ანტუან გრიზმანი: “დავტოვებ თუ არა “ატლეტიკოს”?”

არ წყდება ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ მადრიდის “ატრელტიკოს” ლიდერით, ანტუან გრიზმანით სხვადასხვა გრანდია დაინტერესებული. განსაკუთრებით, ინგლისიდან აქტიურობენ და საკმაოდ მაღალ ფსონებსაც ჩამოდიან.

ფრანგმა მოთამაშემ ჟურნალისტებთან მის მომავალზე ისაუბრა.

“გასულ ზაფხულზე სიმეონე გუნდიდან წასვლას განიხილავდა. ამან მეც დამაფიქრა ჩემს მომავალზე. იყო პერიოდი, როცა “ატლეტიკოს” დატოვებაზე ვფიქრობდი.”

“ერთ დღესაც დიეგოს დავურეკე და ვკითხე, რას აპირებდა. მითხრა, რომ ის მინიმუმ ერთი სეზონი აუცილებლად დარჩებოდა გუნდში. ამის შემდეგ წასვლაზე ფიქრი შევწყვიტე.”

“მას ძალიან დიდი პატივს ვცემ. ვიცი, რომ სიმეონეს ჩემს მიმართ ძალიან დიდი ნდობა აქვს. მინდა, რომ მასთან ერთად დიდ ხანს ვიმუშაო. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თუ დიეგო მადრიდს დატოვებს, მეც მას გავყვები.”

“აქ შესანიშნავად ვგრძნობ თავს. ჩემი გუნდელები მიყურებენ, როგორც ლიდერს. ისინი ყოველთვის გვერდში მიდგანან. მადლობა ყველა ფეხბურთელს. “ატლეტიკოში” ძალიან კომფორტულად ვარ და არ ვფიქრობ, რომ მჭირდება სადმე გადასვლა, რათა უფრო მაღალ დონეზე ვიასპარეზო. აქაც მშვენივრად განვვითარდები,” – განაცხადა გრიზმანმა.

რაულმა ოქროს ბურთისთვის ბრძოლის 3 ფავორიტი დაასახელა

მადრიდის “რეალის” ესპანელმა ლეგენდამ, რაულმა 2016 წლის ოქროს ბურთის გათამაშებაზე საუბრისას ის 3 ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებენ წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს.

“ვფიქრობ წელს ოქროს ბურთს კრიშტიან რონალდუ მოიგებს. ჩემპიონთა ლიგისა და ევრო 2016-ის მოგებამ ეს წელი კრიშტიანუსი გახადა.

სავარაუდოდ სამეულში კრიშტიან რონალდუსთან ერთად ლიონელ მესი და ანტუან გრიზმანიც შევლენ. მათი ტრიო ნამდვილად კარგი სანახავი იქნება.

მას დიდებული ხასიათი გააჩნია, მას წარმატება სწყურია. რონალდუ ყველაზე მეტად საკუთარ თავს აკრიტიკებს. მას ყოველთვის საუკეთესო უნდა, ის ძალიან მომთხოვნია. ასე რომ, რონალდუ ამ პრიზს ნამდვილად იმსახურებს.”

სიმეონე: “მე არ ვარ გრიზმანის აღმზრდელი”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება. მადრიდში, “ვისენტე კალდერონზე”, “ატლეტიკო” მიუნხენის “ბაიერნს” უმასპინძლებს.

“ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა, სადაც გუნდის ლიდერზე, ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.

“მე გრიზმანის აღმზრდელი არ ვარ; უბრალოდ, მისი მწვრთნელი ვარ, რომელიც ეხმარება ახალგაზრდა, ნიჭიერ სპორტსმენს განვითარდეს, როგორც ფეხბურთელი და, როგორც ადამიანი.”

“ჩვენ, გრიზმანის სახით, საოცარი მოთამაშე გვყავს, რომელსაც უდიდესი პოტენციალი გააჩნია. დარწმუნებული ვარ, ის ამ შესაძებლობებს მთლიანად გამოიყენებს!”

“ელ ჩოლომ”, რა თქმა უნდა, ზოგადად, მატჩზეც ისაუბრა: “ბაიერნი” ძალიან ძლიერი და კარგად დაკომპლექტებული გუნდია. ის ძალიან ჰგავს იმ კოლექტივს, რომელსაც გასულ სეზონში ვეთამაშეთ. გერმანელებს უმაღლესი დონის სპეციალისტი ჰყავთ. კარლოს დიდ პატივს ვცემ მისი პროფესიონალიზმის და საქმის სიყვარულის გამო!” – განაცხადა დიეგო სიმეონემ.

ხუანფრანი: “ყველამ იცის, ოქროს ბურთი გრიზმანმა რომ უნდა მოიგოს”

ხუანფრანი თვლის, რომ 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება, რომელსაც ოქროს ბურთიც მოჰყვება, ანტუან გრიზმანს უნდა მიანიჭონ და არა კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის შემდეგ ამ ინდივიდუალურ ჯილდოს მესი და რონალდუ იყოფენ.

“კარგა ხანია, რაც ამ კითხვისთვის ვარ მომზადებული (არის თუ არა მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი), რამეთუ ვიცოდი, რომ თქვენ ამას შემეკითხებოდით.

ჩემმა ცოლმა მითხრა, რომ მათ შორის არჩევანი გაკეთება საჭირო არ იყო – არც ერთია მეორეზე მაგარი და არც პირიქით. ჩემთვის, საუკეთესო ჩემი თანაგუნდელია.

ოქროს ბურთი გრიზმანს უნდა მისცენ, ეს ყველასათვის ნათელია.”

პრემიერ ლიგის გუნდი გრიზმანში რეკორდულ თანხას იხდის

Sunday Express-ი იტყობინება, რომ ლონდონის “ჩელსი” მომავალ ზაფხულზე ანტუან გრიზმანის შეძენას აპირებს.

როგორც ირკვევა, ანტონიო კონტეს “არისტოკრატების” ხელმძღვანელობასთან უკვე ჰქონდა საუბარი ფრანგის ტრანსფერის თაობაზე. ნახსენებ წყაროს თუ დავუჯერებთ, ინგლისელები საფრანგეთის ნაკრებისა და “ატლეტიკოს” შემტევში მინიმუმ 86 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ.

გასულ ზაფხულზე პოგბაში “მაჩესტერმა” 89 მილიონი ფუნტი გადაიხადა, რაც, ჯერჯერობით, რეკორდული თანხაა. აქედან გამომდინარე, სულაც არაა გამორიცხული, რომ მომავალ ზაფხულზე ეს რეკორდი გრიზმანის ტრანსფერმა მოხსნას.

გრიზმანი: “ასე თუ გაგრძელდა, “ატლეტიკო” ლა ლიგას დაემშვიდობება”

მადრიდის “ატლეტიკოს” ფრანგი თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი კლუბის ასპარეზობით უკმაყოფილოა და თანაგუნდელებს აფრთხილებს, რომ თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, მადრიდულ გრანდს ლა ლიგასთან დამშვიდობება მოუწევს.

“ასე თუ გავაგრძელებთ, ჩვენი მთავარი მიზანი ლა ლიგაში დარჩენა იქნება.

გაბრაზებულები ვართ. თავი ხელში უნდა ავიყვანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი ცუდად იქნება.” – განაცხადა მადრიდელთა ფრანგმა ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკო” ლა ლიგის პირველ ორ ტურში ჩემპიონატის ორ ახალწვეულს დაუპირისპირდა და ვერცერთ მათგანს ვერ მოუგო. ამ, დროისთვის, სიმეონეს გუნდი 2 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.

ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს სამი ნომინანტი გაირკვა!

სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა იმ სამი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც წელს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძოლებენ.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ სიაში არ არის არგენტინელი სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი, რომელმაც “კოპა ამერიკა” ვერ მოიგო, მაგრამ “ბარსას” შემადგენლობაში “პრიმერა დივიზიონისა” და “კოპა დელ რეის” თასების მოპოვება მოახერხა.

სამეული კი ასე გამოიყურება: კრიშტიანუ რონალდუ, გარეთ ბელი და ანტუან გრიზმანი.

ვის ანიჭებენ ბუკმეიკერები “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში უპირატესობას?

უცხოური გამოცემა, Goal.Com-ი აქვეყნებს სტატიას იმის შესახებ, თუ ვის ანიჭებენ ცნობილი ტოტალიზატორის, Paddypower.com-ის ბუკმეიკერები უპირატესობას “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში.

როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე დიდი შანსი პორტუგალიელ, კრიშტიანო რონალდოს აქვს. მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში ევროპის ორი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, “ჩემპიონთა ლიგა” და “ევროპის ჩემპიონატი” მოიგო. ამ მომენტისთვის მის გამარჯვებას ნახსენებ ბრძოლაში 1.17 აქვს კოეფიციენტი.

მეორე ადგილზე არის საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “ატლეტიკოს” ლიდერი, ანტუან გრიზმანი, რომელმაც წელს რონალდოსთან ორი გადამწყვეტი დაპირისპირება წააგო: ჯერ “ჩემპიონთა ლიგის” ფინალი და შემდეგ “ევროპის ჩემპიონატის” დასკვნითი შეხვედრა. იმას, რომ გრიზმანი ოქროს ბურთს აიღებს, კოეფიციენტი აქვს 6.00.

დანარჩენი ფეხბურთელების შანსები კი ასე გადანაწილდა: ლიონელ მესი (5.50), ლუის სუარესი (6.50). პოლ პოგბასა და გარეთ ბეილს ერთი და იგივე შანსები აქვთ – 26.00. ნეიმარმა შესაძლოა რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე გაიბრწყინოს. ამიტომ, იმას, რომ სწორედ ბრაზილიელი დაეუფლება ამ ჯილდოს, 34.00 აქვს კოეფიციენტი. მიულერსა და ინიესტას კი  – 51.00.

სახალისო კარიკატურა რონალდოს გამარჯვებასთან დაკავშირებით

გუშინ პორტუგალიის ნაკრებმა ედერის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა საფრანგეთის ეროვნული გუნდი და “ევროპის ჩემპიონის” ტიტულს დაეუფლა. პორტუგალიელთა ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ 2004 წლის ფინალი წააგო, მაგრამ ახლა შეძლო თასის აწევა.

ამასთან დაკავშირებით ინტერნეტში სახალისო კარიკატურა ვრცელდება…

cartoon ronaldo

პაიე:”იმ მომენტში, როდესაც რონალდო დავაშავე…”

ფინალის შემდეგ დიმტირი პაიემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეტა იმ მომენტზე, როდესაც მასსა და კრიშტიანო რონალდოს შორის შეჯახების შედეგად, ამ უკანასკნელმა ტრავმა მიიღო და მოედნიდან გასვლა მოუწია…

“ეს უბრალოდ ორთაბრძოლა იყო, რომელშიც მეც და რონალდოც თამამად შევედით. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ პორტუგალიელი დავაზიანე, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს შემთხვევით მოხდა და კრიშტიანოს ტრავმა ოდნავადაც არ მინდოდა.”

“არ ზის ჩემს ხასიათში, რომ სტადიონზე ცუდად და ასარსპორტულად მოვიქცე,” – განაცხადა დიმიტრი პაიემ.

დიდიე დეშამი:”ფრანგი ხალხისთვის დიდი ბედნიერების მომტანი იქნებოდა თასის მოგება…”

დიდი დეშამის მატჩისშემდგომი კომენტარი…

“ძალიან რთულია ახლა საუბარი. უდიდეს იმედგაცრუებას ვგრძნობ. ჩვენ დრო გვჭირდება, რათა ეს ყველაფერი სწორად აღვიქვათ და გავაანალიზოთ. ამ ჩემპიონატზე მოვიგეთ ერთად, ვიბრძოლეთ ერთად და, სამწუხაროდ, დღეს ერთად დავმარცხდით. ფრანგი ხალხისთვის ძალიან დიდი ბედნიერების მომტანი იქნებოდა თასის მოგება, მაგრამ ეს ჩვენ ვერ მოვახერხეთ,” – განაცხადა ფრანგების მწვრთნელმა.

დღის კარიკატურა: რონალდო VS გრიზმანი

დღეს “ევროპის ჩემპიონატის” ფინალი გაიმართება პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის. მათი ლიდერები, კრიშტიანო რონალდო და ანტუან გრიზმანი შეეცდებიან თავიანთ გუნდებს ტიტული მოუპოვონ. ამასთან დაკავშირებით ინტერნეტში ვრცელდება ომარ მომანის სახალისო კარიკატურა.

cartoon-cr7-vs-griezmann-for-ballon-dor_d5anpotcya991a8ci8yhfn148