ოფიციალურად: “ოლიმპიაკოსმა” “ჩელსის” მოთამაშე დაიმატა

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა რჩება და გუნდები ცდილობენ, ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენონ.

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ “ჩელსის” უკვე ყოფილი მოთამაშე, მარკო მარინი ბერძნულ “ოლიმპიაკოსს” შეუერთდა. 27 წლის მოთამაშე 2012 წელს ჩაირიცხა “არისტოკრატთა” რიგებში, მაგრამ 2013-2016 წლებში იგი “სევილიაში, “ფიორენტინაში”, “ანდერლეხტსა” და “ტრაბზონსფორში” იყო განათხოვრებული.

აქვე გეტყვით, რომ მარინს “ჩელსიში” მხოლოდ 6 მატჩი აქვს ჩატარებული. მან ერთადერთი გოლის გატანა მოახერხა.

ოფიციალურად: “ვესთ ჰემმა” ფრანგი მოთამაშე დაიმატა

ინგლისური კლუბი, “ვესთ ჰემი” გაძლიერებას განაგრძობს.

რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ჩაქუჩების” რიგებში საფრანგეთის 19 წლამდე ნაკრებისა და “ოლიმპიაკოსის” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ართურ მასუაკუ გადავიდა. 22 წლის მოთამაშე 2014 წელს ჩაირიცხა ბერძნულ კლუბში. მან შიდა ჩემპიონატში და თასის შეხვედრებში, საერთო ჯამში, 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. ასევე, 12-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზა.

აქვე გეტყვით, რომ მასუაკუმ ოთხ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ვენგერი: „პლეიოფში გასვლა ჯერ კიდევ შეგვიძლია“

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა „ოლიმპოიაკოსთან“ ანგარიშით 2:3 მარცხის შემდეგ წაგებაში მეკარე დავიდ ოსპინა არ დაადანაშაულა, რომელმაც კუთხურის შემდეგ ელემენტარულ სიტუაციაში ბურთი გაუშვა.

„მეკარეს შეცდომის დაშვება შეუძლია, მაგრამ ამ მიზეზით წაგების ახსნა დაუშვებელია. მსგავსი რამ პეტრ ჩეხსაც მოუვიდა, ამას უნდა შევეგუოთ.

ვფიქრობ, პლეიოფში გასვლა ჯერ კდიევ შეგვიძლია. თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავსი თამაშის დავიწყება რთულია. წარუმატებლობა რამდენიმე მიზეზმა კანაპირობა: დაცვაში კონცენტრაცია დაგვაკლდა, მეტოქემ კი ამ პოზიციაზე კარგად ითამაშა. გარდა ამისა, ბედმაც არ გაგვიღიმა“, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

გვარდიოლა: „ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გასვლაზე „ოლიმპიაკოსთან“ ანგარიშით 3:0 მოგების შემდეგ თავისი გუნდი შეაქო და აღნიშნა, რომ ეს წარმატებისკენ მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

„ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი ადვილი არასდროსაა. „ოლიმპიაკოსს“ ევროტურნირებზე ბოლო ექვსი საშინაო მატჩი არ წაუგია, ასეთი მეტოქის დამარცხება ადვილი არ იყო. ამის მიუხედავად, „ბაიერნი“ თამაშს აკონტროლებდა. ჩემი გუნდი უნდა შევაქო, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია“, – ციტირებს გვარდიოლას უეფას ოფიციალური საიტი.

კამბიასო “ოლიმპიაკოსში” ითამაშებს

არგენტინელი ნახევარმცველი ესტებან კამბიასო კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს. 35 წლის ფეხბურთელი პირეოსის “ოლიმპიაკოსს” შეუერთდა.

ბერძნული მედიის ცნობით, კამბიასომ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, წელიწადში კი ჯამაგირის სახით 2 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ესტებან კამბიასო მანამდე ინგლისურ “ლესტერ სიტიში” თამაშობდა. მან გასულ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და კლუბის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. ამის მიუხედავად, არგენტინელმა ნახევარმცველმა “ლესტერთან” კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ ესტებან კამბიასო 2004-დან 2014 წლამდე მილანის “ინტერის” ღირსებას იცავდა, რომლის რიგებშიც ჩატარებულ 315 მატჩში 41 გოლი გაიტანა. იგი მანამდე მადრიდის “რეალში”, “რივერ პლეიტსა” და “ინდეპენდიენტეში” თამაშობდა.

 

ლორია „ოლიმპიაკოსიდან“ მიდის?

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია, დიდი ალბათობით, „ოლიმპიაკოსს“ დატოვებს,. ყოველ შემთხვევაში, ამას ბერძნული სპორტული საიტი pamesports.gr ვარაუდობს.

გარდა ამისა, როგორც საიტი წერს, 29 წლის გოლკიპერი, სავარაუდოდ, „ტრაბზონსპორში“ გადაბარგდება, რომლის მთავარი მწვრთნელი ცოტა ხნის წინ შოტა არველაძე გახდა. აღსანიშნავია, რომ ლორიას სახელს „ტრაბზონსპორტს“ ჯერ კიდევ მის თბილისის „დინამოში“ ყოფნის პერიოდში უკავშირებდნენ, მაგრამ მაშინ გიორგი თბილისურ კლუბში დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ლორიამ „ოლიმპიაკოსთან“ კონტრაქტი ზაფხულის დაწყების წინ გააფორმა. განვლილ სეზონში მან კრეტას ოფი-ს რიგებში ითამაშა, თუმცა კლუბის დატოება ფინანსური პრობლემების გამო მოუწია.

გიორგი ლორიას გუნდი უმწვრთნელოდ დარჩა

საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი ლორიას გუნდი „ოლიმპიაკოსი“ თავკაცის გარეშე დარჩა. კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვიტორ პერეირას გათავისუფლება გადაწყვიტა.

ცნობისთვის, პორტუგალიელი სპეციალისტი საბერძნეთის მოქმედ ჩემპიონს სათავეში იანვარში ჩაუდგა.

ჯერჯერობით პერეირას შესაძლო შემცვლელთა ვინაობა არ სახელდება.

ლორია წელიწადში 200 ათასს მიიღებს

ბერძნული გამოცემა Sports-ი საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, გიორგი ლორია “ოლიმპიაკოსისგან” წელიწადში 200 ათასს ევროს მიიღებს.

აქვე დავამატებთ, რომ ლორია, როგორც მერებაშვილი, “კრეტას” საკუთრებაში იმყოფებიან, თუმცა სეზონის ბოლოს ორივე დატოვებს აღნიშნულ გუნდს.

ჯაბა კანკავამ ევროპის ლიგაზე “ოლიმპიაკოსს” გაუტანა (ვიდეო)

19 თებერვალს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, უკრაინულმა “დნიპრომ” საკუთარ მოედანზე ბერძნული “ოლიმპიაკოსი” მიიღო.

შეხვედრაში ანგარიში 50-ე წუთზე, ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ გახსნა.

აბიდალმა „ბარსელონა“ უარით გაისტუმრა და „ოლიმპიაკოსში“ მუშაობის გაგრძელება ამჯობინა

ერიკ აბიდალმა, რომელმაც 2014 წლის ბოლოს კარიერა დაასრულა, „ბარსელონას“ საერთაშორისო ფეხბურთის სკოლის დირექტორის პრეზიდენტის პოსტზე უარი თქვა. თავისი გადაწყვეტილება მან იმით ახსნა, რომ მუდმივი გადაადგილება არ სურს და ოჯახთან დროის ხშირად გატარებას გეგმავს.

სამაგიეროდ, ფრანგი ბერძნულ „ოლიმპიაკოსში“ დარჩება, სადაც მარკეტინგის საკითხებზე და „ბარსელონას“ აკადემიასთან ურთიერთობის დამყარებაზე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ აბიდალი „ბარსაში“ 20007 წლიდან 2013 წლამდე თამაშობდა, ხოლო კარიერა სწორედ „ოლიმპიაკოსში“ დაასრულა.

ლორია და მერებაშვილი, შესაძლოა, „ოლიმპიაკოსსა“ და პაოკ-ში გადავიდნენ

კრეტას ოფი, რომლის რიგებშიც გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი თამაშობენ, ამჟამად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია – კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს, რომელთა გამოც კლუბი ფეხბურთელებს ხელფასებს დროულად ვერ უხდის.

ამასთან დაკავშირებით, ბერძნული პრესა კრეტული კლუბის მოთამაშეების შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ალაპარაკდა. მსგავსი საუბრები ქართველ ლეგიონერებსაც შეეხოთ. გავრცელებული ინფორმაციით, ლორია და მერებაშვილი, შესაძლოა, ბერძნული ფეხბურთის გრანდებირს რიგებში გადავიდნენ. მეკარეს „ოლიმპიაკოსში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, ხოლო შემტევ ნახევარმცველს – პაოკ-ში.

თუმცა, კლუბის შეცვლის შემთხვევაში, ორივეს მიმდინარე სეზონში თამაშის უფლება აღარ ექნება, რადგან 2014/15 წლების სეზონში მათ ორი კლუბის რიგებში ითამაშეს – მოგეხსენებათ, თბილისის „დინამო“ ლორიამ და მერებაშვილმა მხოლოდ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ დატოვეს. წესების თანახმად, ფეხბურთელებს ერთ სეზონში სამი სხვადასხვა კლუბის რიგებში თამაში ეკრძალებათ.

ცნობისთვის, ამჟამად საბერძნეთის ჩემპიონატში ოფი 14 ქულით მე-16 ადგილზეა. რაც შეეხება ლორიასა და მერებაშვილის შესაძლო ახალ კლუბებს, „ოლიმპიაკოსი“ ამჟამად 45 ქულით პირველ ადგილზეა და სწორედ მეორე ადგილზე მყოფ პაოკ-ს 2 ქულით უსწრებს.

ერიკ აბიდალმა კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა (ვიდეო)

ფრანგმა მარცხენა მცველმა ერიკ აბიდალმა პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერაში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა.

20 დეკემბერს, საბერძნეთის ჩემპონატში, “კალონიმ” საკუთარ მოედანზე “ოლიმპიაკოსი” მიიღო და ანგარიშით 0:5 დამარცხდა. ერიკ აბიდალი სტუმართა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრის დასრულების შემდეგ ის თანაგუნდელებმა და გულშმატკივრებმა გააცილეს.