ბლატერი: „საავადმყოფოში ყოფნისას სიკვდილთან ახლოს ვიყავი“

ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა შვეიცარულ ტელეარხ RTS-თან საუბრისას განაცხადა, რომ საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში სიკვდილთან ახლოს იყო.

„სინამდვილეში მომღერალ ანგელოზებსა და ეშმაკს შორის ვიყავი“, – თქვა ბლატერმა.

79 წლის ბლატერი საავადმყოფოში ნოემბრის დასაწყისში გადაიყვაბნეს. მანამდე რამდენიმე კვირით ადრე არალეგალურ ფინანსურ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდებით შვეიცარელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. 12 ნოემბერს ბლატერი საავადმყოფოდან გამოწერეს.

ბლატერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

შვეიცარიის გენერალურმა პროკურატურამ ფიფას პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის წინააღმდეგ სისხლისსამართის საქმე გახსნა. როგორც ცნობილია, ბლატერს, სავარაუდოდ, ქონების უკანონო მითვისებაში დასდებენ ბრალს.

შვეიცარელები ეჭვობენ, რომ 2005 წელს კარიბის ფეხბურთის კავშირთან კონტრაქტი უკანონოდ გაფორმდა. ასევე, ვარაუდობენ, რომ ბლატერმა უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის ორი მილიონი შვეიცარული ფრანკი უკანონოდ გადაუხადა. სავარაუდოდ, ეს საფინანსო ოპერაცია ფიფას ხარჯზე ჩატარდა.

როგორც სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, პარასკევს ბლატერი ციურიხში დაკითხეს, ფიფას შტაბ-ბინა და მისი პირადი კაბინეტი კი სამართალდამცავებმა შეამოწმეს.

კონკაკაფის გენერალური მდივანი ფიფას საკორუფციო სკანდალის გამო გადადგა

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნების ფეხბურთის კონფედერაციის გენერალური მდივანი ენრიკე სანზი თანამდებობიდან გადადგა, რის შესახებაც გავლენიანი სააგენტო „როიტერსი“ იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი ფიფას ისტორიაში კორუფციასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი სკანდალია.

შეგახსენებთ, რომ ივნისში თავისი პოსტი ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა დატოვა. ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი 2016 წლის 26 თებერვალს აირჩევა.

ბლატერი: „დავრჩები თუ არა ფიფა-ს პრეზიდენტი?“

ფიფა-ს პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის თქმით, ის ორგანიზაციის 2016 წლის საპრეზიდენტიო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

„2016 წელს კანდიდატი არ ვიქნები. ახალი პრეზიდენტი ვერ გავხდები, რადგან ორგანიზაციის ძველი ხელმძღვანელი ვარ“, – განაცადა ბლატერმა.

შეგახსენებთ, რომდ ღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს შედგება

იხილე ასევე: პრეკონფერენციაზე ზეპ ბლატერს თავზე ფული დააყარეს (ვიდეო)

 

ბლატერი, შესაძლოა, ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდეს

იოზეფ ბლატერმა, რომელმაც ორ ივნისს ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომა დაადასტურა, შესაძლოა, გადაიფიქროს და ორგანიზაციას კვლავ უხელმძღვანელოს, რის შესახებაც „Schweiz am Sonntag“-ი იტყობინება.

წყაროს ინფორმაციით, 79 წლის შვეიცარიელმა აფრიკული და აზიური ფეხბურთის ასოციაციებისგან მხარდაჭერა და დარჩენის თხოვნა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ბლატერი პოსტიდან კორუფციული სკანდალის გამო გადადგა. ორანიზაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 16 დეკემვერს შედგება. არჩევნების ზუსტი თარიღი ოც ივლისს, ფიფა-ს სხდომაზე გაირკვევა.

„კოკა-კოლა“: „ბლატერის წასვლა ფეხბურთისთვის სასიკეთოა“

ფიფას ერთ-ერთი სპონსორი, კომპანია „კოკა-კოლა“ იოზეფ ბლატერის ორგანიზაციის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომას გამოეხმაურა.

„მისტერ ბლატერის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, დღევანდელი მოვლენა სწორი ნაბიჯია, რომელიც სპორტზე, ფეხბურთზე და გულშემატკივრებზე დადებითად იმოქმედებს.

იმედია, ფიფა არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას გააგრძელებს და ფეხბურთის მოყვარულების ნდობას დაიბრუნებს. გვჯერა, რომ ეს ფიფა-ს 21-ე საუკუნის ორგანიზაციად აქცევს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

ბლატერი ფიფას პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა

29 მაისს ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მეხუთედ არჩეულმა იოზეფ ბლატერმა დაკავებული თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.

“მრავალი წელია მე ფიფასთან და სპორტის ამ მშვენიერ სახეობასთან ვარ დაკავშირებული. ფიფა ყველაფერზე მეტად მიყვარს და ამ ორგანიზაციისთვის მხოლოდ კარგის გაკეთება მსურს. ამიტომ, გასულ არჩევნებში კვლავ მივიღე მონაწილეობა, მაგრამ საფეხბურთო სამყაროში ნდობას ყველა არ მიცხადებს.

უახლოეს მომავალში ახალი კონგრესი შედგება, რომელზეც ახალ პრეზიდენტს აირჩევენ, რის შემდეგაც მე პოსტს დავტოვებ” – განაცხადა ბლატერმა, რომელიც ფიფას პრეზიდენტის თანამდებობას 1998 წლიდან იკავებდა.

 

სკანდალი: ფიფას ვიცე-პრეზიდენტმა ბლატერის გამო თავისი პოსტი დატოვა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ გილმა ფიფას ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დატოვა, რომელზეც მარტში დაინიშნა.

„ჩემთვის პროფესიონალური რეპუტაცია მნიშვნელოვანია. სანამ მისტერ ბლატერი ფიფას ხელმძღვანელობს, ფეხბურთში უკეთესობისკენ ვერაფერი შეიცვლება. მე ინგლისის ფეხბურთის ფედერაციაში და უეფაში მუშაობას გავაგრძელებ. ვფიქრობ, ამ ორ ორგანიზაციაში მუშაობა ჩემთვის პრივილეგიაა“, – განაცხადა გილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ფიფას პრეზიდენტის არჩევნები შედგა, რომელთა შედეგების მეორე ტურის მიხედვით, ორგანიზაციის ხელძღვანელის პოსტზე კვლავ იოზეფ ბლატერი დარჩა.

რატომ არ იღებს პლატინი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას?

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ფიფას მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა, რომელიც 29 მაისს ჩატარდება.

— გსურთ, რომ პრეზიდენტად კვლავ ზეპ ბლატერი აირჩიონ?
— უკვე დიდი ხანია ვამბობ, რომ ფიფას ახალი პრეზიდენტი სჭირდება. წინა არჩევნებზე მხარი ბლატერს დავუჭირე, თუმცა ახლა ამას აღარ ვიზამ. ფიფას სუფთა ჰაერი სჭირდება.

— თუ ასეა, თავად თქვენ რატომ არ იღებთ მონაწილეობას არჩევნებში?
— მე ფიფასა და უეფას შორის არჩევანი უნდა გამეკეთებინა. უეფა ავირჩიე. ეს ევროპული ფეხბურთია, აქ საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ, საუკეთესო საკლუბო ჩემპიონატები ტარდება. თავს ფეხბურთში უფრო კარგად ვგრძნობ, ვიდრე პოლიტიკაში.

— ფიფაში მართლაც არის კორუფცია?
— სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ამ თემის გარშემო ბევრი ხმაურია. სამწუხაროდ, ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. შესაძლოა, ეს ყველაფერი სიმართლეც იყოს. თუ აღმოჩნდება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის არჩევის დროს რაღაც ისე არ მოხდა, მაშინ ტურნირის მასპინძელი ხელახლა უნდა ავირჩიოთ.

 

ბლატერმა ბელგიელი ფეხბურთელის სიკვდილთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა

ფიფა-ს პრეიზდენტმა იოზეფ ბრალტერმა „ბერსხოტ ვილრეიკის“ 23 წლის მცველის ტიმო ნიკოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

„ბელგიიდან კიდევ ერთ ტრაგიკული ინფორმაცია მივიღეთ. ტიმ ნიკოს ოჯახის წევრებსა და თანაგუნდელებს ამ საშინელ ამბავს ვუსამძიმრებ“,მ – დაწერა ბლატერმა თავისი ტვიტერის გვერდზე.

შეგახსენებთ, რპომ აპრილში ბელგიაში „ლოკერენის“ 24 წლის მცველი გრეგორი მერტენსი გარდაიცვალა, რომელმაც „გენკთან“ მატჩის მიმდინარეობისას გონება დაკარგა.

ბლატერმა პლატინის მიულოცა

ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა მიშეილ პლატინის უეფას პრეზიდენტად მესამე ვადით არჩევა მიულოცა.

„მიშეილ პლატინის უეფას პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას ვულოცავ. ევროპული საფეხბურთო კავშირის მხრიდან ეს დიდ ნდობაზე მეტყველებს“, – დაწერა ბლატერმა თავისი „ტვიტერის“ გვერდზე.

სტუდენტები ბლატერის წინააღმდეგ

შვეიცარიის ქალაქ ციურიხის უნივერსიტეტში ფიფას პრეზიდენტ იოზეფ ბლატერის ლექციას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.

აუდიტორიაში, სადაც ბლატერი ლექციას კითხულობდა, 60-დან 100-მდე სტუდენტმა შესვლა სცადა. სტუდენტები ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ბლატერის ყოფნას აპროტესტებდნენ, ხელში პლაკატები ეჭირათ წარწერით: “გააგდეთ ბლატერი!”

university

სამართალდამცავებმა მოახერხეს, სტუდენტები დარბაზში არ შეეშვათ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციის წარმომადგენლებმა არეულობის დროს კვამლის ყუმბარაც გამოიყენეს. ინციდენტის გამო უნივერსტეტის რაიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა ორი საათით შეწყდა.

შეგახსენებთ, რომ 78 წლის ბლატერი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მეხუთედ აპირებს მონაწილეობის მიღებას. არჩევნები 2015 წელს ჩატარდება.