დეულოფეუმ “უოტფორდში” გადასვლის მთავარ მიზეზებზე ისაუბრა

ინგლისური “უოტფორდის” ახალწვეულმა, ჟერარ დეულოფეუმ პრესასთან საუბრისას “ბარსელონას” დატოვების მთავარ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა მისთვის მთავარი სათამაშო დროა.

“როდესაც “ბარსელონაში” ვბრუნდებოდი, ვიცოდი, რა სიტუაციაც დამხვდებოდა. იქ ნეიმარი, მესი და სუარესი თამაშობდნენ. ნეიმარის წასვლის შემდეგ კი დემბელე და კოუტინიო გამოჩნდა. ასეთი დონის გუნდში წარმატების მისაღწევად ძალიან დიდი შრომა და გამართლებაა საჭირო.

“ბარსელონაში” თამაშის გამოცდილება საკმაოდ დიდი მაქვს, თუმცა ბოლო თვეებში არც თუ ისე დიდ დროს მითმობდნენ და თვითრწმენაც დავკარგე. გამოსავალი კი სწორედ წასვლაში ვნახე.

მინდა ყოველი წუთი მოედანზე გავატარო, ჩემი მთავარი მიზან სწორედ ეს არის. “უოტფორდში” იმისთვის მოვედი, რომ სულ ვითამაშო და განვვითარდე, სრულყოფილ ფეხბურთელად ჩამოვყალიბდე,” – აცხადებს დეულოფეუ.

დეულოფეუს აგენტი “ნაპოლის” წარმომადგენლებს შეხვდა

უცხოურ პრესაში გავრცელებულ ცნობებს თუ დავეყრდნობით, კატალონიის “ბარსელონას” ესპანელი შემტევი, ჟერარ დეულოფეუ ძალიან ახლოს არის იტალიის სერია ა-ში დაბრუნებასთან.

როგორც იცით, მშობლიურ “ბლაუგრანაში” დაბრუნებული დეულოფეუსთვის ყველაფერი ისე ვერ აეწყო, როგორც მას სურდა. “ევერტონისა” და “მილანის” ყოფილ ფეხბურთელს “კამპ ნოუზე” ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლევა და მზადაა, ესპანეთი დატოვოს.

Sky Sport Italia-ს ცნობით, ჟერარი ყველაზე ახლოს “ნაპოლიში” გადასვლასთან არის. მისი აგეტნი უკვე შეხვდა “პარტენოპეის” წარმომადგენლებს და მოლაპარაკებები ფინალურ ფაზაში შედის.

კიდევ ერთი ავტორიტეტული ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, რომ მხარეებს შორის შეთანხმება უკვე არსებობს და კატალონიური მხარე ამ ტრანსფერში 15-16 მილიონ ევროს მიიღებს.

დეულოფეუ შესაძლოა, ისევ იტალიაში გაანათხოვრონ

კატალონიის “ბარსელონას” ესპანელი შემტევის ნახევარმცველის, ჟერარ დეულოფეუს გადაბირებას “ნაპოლის” ხელმძღვანელები ცდილობენ. ამ ინფორმაციას Football Italia ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, იტალიური კლუბი მზადაა, დეულოფეუ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დაიმატოს. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ნეაპოლურ გრანდს ემანუელე ჯაკერინი დატოვებს.

გეტყვით იმასაც, რომ “ნაპოლის” დეულოფეუს შეძენის ვარიანტი უფრო ხიბლავს, მაგრამ “ლურჯ-ბროწეულისფრები” მხოლოდ მის განათხოვრებაზე არიან თანახმანი.

დეულოფეუ “ბარსელონას” გასულ ზაფხულს დაუბრუნდა და ამ კლუბის მაისურით 9 მატჩის ჩატარება მოასწრო – ამ დროში მან მხოლოდ ერთი გოლითა და 2 საგოლე გადაცემით შეძლო თავის გამოჩენა.

“ბარსელონა” დეულოფეუს ევრო 2017-ის შემდეგ დაიბრუნებს

უცხოურ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, მერსესაიდული “ევერტონის” გარემარბი, ჟერარ დეულოფეუ მომავალი სეზონიდან “ბარსელონას” ღირსებას დაიცავს.

როგორც ცნობილი ხდება, კატალონიურმა გრანდმა ინგლისელებთან ტრანსფერი უკვე შეათანხმა და 23 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს გადაიხდის.

Mundo Deportivo-ს ცნობით, დეულოფეუ, რომელმაც გასული სეზონი “მილანში” გაატარა, “კამპ ნოუზე” ევრო 2017-ის დასრულების სემდეგ გადაბარგდება.

შეგახსენებთ, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს პოლონეთი მასპინძლობს და ის სტარტს 16 ივნისს აიღებს, ფინალი კი 30 ივნისს უნდა გაიმართოს.

მიმდინარე სეზონში დეულოფეუმ სერია ა-ს 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 4 გოლი და გააკეთა სამი საგოლე გადაცემა.

დეულოფეუ: “მილანი” იტალიის უდიდესი კლუბია”

იტალიური “როსონერის” ესპანელმა ახალწვეულმა, ჟერარ დეულოფეუმ მისი ახალი კლუბი შეაქო და აღნიშნა, რომ “მილანი” იტალიის საუკეთესო კლუბია.

“დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ ფლანგზე მომიწევს თამაში – მთავარია საკმარისი ოდენობის სათამაშო დრო მქონდეს. “მილანი” იტალიის ყველაზე დიდი კლუბია. ძალიან ბედნიერია, რომ აქ მოვედი. მინდა აქ დიდი ხნით დავრჩე.

დიდი იმედი მაქვს, რომ “იუვენტუსის” წინააღმდეგ თამაშის უფლება მომეცემა.

ბედნიერი ვარ იტალიის საუკეთესო კლუბში ვარჯიშით, რომელმაც შვიდჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ბევრი ოქროს ბურთის მფლობელიც ჰყოლია. ჩემთვის ეს უდიდესი გამოწვევაა.” – განაცხად მან.

ჟერარ დეულოფეუს სიმულიანტობა “სანდერლენდთან” მატჩში (ვიდეო)

1 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ევერტონსა” და “სანდერლენდს” შორის გამართულ მატჩში (6:2), ჟერარ დეულოფეუმ ერთ-ერთ ეპიზოდში ისიმულიანტა.

„ატლეტიკო“ „ბარსელონას“ ნახევარმცველით დაინტერესდა

ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი მადრიდის „ატლეტიკო“ ნახევარმცველით ჟერარ დეულოფეუთი დაინტერესდა.

გასულ სეზონში 20 წლის ფეხბურთელმა იჯარით „ევერტონში“ ითამაშა, ამჟამად კი, ასევე იჯარით, იგი „სევილიაში“ გამოდის.

AS-ის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ყველაფერი, შესაძლოა, მოთამაშის დიეგო სიმეონეს გუნდში ტრანსფერით დასრულდეს. ასევე, წყაროს ცნობით, მადრიდელები კატალონიელებს დეულოფეუს იჯარის თაობაზე უკვე შეუთანხმდნენ. ამავდროულად, „ბარსა“, სათანადო წინადადების შემთხვევაში, ფეხბურთელის გაყიდვასაც კი დათანხმდება.

დეულოფეუ კარიერას “სევილიაში” გააგრძელებს

“ბარსელონას” შემტევი ჟერარ დეულოფეუ კარიერას “სევილიაში” გააგრძელებს.

20 წლის ფეხბურთელი ანდალუსიურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტს ხელს მოაწერს და ოფიციალურად გახდება გუნდის ფეხბურთელი.

დეულოფეუ “სევილიაში” იჯარის წესით თამაშებს. ანდალუსიელებს ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის უფლება არ მიენიჭებათ.

დეულოფეუმ გასული სეზონი აგრეთვე იჯარის წესით ლივერპულის “ევერტონში” გაატარა. ინგლისის პრემიერლიგაში ესპანელმა ფეხბურთელმა 25 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

 

“ბარსელონას” ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდუს დასცინა

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ დასცინის კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი ჟერარ დეულოფეუ მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავ კრიშტიანო რონალდუს.

დეულოფეუ შესაძლოა “ევერტონში” დარჩეს

20 წლის ესპანელი შემტევი ნახევარმცველი ჟერარ დეულოფეუ, რომელიც “ბარსელონას” საკუთრებაა და “ევერტონის” ღისებას იცავს, კარიერას სავარაუდოდ კვლავ ლივერპულურ გუნდში გააგრძელებს.

“ევერტონის” მწვრთნელ რობერტო მარტინესს არაერთხელ დაუფიქსირებია დეულოფეუს შენარჩუნების სურვილი. ესპანური პრესის ცნობით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობამ წინასწარ შეთანხმებას მიაღწია “ბარსელონასთან”

დეულოფეუმ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 26 მატჩი ჩაატარა და 4 გოლთან ერთად 5 საგოლე პასიც გააკეთა.

„რობერტო მარტინესი „ბარსელონას“ თავკაცობასაც გაართმევდა თავს“

ლივერპულის „ევერტონის“ თავდამსხმელმა ჟერარ დეულოფეუმ კლუბის მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ მარტინესი გაცილებით ძლიერი გუნდის თავკაცობასაც გაართმევდა თავს.

„მარტინესი თავიდანვე ძალიან დამეხმარა. მან იცოდა, რომ გამიჭირდებოდა, მაგრამ მოთმინება გამოავლინა. მწვრთნელი მენდო და პრემიერლიგაში თამაშის შესაძლებლობა მომცა. თქმა არ უნდა იმას, რომ მე უფრო მეტი სათამაშო დროის გამოყოფა მსურდა, თუმცა მარტინესი სწორად მოიქცა. ვთვლი, რომ მან საკმაოდ კარგად წარმოაჩინა საკუთარი თავი და ჩემი აზრით, ის „ბარსელონასთვისაც“ შესანიშნავი თავკაცი იქნებოდა“, – განაცხადა დეულოფეუმ.

შეგახსენებთ, რომ ჟერარ დეულოფეუ ამ დრომდე „ბარსელონას“ ეკუთვნის, „ევერტონში“ კი იჯარის წესით თამაშობს.

ბექა დოგრაშვილი