“საუთჰემპტონის” თავკაცმა, რონალდ კუმანმა გუს ჰიდინკის “ჩელსიში” მუშაობა პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ გუსი საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტია.
“მათ გუს ჰიდინკი აირჩიეს და ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მას ფეხბურთელებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. სეზონის ამ მომენტში სწორედ მისნაირი ადამიანი სჭირდებოდა “ჩელსის”.
გუნდი თავს კომფორტულად გრძნობს, ისინი ძველ დიდებას იბრუნებენ, რასაც მოველოდი კიდეც. რაც დიდწილად სწორედ ჰიდინკის დამსახურებაა, ის ძალიან გამოცდილია ამ საკითხში.
რაც შეეხება ჩემს კონტრაქტს, ჯერ კიდევ დამრჩა 1 წელი. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და მომწონს ის რასაც ვაკეთებ.” – განაცხადა კუმანმა, რომლის გუნდიც კვირას “ჩელსის” დაუპირისპირდება.