საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ სექტემბრის შემდეგ პირველად ითამაშა. ქართველი ფეხბურთელი მოედანს გუშინ, მოსკოვის “სპარტაკსა” და კვიპროსულ “არისს” შორის გამართულ მატჩში დაუბრუნდა.
“სპარტაკმა” მეტოქე ანგარიშით 9:0 გაანადგურა, ჯანომ კი მინდორზე 90 წუთი გაატარა და შეხვედრაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. ქართველმა ფეხბურთელმა თავისი გუნდის მეექვსე გოლშიც მიიღო მონაწილეობა. მატჩის ბოლო წუთებში, ანანიძემ ორი მოთამაშე მარტივად მოატყუა, მეკარეს კი ბურთს თავზე უგდებდა, თუმცა ამ მომენტში მას ცოტათი არ გაუმართლა.
ასევე, “სპარტაკის” შემადგენლობაში შეუცვლელი იყო გიორგი მელქაძე. რუსეთის 19-წლამდე ნაკრების წევრმა სამი საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.