დორტმუნდის “ბორუსიას” იტალიელი თავდამსხმელი, ჩირო იმობილე საკუთარ გადაწყვეტილებას არ ნანობს.
“ტორინოს” ექს-შემტევს ბუნდესლიგაში საქმე კარგად არ მისდის, მაგრამ 24 წლის წინახაზელი გარემოს გამოცვლაზე არ ფიქრობს.
“გზა ჩემით ავირჩიე, რომელსაც ბოლომდე გავყვები,”-განაცხადა იმობილემ SportWeek-თან ინტერვიუში.
“მინდა, რომ ჩემს არჩევანში კიდევ უფრო დავრწმუნდე. დარწმუნებული ვარ, არ შევმცდარვარ. მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდენილი ტრიუმფის შემდეგ, გერმანული გუნდებისგან ბევრს ელოდნენ. ამან ჩვენზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა და ჩავარდნაც ამით აიხსნება. დარწმუნებული ვარ, “ბორუსია” ნამდვილ ძალას სულ მალე აჩვენებს”.