ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველებს – მარკო ვერატისა და ბლეზ მატუიდის საჯარო ბოდიში მოუხადა.
ამ გაზეთში დაიბეჭდა, რომ აღნიშნული ფეხბურთელები საპასუხისმგებლო მატჩამდე ერთ-ერთ ღამის კლუბს ესტურნენ, სადაც შუაღამემდე დარჩნენ, დილით კი კლუბთან ერთად კატალონიაში გაემგზავრნენ და მეორე დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ბარსელონასთან” დიდი ანგარიშით დამარცხდნენ (1:6).
ფეხბურთელებმა ეს ინფორმაცია იმთავითვე უარყვეს და ვერატი სასამართლოში ჩივილითაც დაიმუქრა.
გამოცემა L’Equipe-მა მოგვიანებით გამოაქვეყნა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ნახსენებ ფეხბურთელებს საჯარო ბოდიში მოუხადა და მკითხველს სარედაქციო პოლიტიკის გადახედვასა და მხოლოდ ზუსტი ცნობების მიწოდებას დაჰპირდა.