ოფიციალურად: “სტოკ სიტიმ” დარენ ფლეტჩერთან შეათანხმა

“ვესტ ბრომვიჩის” შოტლანდიელი კაპიტანი, დარენ ფლეტჩერი “ალბიონელებთან” არსებული კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ “სტოკ სიტის” ბანაკში გადაბარგდება.

33 წლის ფეხბურთელს პრემიერ ლიგის არც ერთი მატჩი არ გამოუტოვებია, მას შემდეგ, რაც “ალბიონს” 2015 წლის თებერვალშე შეუერთდა. ტონი პულისის მეთაურობით ფლეტჩერმა 91 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

როგორც იცით, კარიერის გარკვეულ ეტაპზე ფლეტჩერი “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებასაც იცავდა. “წითელ ეშმაკებთან” ერთად დარენმა ხუთჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, ორჯერ ლიგის თასი, ერთხელ ინგლისის თასი, 2007-08 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგა და 2008 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

ჯილობოჯი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ინგლისური ფეხბურთის ასოციაციის მიერ შექმნილმა დისციპლინარულმა კომიტეტმა “სანდერლენდის” მცველი, პაპი ჯილობოჯი “ვესტ ბრომთან” გამართულ მატჩში ჩადენილი დანაშაულისთვის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 23-ე ტურის ეგიდით გამართული მატჩის 86-ე წუთზე, ჯილობოჯიმ დარენ ფლეტჩერს სახეში ხელი ჩაარტყა. ეს ეპიზოდი მატჩის მთავარ არბიტრს გამორჩა, მაგრამ არა კომიტეტის წევრებს.

ფლეტჩერი: “მანჩესტერს ჩემი გასვლა არ სურდა, თუმცა მე თამაში მინდა”

“მანჩესტერ იუნაიტედიდან” “ვესტ ბრომვიჩში” გადასულმა დარენ ფლეტჩერმა პირველი კომენტარი გააკეთა.

“მაჩესტერში ჩემი წასვლა არ სურდათ. კლუბში ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. განსაკუთრებულ ყურადღებას ტრავმიანობის პერიოდში ვგრძნობდი. თუმცა, მე პროფესიონალი ვარ და თამაში მინდა. “იუნაიტედში” სასურველი სათამაშო დრო არ მქონდა. ასე რომ, ამ გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი იყო” – განაცხადა ფლეტჩერმა.

“ვალენსია” ფლეტჩერით დაინტერესდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი დარენ ფლეტჩერი “ვალენსიას” ხელმძღვანელთა ინტერესთა სფეროში მოხვდა. ესპანური კლუბის მესვეურებს მოთამაშის გადაბირება იანვრის სატრნასფერო ფანჯრის დროს სურთ.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის კონტრაქტი მანჩესტერულ კლუბთან მიმდინარე სეზონის დასრულებამდეა გათვლილი. ახალი ხელშეკრულების გაფორმებას კი მოთამაშეს არ სთავაზობენ.

30 წლის ფლეტჩერისადმი, რომელმაც მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა, ინტერეს “ვესტ ბრომვიჩიც” იჩენს.

“მანჩესტერ იუნაიტედს” ახალი ვიცეკაპიტანი ჰყავს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ გუნდის ახალი ვიცეკაპიტანი მაიკლ კერიკი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა სეზონის დასაწყისში “წითელი ეშმაკების” ვიცეკაპიტნად დარენ ფლეტჩერი გაამწესა, თუმცა როგორ ჩანს, ვან გაალმა გადაწყვეტილება შეცვალა და ახლა ეს პასუხისმგებლობა კერიკს დაავალა.

“სამი კაპიტანი მყავს, თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული თანმიმდევრობა მაქვს დაწესებული: პირველი კაპიტანი უეინ რუნია, მეორე მაიკლ კერიკი, მესამე კი – დარენ ფლეტჩერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ხაზის კაპიტნები მყავს.

კერიკი გამოცდილი და მშვიდია. კარგია, რომ მისი გამოყენება სხვადასხვა პოზიციებზე შემიძლია. კაპიტნის რანგში მას მოედანზე ჩემი სათამაშო ფილოსოფიის შეცვლა შეუძლია”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს sportsmole-ი.

 

რა გაუკეთეს დარენ ფლეტჩერს

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა საკმაოდ სახალისო ვიდეო, რომელშიც მონაწილეობას “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი დარენ ფლეტჩერი იღებს.

“მანჩესტერ იუნაიტედს” ახალი კაპიტანი ჰყავს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა საბოლოოდ გადაწყვიტა, თუ ვის უნდა ჩაებაროს გუნდის კაპიტნის სამკლავური. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ეს როლი უეინ რუნის ანდო. გუნდის ვიცე-კაპიტანი დარენ ფლეტჩერი იქნება.

ვან გაალმა ახალი კაპიტნების შესახებ ისაუბრა.

“გუნდის კაპიტნის არჩევა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი თემაა. უეინს ყველაფრის მიმართ შესანიშნავი დამოკიდებულება აქვს. აღმაფრთოვანა ვარჯიშისა და ჩემი ფილოსოფიის მიმართ მის მიერ გამოვლენილმა პროფესიონალიზმმა. ის დიდებული ფეხბურთელია, გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის შთაგონების წყაროა. მჯერა, რომ კაპიტნის როლს სულით და გულით მიუდგება.

დარენი ვიცე-კაპიტანი იქნება. ის ბუნებით ლიდერია და რუნის არყოფნის შემთხვევაში, კაპიტნის სამკლავურსაც მოირგებს. დარენი ძალზედ გამოცდილი ფეხბურთელია, გასახდელში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს”, – ვან გაალის სიტყვები “მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ფლეთჩერს დაბრუნება სურს

შოტლანდიელი ფეხბურთელი წინასასეზონო შეკრებისთვის ემზადება, რომელსაც 2010 წლის შემდეგ ტოვებს. ნახევარმცველი 2013 წლის დეკემბერში დაბრუნდა და 2013/14 წლების სეზონის მეორე ნაწილიც გუნდთან ერთად გაატარა.

წინასასეზონო შეკრებები შესაძლოა ბევრი ფეხბურთელისთვის უმნიშვნელო იყოს, მაგრამ დარენ ფლეთჩერი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს საზაფხულო საერთაშორისო ჩემპიონთა თასს, რომელსაც “მანჩესტერ იუნაიტედი” “რომას, მილანის “ინტერისა” და მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გამართავს. თასი Aon – ის მიერ იქნება ორგანიზებული.

“სიმართლე გითხრათ მოუთმენლად ველოდები წინასასეზონო შეკრებებს, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ვაკლდი. ეს სეზონის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მთელი სეზონის ბაზისს წარმოადგენს. მსურს რაც შეიძლება მალე შევუდგე საქმეს.”

“ინტერთან” შეხვედრა 29 ივლისს დაიწყება და მასში ფლეთჩერი და კამპანია ყოფილ თანაგუნდელს, ნემანია ვიდიჩს კვლავ იხილავენ. შოტლანდიელის თქმით ყველა მოუთმენლად ელოდება მასთან თამაშს.

“ძალიან უცნაური იქნება, მის წინააღმდეგ თამაში. ის კლუბის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო და კლუბიდან ლეგენდად წავიდა”

“მაგრამ ის იმ დღეს მოწინააღმდეგე იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ შეტაკებებს არ მოერიდება, ისევე როგორც ჩვენ. ორივეს ძალიან გვენდომება გამარჯვება”.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

 

ფლეტჩერი: „იმდენად ძლიერი ტკივილები მქონდა, რომ სახლიდან ვერ გავდიოდი“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა დარენ ფლეტჩერმა, რომელიც მოედანზე თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, ავადმყოფობის დროს გადატანილ ტკივილებზე ისაუბრა.

შოტლანდიელ ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლემები 2011 წლიდან აწუხებდა. ფლეტჩერმა მაშინ ხანგრძლივი პაუზა აიღო და მოედანს 2012 წელს დაუბრუნდა, თუმცა რამდენიმე ჩატარებული მატჩის შემდეგ მას წყლულოვანი კოლიტი დაუდგინეს. ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების XVI ტურში, „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში ფლეტჩერის ტრიუმფალური დაბრუნება შედგა.

„იმდენად ძლიერი ტკივილები მქონდა, რომ სახლიდან გასვლასაც ვერ ვახერხებდი. არც ბავშვებთან ერთად პარკში სეირნობა და არც მეუღლესთან ერთად საყიდლებზე სიარული არ შემეძლო. ტკივილი იმდენად მტანჯავდა, რომ უბრალო საქმეებსაც კი ვერ ვაკეთებდი. ოპერაციის დროს გარანტია ვერ მომცეს. რაღაც ისე რომ არ განვითარებულიყო, მოედანსაც ვერ დავუბრუნდებოდი. ფეხბურთზე უარის თქმას არ ვაპირებდი, რადგან ამ საქმისთვის ბევრი რამ გავიღე. ოპერაციას ჩემი ჯანმრთელობისა და ფეხბურთის გამო დავთანხმდი.

ბევრი შიში და შფოთვა გამოვიარე. საბედნიეროდ, დიდებული ქირურგის ხელში მოვხვდი. მე მას სრულად ვენდე. ის დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ ამას დავძლევდით. მართალი აღმოჩნდა. თქვენს წინაშე წყლულოვანი კოლიტისგან სრულად განკურნებული ვდგავარ. მე ეს დაავადება დავამარცხე. ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდი და ფეხბურთსაც ვთამაშობ“, – ფლეტჩერის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის XVI ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ სატურნირო ცხრილის მერვე პოზიცია აქვს დაკავებული და ლიდერს 10 ქულით ჩამორჩება.

ბექა დოგრაშვილი

დარენ ფლეტჩერის სასაცილო რეაქცია ეშლი იანგის შენიშვნაზე

15 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ასტონ ვილამ” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:3 დამარცხდა. აღნიშნულ სეხვედრაში, კამერებმა საკმაოდ სასაცილო კადრი დააფიქსირეს.