ჩირო იმობილეს “მილანში” სურს კარიერის გაგრძელება

“ლაციოს” შემტევ ჩირო იმობილეს კარიერის გაგრძელება “მილანის” რიგებში სურს, თუნდაც “როსონერიმ” ევროპულ სარბიელზე ვერ შეძლოს ასპარეზობა. ამ ინფორმაციას ტრანსფერების იტალიელი გურუ ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, 28 წლის ფეხბურთელმა მილანურ კლუბს თავისი სურვილის შესახებ უკვე აცნობა, თუმცა ტრანსფერამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა – საყოველთაოდ ცნობილია, რომ “ლაციო” ძალიან რთულად აწარმოებს მოლაპარაკებებს იტალიურ კლუბებთან.

ცნობისთვის გეტყვით, რომ დორტმუნდის “ბორუსიასა” და “სევილიაში” ჩავარდნილი სეზონების შემდეგ, 2016 წელს იმობილე “ლაციოში” გადაბარგდა და 47 სატურნირო მატჩში 41 გოლი გაიტანა.

ჩირო იმობილე “ლაციოს” რეკორდსმენი გახდა

რვა აპრილს საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა რომის “ლაციომ”, რომელიც “უდინეზეს” ეწვია. გაშვებული გოლის შემდეგ რომაელებმა მალევე შეძლეს რეაბილიტაცია და იმობილესა და ალბერტოს გოლებიც წყალობით სამი ქულა წაიღეს შინ.

ეს გოლი იმობილესთვის რიგით 27-ე გახლდათ იტალიური კლუბის მაისური, რითიც მან ერნან კრესპოსა და ჯუზეპე სინორის რეკორდი დაამხო ერთ სეზონში გატანილი გოლების მიხედვით.

რაც შეეხება იტალიის სერია ა-ს სატურნირო მდგომარეობას, “იუვენტუსი” 81 ქულით პირველზეა, მას ოთხი ქულით ჩამორჩება “ნაპოლი”, მესამე ადგილს კი “ლაციო” იკავებს 60 ქულით.

ჩირო იმობილე: “ლაციო” ამაზე გაჩერებას არ აპირებს”

“ჯენოასთან” მოგებული მატჩის შემდეგ, სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე მყოფი “ლაციოს” ლიდერი, ჩირო იმობილე (6 გოლი ოთხ მატჩში) პრესასთან საუბრობს.

“ჩვენთვის მთავარი შედეგია. “ჯენოამ” სეზონი ცუდად დაიწყო, აქიდან გამომდინარე ამ მატჩს ძალიან მოტივირებულები და მონდომებულები შეხვდნენ. ცუდია, ორი გოლი რომ გავუშვით. ვეცდებით ხარვეზები აღმოვაჩინოთ და უახლოეს პერიოდში აღმოვფრხვათ ისინი.

სეზონი ასე კარგად ჯერ არასდროს არ დამიწყია. გასულ წელს ძალიან ბევრს ვმუშაობდი, უფრო ძლიერი რომ შევხვედროდი ახალ გამოწვევებს.

როდესაც გუნდში მოვედი, ვთქვი, რომ გოლებზე უფრო მნიშვნელოვანი მოედანზე მაქსიმუმის გაკეთება და დაუღალავი შრომაა. ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შეკრული გუნდი გვყავს და ჩვენი შრომის ნაყოფს ნელ-ნელა ვიღებთ. “ლაციო” ამაზე გაჩერებას ნამდვილად არ აპირებს,” – აცხადებს იმობილე.

იმობილე დაშავდა

“სევილიას” ახალწვეული ჩირო იმობილე “უოტფორდის” წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩი (1:0) დაშავდა.

იტალიელმა თავდამსხმელმა თავში ძლიერი დარტყმა მიიღო, რამდენიმე წუთი მოედანზე იწვა, მეხუთე წუთზე კი მინდორი საკაცით დაატოვებინეს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია იმობილეს ტრავმა. იტალიელი ფეხბურთელი უახლოეს პერიოდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც დადგინდება ტრავმის სიმძიმე.

 

“სევილიამ” იმობილე დაიმატა

“სევილიამ” ოფიციალურად დაადასტურა ჩირო იმობილეს ტრანსფერი.

25 წლის იტალიელი ფეხბურთელი ანდალუსიურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის.

იმობილე “სევილიაში” იჯარის წესით მომავალი წლის ზაფხულამდე ითამაშებს. კონტრაქტში ჩაიწერა პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მომავალი სეზონის ბოლოს ესპანურ კლუბს ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის უფლება მიეცემა. ამისთვის “სევილიამ” 10 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

გასული სეზონი ფეხბურთელმა დორტმუნდის “ბორუსიაში” გაატარა. მან გერმანიის ბუნდესლიგის გასულ სეზონში 24 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. იმობილეს “ბორუსიასთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისს ეწურება.

 

დარჩება თუ არა იმობილე „ბორუსიაში“?

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი ჩირო იმობილე, სავარაუდოდ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბს არ შეიცვლის. ყოველ შემთხვევაში, ასე მოთამაშის აგენტი მარკო სომელი ვარაუდობს.

„ვფიქრობ, „ბორუსიამ“ ჩირო სატრანსფერო ბაზარიდან ამოიღო“, – აღნიშნა მოთამაშის წარმომადგენელმა.

აქამდე იმობილესადმი ინტერესი „ნაპოლისა“ და „ფიორენტინას“ ჰქონდათ, თანაც ნეაპოლიტანელთა რიგებში თამაშის სურვილის შესახებ თავად ფეხბურთელმა ისაუბრა.

იმობილე: „ნაპოლიში თამაში მსურს“

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ „ნაპოლიში“ გადასვლის სურვილი გამოთქვა.

„ბორუსიაში“ გატარებული პერიოდი წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ აქ გამოცდილება მაინც მივიღე. საზღვარგარეთ თამაშის გამოცდილება, განსაკუთრებით კი გერმანიაში, ძალიან მნიშვნელოვანია.

დავბრუნდები თუ არა იტალიაში? არასდროს ვმალავდი, რომ „ნაპოლიში“ თამაში მსურს. ამაზე არაერთხელ მისაუბრია.

თუმცა, არსებობს მოლაპარაკებები და კონტრაქტები, რომელთა განხილვა ღირს. „ნაპოლიში“ ბევრი ძლიერი ფეხბურთელია, აქ დიდი კონკურენციაა“, – განაცხადა იმობილემ.

განვლილ სეზონში იტალიელმა გერმანიის ჩემპიონატში 24 მატჩი ჩაატარა.

იმობილე „ინტერში“ იკარდის შეცვლის?

ევროპული პრესა დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელის ჩირო იმობილეს იტალიაში შესაძლო დაბრუნების შესახებ საუბარს აგრძელებს. როგორც „Football-Italia“ წერს, ჩიროს „ინტერში“ გადასვლის შანსი აქვს.

წყაროს ცნობით, შესაძლო ტრანსფერის ალბათობას „ნერაძურიდან“ მაურო იკარდის წასვლა გაზრდის. იმ შემთხვევაში, თუ იკარდი „ინტერს“ ზაფხულში დატოვებს, მილანელები იმობილეს ტრანსფერის განხილვას აქტიურად დაიწყებენ.

აქამდე „ბორუსია“ იმობილეს სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს ითხოვდა.

“მილანს” “დორტმუნდის” თავდამსხმელი სურს

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ “მილანი” დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელ ჩირო იმობილეთი დაინტერესდა.

25 წლის ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი 2019 წელს ეწურება, თუმცა იმობილემ კლუბი შესაძლოა, ვადამდე ადრე 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვოს. “ბორუსიას” ხელმძღვანელობა იტალიელი თავდამსხმელის ასპარეზობით უკმაყოფილოა.

გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩირო იმობილემ 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

„ბორუსიას“ იმობილეს სანაცვლოდ 18 მილიონის მიღება სურს

მიუხედავად იმისა, რომ პირველ სეზონში ჩირო იმობილე დორტმუნდის „ბორუსიას“ ხელმძღვანელობის იმედებს ვერ ამართლებს, გერმანულ კლუბს მისი გაშვება დიდად არ სურს.

დორტმუნდელები, მზად არიან, იტალიელს შემდეგ სეზონში კიდევ ერთი შანსი მისცენ, თუმცა სერია ა-ს რამდენიმე კლუბს ჩიროს სამშობლოში დაბრუნება სურს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, იმობილეთი „მილანი“, „ლაციო“, „ფიორენტინა“ და „ნაპოლი“ ინტერესდებოდნენ.

„ბორუსია“ ჩიროს გაშვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ კომპენსაციის სახით, მინიმუმ, 18 მილიონ ევროს მიიღებს. კლუბმა იმობილეს სანაცვლოდ დაახლოებით ეს თანხა გადაიხადა და მისი არც ისე კარგი თამაშის გამო ფასის დაკლებას არ აპირებს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში იტალიელმა ბუნდესლიგაში სულ სამი გოლი გაიტანა.

“მილანი” იმობილეში 15 მილიონს იხდის

Tuttosport-ის ცნობით “მილანის” ინტერესთა სფეროში “ბორუსიას” ფორვარდი, ჩირო იმობილე მოხვდა.

წყაროს ინფორმაციით როსონერი გერმანულ მხარეს 15 მილიონ ევროს სთავაზობს. გავრცელებული ხმებით, ადრიანო გალიანი იმობილეს აგენტს, ალესანდრო მოჯის უკვე შეხვდა და წინასწარი მოლაპარაკებებიც გამართა.

აღსანიშნავია, რომ გერმანელ სპეციალისტთა უმრავლესობის აზრით იმობილემ მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და დორტმუნდელთა თამაშში ვერ ჯდება. ბუნდესლიგის 17 შეხვედრაში იტალიელმა 3 გოლი გაიტანა.

“ფიორენტინა” და “ნაპოლი” იმობილეთი ინტერესდებიან

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს.

გასულ ზაფხულს, “ტორინოდან” ჩირო იმობილემ გერმანიაში გადაინაცვლა, თუმცა მან ბუნდესლიგაში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო.

Sky-ის ინფორმაციით, 25 წლის თავდამსხმელის მომსახურებით “ფიორენტინა” და “ნაპოლი” ინტერესდებიან.

“ფიორენტინას” შეტევის ხაზი გომეზი-როსი ხშირად ლაზარეთშია, ამიტომ “იებს” ერთი სტაბილური ფორვარდი სჭირდებათ.

ამ სეზონში, ჩირომ ბუნდესლიგაში ჩატარებული 17 მატჩიდან სამი გოლი გაიტანა.