ინდოელმა მეკარემ ტერ შტეგენის კურიოზული შეცდომა გაიმეორა (ვიდეო)

ინდოეთის სუპერლიგის პირველ ტურში “ნორთისთ იუნაიტედსა” და “გოას” შორის გამართულ მატჩში (2:0) სტუმართა კიპერმა ლაკსმიკანტ კატიმანიმ კურიოზული შეცდომა დაუშვა, რასაც მის კარში გოლი მოჰყვა. ანალოგიური შეცდომა რამდენიმე დღის წინ “ბარსელონას” კარის დარაჯ მარკ-ანდრე ტერ შტეგენსაც მოუვიდა.

“ლივერპულის” პარტნიორმა მარკეტინგული კამპანიის დროს შეცდომა დაუშვა (ფოტო)

საფეხბურთო კლუბ “ლივერპულის” პარტნიორმა – სარესტორნო ქსელმა Subway-მ მარკეტინგული კამპანიის დროს შეცდომა დაუშვა.

მერსისაიდული გუნდი ახალი სეზონის მოსამზადებელი პერიოდის ერთ-ერთ მატჩს ავსტრალიური “ადელაიდა იუნაიტედის” წინააღმდეგ ჩაატარებს. Subway-ს ავსტრალიურმა წარმომადგენლობამ ამ შეხვედრაზე დასასწრები VIP ბილეთების გათამაშება დაანონსა, თუმცა პოსტერზე გამოსახული “ლივერპულის” სამი მოთამაშიდან ორი რაჰიმ სტერლინგი იყო – ძველი და ახალი ვარცხნილობით. სავარაუდოდ, ის დანიელ სტარიჯში შეეშალათ.

მოგვიანებით ეს შეცდომა გამოასწორეს და ახალი პოსტერი გამოაქვეყნეს, რომელზეც ადამ ლალანა, რაჰიმ სტერლინგი, დანიელ სტარიჯი, ჯორდან ჰენდერსონი და ფილიპე კოუტინიო არიან გამოსახულნი.

Subway mistake

პელეგრინიმ საკუთარ თავს „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი უწოდა

ინგლისის ლიგის თასის ფინალური მატჩის შემდეგ, გამარჯვებული „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი სატელევიზიო ინტერვიუში საკუთარი ემოციების შესახებ საუბრობდა, თუმცა შეცდომით თავი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცად მოიხსენია.

„მიყვარს ის ზეწოლა, რასაც განვიცდი ისეთი დიდი გუნდის ხელმძღვანელობისას, როგორიც „მანჩესტერ იუნაიტედია“. ძალიან კარგია, რომ ყველა ტურნირზე ვინარჩუნებთ შანსს“, – განაცხადა პელეგრინიმ.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.