„მანჩესტერ იუნაიტედი“ მარიო გომესით დაინტერესდა – „Sky Sports“

„Sky Sports“-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა „ფიორენტინას“ თავდამსხმელით მარიო გომესით დაინტერესდა, რომელიც მიმდინარე სეზონში იჯარით „ბეშიქთაშში“ თამაშობს.

„იები“ 30 წლის ფორვარდის გაყიდვისგან 14 მილიონი ფუნტის მიღებას გეგმავენ, მაგრამ ტრანსფერი 2016 წლის ზაფხულამდე ვერ შედგება, რამეთუ თურქულ კლუბთან გერმანიის ნაკრების ფორვარდს შეთანხმება სწორედ ამ პერიოდამდე აკავშირებს.

სათქმელია, რომ აქამდე ევროპული პრესა გომესის „გალათასარაიში“ შესაძლო გადასვლის შესახებაც წერდა.

მარიო გომესი კარიერას “ბეშიქთაშში” გააგრძელებს

“ფიორენტინას” თავდამსხმელი მარიო გომესი კარიერას “ბეშიქთაშში” გააგრძელებს. ინფორმაცია თურქულმა კლუბმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

30 წლის გერმანელი ფეხბურთელი სტამბულში ხუთშაბათს ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულება 8 მილიონი ევროა, ფეხბურთელი კი წელიწადში ჯამაგირის სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს.

იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში მარიო გომესმა 20 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.

 

კუარეჟმა „ბეშიქთაშში“ ბრუნდება

როგორც თურქული „ბექშიქთაშის“ „ტვიტერის“ ოფიციალური გვერდი წერს, უახლოეს დროში კლუბი პორტუგალიელ ნახევარმცველთან რიკარდო კუარეჟმასთან კონტრაქტს გააფორმებს.
ცნობილია, რომ გუშინ „პორტუს“ ყოფილი ფეხბურთელი სტამბოლში ჩავიდა, რათა კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიაროს.
აღსანიშნავია, რომ რიკაროი „ბეშიქთაშში“ აქამდეც თამაშობდა – თურქული კლუბის ღირსებას ის 2010 წლიდან 2012 წლამდე იცავდა.

გომესი „ბეშიქთაშში“ გადავა

„ფიორენტინას“ თავდამსხმელი მარიო გომესი უახლოეს დროში სამუშაო ადგილს შეცვლის. 30 წლის ფორვარდი სტამბულის „ბეშიქთაშში“ გადასვლასთან ახლოსაა. ამის შესახებ ცნობილი იტალიური სპორტული სააგენტო „ტუტომერკატოვები“ წერს.

როგორც წყარო იტყობინება, თურქულმა კლუბმა გომესთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ახალ კლუბში მისი ყოველწლიური ხელფასი 4,5 მილიონ ევროს შეადგენს. რაც შეეხება ტრანსფერის საფასურს, „ფიორენტინა“, კომპენსაციის სახით, 7 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გომესი ფლორენციაში 2013 წელს, მიუნხენის „ბაიერნიდან“ გადავიდა.

აქამდე მარიოს „მონაკოში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებაც იწერებოდა.

 

“ბეშიქთაშს” ბალოტელი სურს

“ლივერპულის” თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ კარიერა შესაძლოა, თურქეთში გააგრძელოს. 24 წლის ფეხბურთელით “ბეშიქთაში” არის დაინტერესებული. თურქული გამოცემა Haberturk-ი იუწყება, რომ კლუბი იტალიელი ფორვარდის შესაძლო ტრანსფერის წინადადებით “ლივერპულს” უახლოეს პერიოდში მიმართავს.

წყაროს თანახმად, “ბეშიქთაშის” მესვეურები ბალოტელის დემბა ბას შემცვლელად მოიაზრებენ. როგორც მოგეხსენებათ, 30 წლის სენეგალელ ფეხბურთელს ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი.

მარიო ბალოტელიმ პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში 16 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ხუთი ყვითელი ბარათი მიიღო.

 

გლენ ჯონსონმა „ბეშიქთაში“ უარით გაისრუმრა

მცველმა გლენ ჯონსონმა, რომელმაც თავისუფალი აგენტის სტატუსით „ლივერპული“ დატოვა, კარიერის თურქეთში გაგრძელება იუარა.

30 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი „ბეშიქთაშმა“ შესთავაზა, მაგრამ ამ ვარიანტმა მოთამაშე არ დააინტერესა.

ჯონსონს ინგლისის პრემიერლიგის კლუბებისგან წინადადების მიღების იმედი არ დაუკარგავს. გავრცელებული ინფორმაციით, მისით „ვესტ ჰემი“ და „მანჩესტერ სიტი“ ინტერესდებიან.

კასილიასი, შესაძლოა, თურქეთში გადაბარგდეს

„რეალის“ მეკარის იკერ კასილიასის მადრიდის „რეალიდან“ წასვლის შესახებ საუბარი არ წყდება.

სავარაუდოდ, იკერის მომავალი გუნდის მომავალი მთავარი მწვრთნელის რაფაელ ბენტიესის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემის „მარკას“ ინფორმაციით, იკერით თურქული ფეხბურთის გრანდებიც კი დაინტერესდნენ, რომელთა შორის „ბეშიქთაში“ და „ფენერბაჰჩე“ არიან.

სლავენ ბილიჩი “ბეშიქთაშიდან” “ვესტ ჰემში”?

“ბეშიქთაშის” მთავარი მწვრთნელი სლავენ ბილიჩი მიმდინარე სეზონის ბოლოს პოსტს დატოვებს. ამ ინფორმაციას თურქული კლუბის პრეზიდენტი ფიქრეთ ორმანი ადასტურებს.

“ერთმანეთს კარგი პირობებით ვშორდებით. მომავალი მთავარი მწვრთნელი იქნება ჩვენი სამომავლო წარმატებების არქიტექტორი, რომელიც ახალ დონეზე გადაგვიყვანს”, – ციტირებს ორმანის სიტყვებს “გარდიანი”.

ამავე წყაროს ცნობით, სლავენ ბილიჩმა შესაძლოა, “ვესტ ჰემ იუნაიტედი” ჩაიბაროს, რომლის ამჟამინდელი თავკაცი სემ ელერდაისი სეზონის ბოლოს დაკავებულ პოსტს დატოვებს.

 

როისტონ დრენტემ “ბეშიქთაშს” შესანიშნავი ჯარიმა გაუტანა (ვიდეო)

15 მარტს, თურქეთის ჩემპიონატში “ბეშიქთაშმა” საკუთარ მოედანზე “ქაისერი ერჯიესპორი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 5:1 დაამარცხა.

შეხვედრაში სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა როისტონ დრენტემ გაიტანა.

“ლივერპულისთვის” ევროსეზონი დასრულებულია (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “ბეშიქთაშსა” და “ლივერპულს” შორის გამართული განმეორებითი შეხვედრა 72-ე წუთზე თოლგაი არსლანის მიერ გატანილი გოლის წყალობით თურქებმა ანგარიშით 1:0 გაიმარჯვეს, რითაც ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა. დამატებულმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა მხოლოდ მერსისაიდული გუნდის მცველმა დეიან ლოვრენმა გააფუჭა და “ბეშიქთაშმა” ასე მოიპოვა მერვედფინალის საგზური, “ლივერპულისთვის” კი წლევანდელი ევროსეზონი დასრულებულია.

 

ფილიპ კოუტინიოს შესანიშნავი ფინტი “ბეშქითაშის” ფეხბურთელის წინააღმდეგ (ვიდეო)

19 თებერვალს, ევროპის ლიგის გათამაშებაში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “ბეშიქთაში” მიიღო და მეტოქე მარიო ბალოტელის ერთადერთი გოლის წყალობით, 1:0 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, ლივერპულელთა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ფილიპ კოუტინიომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მშვენივრად მოატყუა.

FIFA 2015: „ლივერპული“ „ბეშიქთაშის“ წინააღმდეგ

მოგეხსენებათ, დღეს ევროპის ლიგის პირველი 1/16-ფინალური მატჩები შედგება. ერთ-ერთ შეხვედრაში ერთმანეთს „ლივერპული“ და „ბეშიქთაში“ შეხვდებიან. წარმოგიდგენთ ცნობილი საფეხბურთო სიმულატორის FIFA 2015-ის გამორჩეული მოთამაშეების ამ გუნდებით გამართულ დაპირისპირებას.