“არსენალი” პატარა კლუბია, რომელიც ტიტულისთვის მებრძოლ კლუბს ნამდვილად არ გავს”

“უოტფორდის” კარის დარაჯი, ეურელიო გომესი თვლის, რომ “არსენალი” არ არის ისეთი კლუბი, რომელსაც ტიტულისთვის ბრძოლის ძალა შესწევს.

გომესმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა კლუბმა “მეთოფეები” ასოციაციის თასიდან გამოაგდო: “საუკეთესო დროა “არსენალთან” სათამაშო, რომელმაც მატჩი საკმაოდ თავდაჯერებულმა დაიწყო.

დიდ კლუბებთან თამაშისას “არსენალი” პატარა კლუბს გავს, რომელიც უახლოეს მომავალში ტიტულის მოგებას ნამდვილად ვერ მოახერხებს.

მას შემდეგ რაც ბურთი დავიმორჩილეთ მივხვდით, რომ “არსენალის” ბარიერის გადალახვა შეგვეძლო. დაცვა მათი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის.”

ფლორესი: “დინი ინგლისისთვის იდეალური ვარიანტია”

“უოტფორდის” თავკაცს, კიკე სანჩეს ფლორესს სჯერა, რომ ტროი დინი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენას შეძლებს.

 

“ტროის ინგლისური ფეხბურთი 100%-ით ესმის. მას კეინთან და ვარდისთან ერთად შეუძლია მუშაობა. მას შეუძლია, რომ ნებისმიერ სტილს მოერგოს.

 

 

ის ნამდვილად იმსახურებს ნაკრებში თამაშის შანსს. თუმცა ამის თაობაზე როი ჰოჯსონთან ჯერ არ მისაუბრია. ძალიან მესიამოვნება, თუკი ის ჩემს ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსს მისცემს.” – განაცხადა ფლორესმა.

ჩერიშევი, შესაძლოა, ინგლისში აღმოჩნდეს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალის” რუსი ვინგერის, დენის ჩერიშევისთვის ბრძოლაში “სევილიას” “უოტფორდიც” შეუერთდა.

წყაროს ცნობით, ჩერიშევისთვის ბრძოლაში უნაი ემერის გუნდი ლიდერობს, თუმცა არა გამორიცხული, რომ მადრიდელებმა მოწინააღმდეგე გუნდის გაძლიერებას დენისის ინგლისში გაშვება ამჯობინოს.

დღეს გამართულ კონფერენციაზე, ზინედინ ზიდანმა აღნიშნა, რომ სავსებით შესაძლებელია რუსმა ფეხბურთელმა გუნდი დატოვოს, რადგანაც ის გუნდში მის ადგილს ვერ ხედავს.

“ის მშვენიერი ფეხბურთელია, თუმცა მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. ვფიქრობ, რომ მას წასვლის შანსი აქვს.”

.

კლოპმა „უოტფორდთან“ წაგებული მატჩი შეაჯამა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ინგლისის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩი შეაფასა, რომელშიც მისი გუნდი „უოტფორდთან“ ანგარიშით 0:3 განადგურდა.

„შეხვედრის დასაწყისი ცუდი გამოვიდა. საუბარი პირველ გოლზეა, რომელიც ადამ ბოგდანმა გაუშვა. თუ ამ ეპიზოდს კიდევ ერთხელ ნახავთ, მიხვდებით, რომ იქ თამაშის წესის დარღვევა იყო, თუმცა ანგარიში 0:1 გახდა და ამაზე ჩვენი რეაქცია ნამდვილად ცუდი იყო, ფეხბურთის თამაშს მოვეშვით. მეორე გოლი ადვილად გავუშვით, თავის უკეთესად დაცვა შეგვეძლო.

მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ, ორი გოლის გატანა შეგვეძლო, თუმცა მომენტები ვერ გამოვიყენეთ, შემდეგ კი მესამე ბურთიც მივიღეთ.

პირველ გოლში ბოგდანის დადანაშაულება შემიძლია, მიუხედავად იმისა, რომ მან ბურთ ორივე ხელით დაიჭირა. ვფიქრობ, მსაჯმა ეს უბრალოდ ვერ დაინახა. ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ჩვენი მხვრივ უფრო მეტი შეცდომა აღნინიშნება“, – განუცხადა კლოპმა „სქაი სპორტსს“.

„უდინეზე“ დიამანტის აკვირდება

„უდინეზე“ „უოტფორდის“ 32 წლის იტალიელ ნახევარმცველ ალესანდრო დიამანტის აკვირდება. ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები ჩინურ „გუაჩჟოურ ევერგრანდს“ ეკუთვვნის, ინგლისში კი ის იჯარის წესით თამაშობს.

„უდინეზეს“ სურს, რომ „უოტფორდმა“ დიამანტი ჩინეთში გაუშვას, რათა ის ასევე იჯარით იანვარში დაიმატოს.

მიმდინარე სეზონში ალესანდრომ მხოლოდ სამჯერ ითამაშა. სამივე შემთხვევაში ის შეცვლაზე შემოვიდა.

„ნაპოლის“ მცველი კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს

„ნაპოლის“ ურუგვაელი მცველი მიგელ ბრიტოსი კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბრიტოსი ინგლისური ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებული „უოტფორდის“ შემადგენლობაში ჩაირიცხება.

როგორც ცნობილია, მხარეებმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

განვლილ სეზონში 30 წლის ურუგვაელმა „ნაპოლის“ მაისურით 37 მატჩი ჩაატარა.

“ინტერის” დუეტმა “უოტფორდს” უარი უთხრა

“ინტერის” ფეხბურთელები დავიდე სანტონი და ზდრავკო კუზმანოვიჩი “უოტფორდში” არ გადავლენ.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ორივე ფეხბურთელმა პრემიერლიგაში დაბრუნებულ გუნდში გადასვლაზე უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ მილანელები ინგლისელებს 12 მილიონ გირვანქაზე შეუთანხმდნენ.

გასულ სეზონში კუზმანოვიჩმა 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო სანტონმა 9 მატჩი ჩაატარა.

“უოტფორდს” კიკე ფლორესი გაუძღვება

პრემიერ ლიგაში დაბრუნებულ “უოტფორს” სლავიშა იოკანოვიჩის ნაცვლად კიკე ფლორესი უთავკაცებს.

აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალური არ არის, თუმცა მას ინგლისის უმსხვილესი მედია საშუალებები ავრცელებენ.

50 წლის ესპანელს “რეალის” ახალგაზრდულ გუნდში, “ხეტაფეში”, “ვალენსიაში”, “ბენფიკაში”, “ატლეტიკოში”, “ალ-აჰლიში” და “ალ-აინში” უმუშავია. 2010 წელს მან “ატლეტიკოსთან” ერთად ევროპის ლიგის მოგებაც შეძლო, ბოლოს კი დაახლოებით ორი თვის მანძილზე “ხეტაფეს” წვრთნიდა.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ფლორესი “უოტფორდის” მეხუთე მწვრთნელი იქნება.

გომესი კარიერას “უოტფორდში” გააგრძელებს

“ტოტენჰემის” მეკარე ეურელიო გომესი კარიერას “უოტფორდში” გააგრძელებს. მხარეები კონტრაქტის ყველა დეტალზე უკვე შეთანხმდნენ. შრომითი ხელშეკრულება 1+1 სისტემით გაფორმდება.

აღსანიშანვია, რომ გომესი 31 ივნისს თავისუფალი აგენტი ხდება და 33 წლის მეკარე “უოტფორდს” უფასოდ ერგება.

გომესი “ტოტენჰემში” 2008 წელს გადავიდა. 2013 ში კი “ჰოფენჰაიმში” იქნა განათხოვრებული. ბრაზილიელი მეკარე “ფლამენგოს” და “პსვ”-ს ღირსებასაც იცავდა.

გოლი იბრაჰიმოვიჩის სტილში (ვიდეო)

ინგლისის ჩემპიონშიპის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს “ნოთიგემ ფორესტი” და “ოუტფორდი” დაუპირისპირდნენ, სტუმარფა ფეხბურთელმა გაბრიელე ანჯელამ ეფექტური გოლი გაიტანა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 4-2 დასრულდა.

ძოლამ “ოუტფორდი” დატოვა

იტალიელმა სპეციალისტმა,  ჯანფრაკო ძოლამ “უოტფორდის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

“უოტფორდი” ამჟამად ინგლისურ “ჩემპიონშიპში” გამოდის და 20 ტურიშ შემდეგ 25 ქულით მე-13 პოზიციაზეა.

შეგხსენებთ, რომ ძოლა “უოტფორდში” 2012 წლის ივლისში მივიდა. მანამდე იტალიელი მწვრთნელი “ვესტ ჰემში” და იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მეორე მწვრთნელად მუშაობდა.