უეფას ევროპის ლიგის გათამაშებაში ლონდონის “არსენალსა” და ლისაბონის “სპორტინგს” შორის გამართული მატჩის (0:0) მიმდინარეობისას “მეთოფეთა” თავდამსხმელმა დანი უელბეკმა სერიოზული ტრავმა მიიღო და ლაზარეთში ყოფნა დიდი ხნით მოუწევს.
ბრიტანული მედიის ცნობით, “არსენალი” 28 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2019 წლის ზაფხულში ეწურება.
“დეილი მირორი” იუწყება, რომ დანი უელბეკის მომსახურებით “გალათასარაი” დაინტერესდა და თურქები ზაფხულში მის დამატებას უსასყიდლოდ აპირებენ, თუმცა კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმების მიღწევა ზამთარშივე სურთ.
შეგახსენებთ, რომ დანიელ უელბეკი “არსენალში” 2014 წლის ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გადავიდა.