრიდან სტუმართა ნახევარმცველის კალიდუ კულიბალის მიმართ რასისტული შეძახილების გამო მატჩის ცოტა ხნით შეჩერება მოუწია.

ცნობისთვის, მატჩი ნეაპოლელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. ორივე გოლი სტუმრებმა პირველ ტაიმში გაიტანეს – 24-ე წუთზე ანგარიში გონსალო იგუაინმა გახსნა, სამ წუთში კი თავი ხოსე კალეხონმაც გამოიჩინა.

ამ გამარჯვებით, „ნაპოლი“ 53 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში დარჩა, „ლაციო“ 32 ქულით მეცხრეა.

„ლაციომ“ გასვლაზე „ინტერი“ დაამარცხა

„ჯუზეპე მეაცაზე“ იტალიის სერია ა-ს მე-17 ტურის ცენტრალი მატჩი დასრულდა, რომელშიც „ინტერმა“ „ლაციოს“ უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

რომაელებმა ანაგრიში შეხვედრის დებიუტშივე, მეხუთე წუთზე გახსნეს – გოლი ანტონიო კანდრევამ გაიტანა. 61-ე წუთზე მაურო იკარდი მეკარე ბერიშასთან პირისპირ გავიდა და ანაგრიშის გათანაბრება შეძლო. 86-ე წუთზე ფელიპე მელომ თავის საჯარიმოში მილინკოვიჩ-სავიჩის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, რის გამო მსაჯმა პენალტი დანიშნა – თერთმეტმეტრიან ნიშნულთან ანტონიო კანდრევა მივიდა, რომლის დარტყმული სამირ ჰანდანოვიჩმა მოიგერია, თუმცა „ლაციოს“ ნახევარმცველმა დამატებაზე ივარგა და დუბლი მაინც შეასრულა. სამ წუთში მელომ ამჯერად სავიჩის წინააღმდეგ უხეშად თამაშისთვის პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო, მაგრამ „ლაციოს“ რიცხობრივი უპირატესობა დიდი ხანი არ ჰქონია, სამ წუთში სავიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. დარჩენილ დროში მანჩნის გუნდს ანაგრიშის მეორედ გათანაბრების შანსი ჰქონდა, თუმცა „ნერაძურიმ„ ის ვერ გამოიყენა.

საბოლოოდ, 1:2 და „ლაციომ“ ამ გამარჯვებით 23 ქულა დააგროვა და 2015 წელი მე-10 პოზიციაზე დაასრულა. რაც შეეხება „ინტერს“, მილანელები 36 ქულით პირველ ადგილზე დარჩნენ, მაგრამ მეორე და მესამე ადგილებზე მყოფ „ფიორენტინასა“ და „ნაპოლის“ ისინი ამჟამად მხოლოდ ერთ ქულით უსწრებენ.

„ინტერი“ – „ლაციო“ 1:2
გოლები: იკარდი 61′ – კანდრევა 5′ 87′ (პენ)

გაფრთხილებები: ბიაბიანი 55′ – ბილია 49′, სავიჩი 66′, 90+’, კანდრევა 90′
გაძევება: მელო 90′ – მილინკოვიჩ-სავიჩი 90’+

“ლაციოს” მეკარე გოლის აღნიშვნისას დაშავდა

რომის “ლაციოს” კიპერმა ფედერიკო მარკეტიმ ტრავმა უჩვეულო სიტუაციაში მიიღო.

“ლე ფიგაროს” ცნობით, იტალიელი მეკარე მაშინ დაშავდა, როდესაც “სამპდორიას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ალესანდრო მატრის მიერ გატანილ გოლს ზეიმობდა. მარკეტიმ ბარძაყის კუნთები დაიშავა და გოლიდან ოთხ წუთში შესაცვლელი გახდა. მის ნაცვლად ეტრიტ ბერიშა გამოვიდა, რომელმაც კომპენსირებულ დროში გოლი გაუშვა და საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

 

ხედირა „ლაციოსთან“ მატჩს გამოტოვებს

„იუვენტუსის“ ნახევარმცველი სამი ხედირა „ლაციოსთან“ მატჩს გამოტოვებს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, გერმანელი ხსენებული შეხვედრისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებდა, თუმცა გუშინ გაირკვა, რომ ფეხბურთელი მატჩის განაცხადში არ შეიყვანეს.

ტრავმის გამო ხედირამ თავისი გუნდის ბოლო სამი შეხვედრა გამოტოვა.

ჯამში, ყველა ტურნირზე „იუვეს“ მაისურით სამის სულ შვიდი შეხვედრა დაუგროვდა.

„ლაციოს“ ფანები „სენტ-ეტიენთან“ მატჩზე არ დაიშვებიან

რომის „ლაციოს“ ფანები ფრანგულ „სენტ-ეტიენთნა“ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩზე არ დაიშვებიან.

რომაული კლუბის ფანებს ამ შეხვედრაზე დასწრების უფლება უსაფრთხოების მიზნით არ მიეცათ.

სათქმელია, რომ აქამდე „ბრიუგესთან“ გასვლით შეხვედრაზე „ნაპოლის“ გულშემაკივრებიც და დაუშვეს.

„სენტ-ეტიენი“ – „ლაციოს“ თამაში ათ დეკემბერს გაიმართება.

კრისტიან ვიერი „იუვენტუსიდან“ წასვლას ნანობს

ცნობილმა იტალიელმა ექს-თავდამსხმელმა კრისტიან ვიერიმ აღიარა, რომ 1997 წელს „იუვენტუსიდან“ „ატლეტიკოში“ გადასვლას ნანობს.

„იუვენტუსი“ სეზონში ორ მილიონ ლირაზე მეტის გადასახდელად მზად არ იყო, მაშინ, როდესაც „ატლეტიკო“ სამნახევარს იხდიდა. ამიტომ, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ესპანეთში გადასვლა ჯობდა. ვაღიარებ, რომ მაშინ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ფინანსების გამო მივიღე. თუ წარსულის დასრულების შესაძლებლობა იქნებოდა, სხვანაირად მოვიცექეოდი და „იუვეში“ დავრჩებოდი“, – განაცხადა ვიერიმ.

მადრიდში კრისტიანი დიდი ხნით არ დარჩენილა და უკვე 1998 წელს „ლაციოში“ გადავიდა, ერთ წელიწადში კი „ინტერის“ ფეხბურთელი გახდა.