სამპდორია პანდევს კონტრაქტს შესთავაზებს

“სამპდორია” გორან პანდევის იტალიურ ჩემპიონატში დაბრუნებას აპირებს. გენუელები “გალათასარაის” მაკედონელ ფორვარდში ნახევარ მილიონ ევროს სთავაზობენ. თუმცა, თურქული კლუბის მილიონს ითხოვს.

“სამპდორიას” გარდა გორანის გადაბირებით “ფიორენტინა” და “ტორინოც” ინტერესდებიან.

მიმდინარე სეზონში პანდევმა “გალასთ” შემადგენლობაში მხოლოდ 27 წუთი ითამაშა.

ტორინოში პანდევზე ფიქრობენ

“ტორინოს” მაკედონიელი ფორვარდის, გორან პანდევის თურქეთიდან იტალიაში დაბრუნება სურს.

ზაფხულში პანდევი “ნაპოლიდან” “გალათასარაიში” გადაბარგდა, თუმცა მიმდინარე სეზონში თურქულ სუპერლიგაში მხოლოდ 25 წუთი ითამაშა. იტალიური პრესის ცნობით, თურქული კლუბი მზადაა 31 წლის ფორვარდს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეელიოს.

პანდევით “სევილია” და “ვალენსიაც” იტნერესდებიან, თუმცა ფეხბურთელი იტალიაში დაბრუნებას ანიჭებს უპირატესობას.

მოურინიო: „ჩემთვის „ოქროს ბურთი“ აღარ არსებობს“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვა ყალბდება, რის გამოც მისთვის ეს ჯილდო აღარ არსებობს.

„ამის შესახებ ყველამ იცის, თუმცა არაფერი არ იცვლება. ოფიციალურად არავინ არაფერს არ ამბობს, თუმცა ყველამ ყველაფერი იცის. გასულ წელს მთლიანი ინფორმაცია გადააკეთეს. აქედან გამომდინარე, მტკიცებულება არ არის საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ ყველაფერს ერთი კაცი წყვეტს.

პანდევმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი ხმა გააყალბეს, თუმცა მის სიტყვებს არავინ გამოეხმაურა. ამის შემდეგ ჩემთვის „ოქროს ბურთი“ აღარ არსებობს“, – აღნიშნა მოურინიომ.

ბექა დოგრაშვილი