ჯაბა კანკავამ ევროპის ლიგაზე “ოლიმპიაკოსს” გაუტანა (ვიდეო)

19 თებერვალს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, უკრაინულმა “დნიპრომ” საკუთარ მოედანზე ბერძნული “ოლიმპიაკოსი” მიიღო.

შეხვედრაში ანგარიში 50-ე წუთზე, ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ გახსნა.

ჯაბა კანაკავა, ლიონელ მესი და 2014 წლის კიდევ ხუთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი

სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ 2014 წლის განმავლობაში ფეხბურთში მომხდარი შვიდი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი დაასახელა.

1. ფრენკ ლამპარდის გოლი “ჩელსის” კარში”

2014 წლის ზაფხულში ფრენკ ლამპარდმა ლონდონის “ჩელსი” დატოვა და “ნიუ იორკ სიტისთან” კონტრაქტი გააფორმა. ბევრისათვის მოულოდნელად, ინგლისელი ნახევარმცველი იჯარით “მანჩესტერ სიტიში” გადავიდა, შემდეგ კი ისე მოხდა, რომ ახალ კლუბის მაისურით სადებიუტო გოლი ყოფილი გუნდის, “ჩელსის” კარში გაიტანა.

2. სერხიო რამოსის გოლი მადრიის “ატლეტიკოს” კარში

გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სერხიო რამოსმა “ატლეტიკოს” კარში გოლი 93-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 1:1 გახადა. ამ გოლის შემდეგ დამატებითი ტაიმები დაინიშნა, სადაც “სამეფო კლუბმა” წარმატებას მიაღწია და საბოლოოდ, თასსაც ანჩელოტის შეგირდები დაეუფლნენ.

“ეს გოლი ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო”, – თქვა რამოსმა.

3. პირლოს გამარჯვების მომტანი გოლი ტურინულ დერბიში

30 ნოემბერს, იტალიის სერია A-ში ტურინული დერბი გაიმართა. 93-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, ანდრეა პირლომ შორეული დარტყმით მეტოქის კარი დალაშქრა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

4. მესიმ ტელმო სარას რეკორდი დაამხო

2014 წელს მესისთვის არაერთი მნიშნველოვანი რამ მოხდა, მაგრამ ყველაზე გამორჩეული ის იყო, რომ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ტელმო სარას რეკორდი დაამხო და ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გახდა.

5. ბრაზილიის ნაკრების დამწუხრებული გულშემატკივარი

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში ბრაზილიის ნაკრები გერმანელებთან ანგარიშით 1:7 დამარცხდა. კამერებმა კი ემოციური კადრის დაფიქსირებაც მოახერხეს.

6. დანი ალვეშის პასუხი რასიზმს

“ვილიარეალის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელ ფეხბურთელს დანი ალვეშს ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს, პასუხი კი ასეთი იყო:

7. ჯაბა კანკავამ ოლეგ გუსევი გადაარჩინა

2014 წელს უკრაინის ჩემპიონატში “დნიპროსა” და კიევის “დინამოს” შორის გამართულ შეხვედრაში ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ კიეველთა ფეხბურთელის ოლეგ გუსევის გადარჩენა შეძლო.

დნიპრო დინამოსთან კობახიძის გარეშე

უკრაინული “დნიპრო”, რომლის რიგებში ორი ქართველი ფეხბურთელი ჯაბა კანაკავა და სანდრო კობახიძე ირიცხებიან შეკრებაზე გაემგზავრა.

მირონ მარკევიჩის შეგირდები მოსამზადებელ ეტაპს გერმანულ დიუსელდორფში გაივლიან და 7 ივლისს ამხანაგურად თბილისის “დინამოსაც” დაუპირისპირდებიან.

აღსანიშანვაი, რომ აღნიშნულ შეკრებაზე მხოლოდ ერთი ქართველი, ჯაბა კანაკავა გაემგზავრა. ალექსანდე კობახიძე კი მწვრთნელმა 24-კაციან სიაში არ შეიყვანა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ გაგარძელდება კობახიძის კარიერა.

ჯაბა კანკავას თანაგუნდელის შესანიშნავი გოლი

11 მაისს, უკრაინის ჩემპიონატში, “ვორსკლასა” და “დნიპროს” შორის გამართულ მატჩში, ევგენი კონოპლიანკამ მეტოქის კარში ლამაზი გოლი გაიტანა.

ოქრიაშვილმა “ჩერნომორეცს” “დნიპროსთან” მოაგებინა

20 აპრილს, უკრაინის პრემიერ ლიგაში თორნიკე ოქრიაშვილის “ჩერნომორეცმა” საკუთარ მოედანზე ჯაბა კანკავას “დნიპრო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ერთადერთი გოლი, 34-ე წუთზე, მასპინძელთა გუნდის ქართველმა თავდამსხმელმა თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

კანკავა და ოქრიაშვილი თავიანთი გუნდების ძირითად შემადგენლობებში იყვნენ. ოქრიაშვილი 78-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კანკავა 34-ე წუთზე.

კანკავას ტაიმი და “დნიპროს” სამი ქულა

უკრაინული პრემიერლიგის მორიგ ტურში დნიპროპეტროვსკის “დნიპრომ” დღეს ლუცკის “ვოლინს” უმასპინძლა და დიდი ანგარიშით  – 5:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გახსნეს. თავი ალესანდრო სელინმა გამოიჩინა. მეორე ნახევარში კი “დნიპრომ” გაიღვიძა და მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ 4 გოლი მათეუსის ანგარიშზეა.

“დნიპროს” ქართველი ფეხბურთელებიდან შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ ჯაბა კანკავამ მიიღო, მაგრამ ქართველი ნახევარმცველი პირველი ტაიმიშ შემდეგ შეცვალეს.

კობახიძე და ლობჟანიძე 18-კაციან განაცხადშიც არ ყოფილან.

კანკავა: “მე გმირი არ ვარ”

30 მარტს, უკრაინის ჩემპიონატში, “დნიპროსა” და კიევის “დინამოს” შორის გამართულ შეხვედრაში უსიამოვნო რამ მოხდა. მეკარესთან შეჯახების შემდეგ, კიეველთა ფეხბურთელმა ოლეგ გუსევმა გონება დაკარგა და როგორც შემდეგ გაირკვა, მას სიცოცხლე ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ შეუნარჩუნა.

მატჩის დასრულების შემდეგ ეს ამბავი მთელ მსოფლიოს მოედო და ჯაბა კანკავას ბევრმა “გმირიც” კი უწოდა, მაგრამ როგორც თავად მოთამაშე ამბობს, ის ისე მოიქცა, როგორც საჭირო იყო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ინტერვიუ მისცა XSPORT-ს, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

– მინდა, იმით დავიწყო, რომ თავს გმირად სულაც არ მივიჩნევ. მე ის გავაკეთე, რაც იმ სიტუაციაში საჭირო იყო. ვფიქრობ, ჩემს ადგილას სხვა, ნებისმიერი ფეხბურთელი ასე მოიქცეოდა. უბრალოდ, გუსევთან ყველაზე ახლოს მე ვიყავი.

– დინამიური ეპიზოდი იყო. უცებ მიხვდით თუ არა, რომ გუსევის თავს რაღაც ცუდი ხდებოდა?
– ყველაფერი კარგად დავინახე, ოლეგმა თვალები დახუჭა. მე კი მასთან ძალიან სწრაფად მივედი.

– ეპიზოდის დასრულების შემდეგ, გამოჩნდა, რომ თქვენ ტკივილს გრძნობდით. როგორ მდგომარეობაშია თქვენი ხელი და თითები?
– ჩემი ხელი და თითები კარგად არიან. ოლეგმა ცოტათი მიკბინა… თუმცა, მთავარი ისაა, რომ გუსევიც და ჩვენც კარგად ვართ.

დიტო ჭიჭინაძე

თორნიკე ოქრიაშვილი ჯაბა კანკავას წინააღმდეგ (ვიდეო)