ოქროს სტამბული

ვგონებ, არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე დერბიში გამარჯვების შემდეგ საჩემპიონო ტიტულის დაბევება. სწორედ ასეთი შანსი აქვს სტამბულის „ფენერბაჰჩეს“, რომელსაც დღეს თანაქალაქელ „ბეშიქთასთან“ უწევს დაპირისპირება.

სეზონის ფინიშამდე ხუთი ტურით ადრე „ყვითელ-ლურჯები“ 12 ქულით უსწრებენ სლავენ ბილიჩის გუნდს და თითქმის გადაწყვეტილია საჩემპიონო ბედი, თუმცა მაინც სასიამოვნოა, როცა პრინციპული მეტოქის დამარცხების შემდეგ ინაღდებ ტიტულს. თუ მატჩს „ფენერბაჰჩე“ გამარჯვებით დაასრულებს, თურქეთის ჩემპიონის ვინაობას ოფიციალურად შევიტყობთ. შეხვედრის საყაიმო შედეგით დასრულების შემთხვევაში, „ბეშიქთაში“ თეორიულ შანსს ინარჩუნებს.

„ყვითელ-ლურჯებმა“ თურქეთის ჩემპიონატი უკანასკნელად 2010-11 წლების სეზონში მოიგეს. „ფენერბაჰჩეს“ თავკაცმა ერსუნ იანალმა, მართალია, სადებიუტო სეზონის სტარტზე სუპერთასისთვის ბრძოლა „გალათასარაისთან“ დათმო (0:1), თუმცა მისმა გუნდმა ჩემპიონატი ყინჩად გაიარა და ახლა ქვეყნის მთავარი ტიტულის დასაკუთრებას სულ ცოტა უკლია.

სტამბულის დერბი დღეს, ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

სამართლიანი თამაშის მაგალითი: ვიდეო, რომელიც უნდა ნახოთ

22 თებერვალს, თურქეთის ჩემპიონატში, “გალათასარაიმ” საკუთარ მოედანზე “ბეშიქთაში” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, საკმაოდ საინტერესო რამ მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში, მსაჯმა შეცდომა დაუშვა და “გალათასარაის” კარის მიმართულებით კუთხური არ დანიშნა. თუმცა, მალევე, მასპინძელთა ფეხბურთელმა, სემი კაიამ სამართლიანად იმოქმედა და მსაჯს კუთხურის დანიშვნისაკენ მიუთითა.

ბეშიქთაშმა გალათასარაის ფეხბურთელი ინათხოვრა

გუშინ ,,გალათასარაის” 27 წლის კამერუნელმა ცენტრალურმა მცველმა დანი ნუნკემ სამედიცინო შემოწმება გაიარა ,,ბეშიქთაშის” ბაზაზე. ინფორმაციას კლუბის  ოფიციალური საიტიც ადასტურებს.

ნუნკე იჯარით სეზონის ბოლომდე ითამაშებს ბეშიქთაშში, რის შემდეგ ბეშიქთაშს მისი გამოსყიდვის უპირატესობა ექნება.

ამ სეზონში კამერუნელმა “გალათასარაის” ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა.

რონალდინიო “ბეშიქთაშში” არ გადავა – ბრაზილიელმა “ატლეტიკო მინეიროსთან” გაახანგძლივა

ბრაზილიური “ატლეტიკო მინეიროს” პრეზიდენტი, ალექსანდრე კალილი აცხადებს, რომ რონალდინიომ კლუბთან კონტრაქტი გაახანგძლივა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი თურქულ “ბეშიქთაშს” არ შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი კვირაა, რონალდინიოს “ბეშიქთაშთან” ინტენსიურად აკავშირებდნენ და მისი თურქულ კლუბში გადაბარგება ფაქტიურად გადაწყვეტილი იყო.

“რონალდინიომ ჩვენთან კონტრაქტი გაახანგძლივა. მას “ატლეტიკო მინეიროს” გულშემატკივრები უყვარს”, – ამბობს ალექსანდრე კალილი.

“ბეშიქათაშს” ბრაუნ იდეიე სურს

თურქულ “ბესიქთში” შეტევის ხაზის გაძლიერებას აპირებს და ამისათვის კიევის “დინამოდან” ნიგერიელი ბრაუნ იდეიეს იჯარის წესით აყვანა აქვს გადაწყვეტილი. თურქებს ნიგერიელი ფორვარდის დამატება სეზონის ბოლომდე სურთ.

ბრაუნ იდეიე კიევის “დინამოში” 2011 წელს, ფრანგული “სოშოდან” გადავიდა. თავის პირველ სეზონში ნიგერიელმა 14 გოლი გაიტანა. 2013 წელს ფეხბურთელმა აფრიკის თასი მოიგო ნიგერიის ნაკრებთან ერთად.

ბეშიქთაში პიზაროთი ინტერესდება

როგორც თურქული წყარო Fanatik იუწება, ბეშიქთაშის წარმომადგენლები გერმანიაში ჩავიდნენ, რათა ბაიერნთან კლაუდიო პიზაროს ტრანსფერი შეათანხმონ.

წყარო იუწყება,რომ პიზაროს ტრანფერი არც ისე ძვირი დაჯდება. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელს კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება.

პიზარო ბაიერნში გადასვლამდე ლონდონის ჩელსისა და ბრემენის ვერდერში ასპარეზობდა.

35 წლის თავდამსხმელმა, მიმდინარე სეზონში ბაერნის მაისურით სულ 6 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ორი გოლის გატანა შესძლო.

“ბეშიქთაში” რონალდინიოს არ ეშვება

თურქული “ბეშიქთაშის” ხელმძღვანებლობა რონალდინიოს შეძენას გეგმავს, თუმცა კლუბს ამისათვის საკმარისი ფინანსები არ გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ბრაზილიელს “ატლეტიკო მინეიროსთან” კონტრაქტი ამოეწურა და ახლა ის თავისუფალი აგენტია.

“ცხადია, რონალდინიოს შეძენა გვსურს, მაგრამ ამ ყოველივეს დიდი ფინანსები ესაჭიროება. შევეცდებით, სპონსორი მოვიძიოთ და საბოლოოდ, ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ”, – ამბობს “ბეშიქთაშის” ერთ-ერთი მმართველი.

შოთა არველაძის გუნდის ფეხბურთელმა “ბეშიქთაშის” შეტევა მეორე ბურთით ჩაშალა

15 დეკემბერს, თურქეთის ჩემპიონატში, შოთა არველაძის “ქასიმფაშამ” საკუთარ მოედანზე “ბეშიქთაში” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, “ქასიმფაშას” ჰოლანდიელმა მცველმა, რაიან დონკმა 30-ე წუთზე ყვითელი ბარათი იმისა გამო მიიღო, რომ “ბეშიქთაშის” შეტევა მეორე ბურთის წყალობით მოახერხა.

შოთა არველაძის „ქასიმფაშამ“ „ბეშიქთაშს“ სძლია

თურქეთის სუპერლიგის XV ტურში შოთა არველაძის „ქასიმფაშა“ თანაქალაქელ „ბეშიქთაშს“ დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. არადა, სტუმრები შეხვედრის მე-3 წუთზე დაწინაურდნენ – გოლი უგო ალმეიდამ გაიტანა. არველაძის გუნდმა მატჩში გარდატეხის შეტანა მეორე ტაიმში მოახერხა და 47-ე წუთზე ჯერ ჰალილ ჩოლაქმა გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი 71-ე წუთზე ესეკიელ სკარიონემ გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 2:1. აღსანიშნავია, რომ მატჩის 82-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა მოედნიდან სტუმართა გუნდის ერთბაშად ორი ფეხბურთელი – რამონი და უგო ალმეიდა გააძევა. შეხვედრის 30-ე წუთზე საინტერესო ფაქტი მოხდა, როდესაც „ბეშიქთაშის“ შეტევა „ქასიმფაშას“ ჰოლანდიელმა მცველმა რაიან დონკმა მოედანზე არსებული მეორე ბურთით შეაჩერა. როგორ განვითარდა აღნიშნული ეპიზოდი, ეს ქვემოთ მოცემული ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ. მატჩის შემდეგ შოთა არველაძემ დონკს საქციელი დაუწუნა და აღნიშნა, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი არასწორად მოიქცა.

15 ტურის შემდეგ „ქასიმფაშა“, რომელსაც აქტივში 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა, ლიდერ „ფენერბაჰჩეს“ 8 ქულით ჩამორჩება. „ბეშიქთაში“ 26 ქულით მეოთხე ადგილზეა.

აღსანიშნავია ისიც, რომ არველაძის „ქასიმფაშა“ სუპერლიგაში უკანასკნელად 29 სექტემბერს, „ესკიშეჰირსპორთან“ დამარცხდა.

ბექა დოგრაშვილი