ფედერაცია ჩემპიონობისთვის მებრძოლ “პაოკს” სამ ქულას დააკლებს

საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოყოფილმა სპეციალურმა სადისციპლინო კომიტეტმა “პაოკი” “ოლიმპიაკოსთან” მატჩის დაწყებამდე მომხდარი ინციდენტის გამო მკაცრად დასაჯა – “პაოკს” სამ ქულას დააკლებენ.

როგორც იცით, 25 თებერვალს, “პაოკსა” და “ოლიმპიაკოსს” შორის გასამართი მატჩის დაწყებამდე მასპინძელთა გულშემატკივრებმა “ოლიმპიაკოსის” თავკაცს, ოსკარ გარსიას სახეში ქაღალდის მკვრივი რგოლი მოარტყეს. შედეგად მატჩი გადაიდო.

როგორც იცით, საბერძნეთის ჩემპიონატში “ოლიმპიაკოსი” დომინირებს, ბოლო 21 წლის მანძილზე ეს კლუბი 19-ჯერ გახდა ჩემპიონი. მიმდინარე სეზონში კი მას საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ჰყავს “პაოკისა” და “აეკის” სახით.

“აეკი” სატურნირო ცხრილს 52 ქულით ლიდერობს, “პაოკს” 52 ქულა აქვს (ჯერ არ დაუკლიათ, რადგანაც “პაოკს” გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს), ხოლო “ოლიმპიაკოსს” – 47.

რა გაუკეთა ქართველმა გულშემატკივარმა პაოკ-ის ფანებს მატჩის დასრულების შემდეგ? (ვიდეო)

18 აგვისტოს, უეფას ევროპის ლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში თბილისის “დინამო” საკუთარ მოედანზე ბერძნულ პაოკ-ს დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი ქართველი გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა და პაოკ-ის ფანების მიმართულებით გაემართა.

“დინამო” – პაოკ-ი: მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი ცნობილია!

18 აგვისტოს 20.00 საათზე დინამო არენაზე უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩი გაიმართება. თბილისის “დინამო” საბერძნეთის პაოკ-ს უმასპინძლებს. შეხვედრის ბილეთები “დინამო არენას” სალაროებში 14 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით გაიყიდება. სალაროები 11.00 საათიდან 19.00 საათამდე, ხუთშაბათს კი მატჩის დაწყებამდე იმუშავებს.

ბილეთის ფასი: 5 და 10 ლარი

სქაი ბოქსის ბილეთები: 25 ლარი

წყარო: Fcdinamo.Ge

როგორი ფანები ჰყავს პაოკ-ს? (ვიდეო)

დღეს გაირკვა, რომ ევროპის ლიგის ფლეი-ოფში თბილისის “დინამო” ბერძნულ პაოკ-ს დუპირისპირდება.

სწორედ ასეთი გულშემატკივრების წინაშე მოუწევს თბილისურ გუნდს სტუმრად თამაში!

რას წერენ პაოკ-ის ფანები თბილისის “დინამოზე”?

სულ ცოტახ ნის წინ გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნის შედმეგ, ევროპის ლიგის ფლეი-ოფში თბილისის “დინამოს” მეტოქე ბერძნული “პაოკი” იქნება.

ჩვენი მოწინააღმდეგის ფანები შემდეგ რამეს წერენ აღნიშნულ დაპირისპირებაზე…

“პაოკისთვის” “დინამო” უმარტივესი მეტოქეა.”

“თბილისის “დინამო”… ეს ისტორიული გუნდია!”

“შესანიშნავია! მგონი, ასე პირველად გაგვიმართლა”

“ყველაზე კარგი ვარიანტი პაოკ-ი – თბილისის “დინამო”

1

“ჩვენ “ოლიმპიაკოსი” არ ვართ, ასეთ გუნდებთან რომ ვმარცხდებოდეთ.”

2

ლორია და მერებაშვილი, შესაძლოა, „ოლიმპიაკოსსა“ და პაოკ-ში გადავიდნენ

კრეტას ოფი, რომლის რიგებშიც გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი თამაშობენ, ამჟამად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია – კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს, რომელთა გამოც კლუბი ფეხბურთელებს ხელფასებს დროულად ვერ უხდის.

ამასთან დაკავშირებით, ბერძნული პრესა კრეტული კლუბის მოთამაშეების შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ალაპარაკდა. მსგავსი საუბრები ქართველ ლეგიონერებსაც შეეხოთ. გავრცელებული ინფორმაციით, ლორია და მერებაშვილი, შესაძლოა, ბერძნული ფეხბურთის გრანდებირს რიგებში გადავიდნენ. მეკარეს „ოლიმპიაკოსში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, ხოლო შემტევ ნახევარმცველს – პაოკ-ში.

თუმცა, კლუბის შეცვლის შემთხვევაში, ორივეს მიმდინარე სეზონში თამაშის უფლება აღარ ექნება, რადგან 2014/15 წლების სეზონში მათ ორი კლუბის რიგებში ითამაშეს – მოგეხსენებათ, თბილისის „დინამო“ ლორიამ და მერებაშვილმა მხოლოდ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ დატოვეს. წესების თანახმად, ფეხბურთელებს ერთ სეზონში სამი სხვადასხვა კლუბის რიგებში თამაში ეკრძალებათ.

ცნობისთვის, ამჟამად საბერძნეთის ჩემპიონატში ოფი 14 ქულით მე-16 ადგილზეა. რაც შეეხება ლორიასა და მერებაშვილის შესაძლო ახალ კლუბებს, „ოლიმპიაკოსი“ ამჟამად 45 ქულით პირველ ადგილზეა და სწორედ მეორე ადგილზე მყოფ პაოკ-ს 2 ქულით უსწრებს.

“პაოკის” ფეხბურთელმა “ოლიმპიაკოსს” სუპერ გოლი გაუტანა (ვიდეო)

საბერძნეთში, “პაოკსა” და “ოლიმპიაკოსს” შორის გამართულ შეხვედრაში ფაკუნდო ფერეირამ მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.

გიორგი ლორიას კარში ბოლო გოლი ბევრი წვალების შემდეგ გაიტანეს (ვიდეო)

საბერძნეთის ჩემპიონატში “პაოკსა” და “ოფის” შორის გამართულ მატჩში (4:0), გიორგი ლორიას კარში ბოლო გოლი დიდი წვალების შემდეგ გაიტანეს.

“პაოკის” ფეხბურთელმა “ოლიმპიაკოსის” მოთამაშე ნოკაუტში ჩააგდო

9 მარტს, საბერძნეთის ჩემპიონატში, “პაოკსა” და “ოლიმპიაკოსს” შორის გამართულ მატჩში (2:1), “ოლიმპიაკოსის” მცველმა ხუან ინსაურალდემ მეტოქე გუნდის მოთამაშე ნოკაუტში ჩააგდო.