დიეგო სიმეონეს პრესკონფერენცია ევროპა ლიგის ფინალის წინ

დღეს მადრიდის “ატლეტიკო” ევროპის ლიგის ფინალში მარსელის “ოლიმპიკს” დაუპირისპირდება. ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ვიცით, რომ ისეთი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობთ, რომელსაც შემტევი სტილი ახასიათებს. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ მათი აგრესია ჩვენს ნახევარზე. ორივე კლუბი ერთნაირად, პირდაპირ ფეხბურთს თამაშობს. ენთუზიაზმიც ერთი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან თავდაჯერებულნი იქნებიან. ნახევარდცვა სწრაფ ტემპში იმოქმედებს. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, თავს ჩვენი თამაში მოვახვიოთ. “მარსელი” ძალიან საშიშია. დიმიტრი პაიე შეხვედრის რიტმს მუდამ აკონტროლებს. ის ძალიან სწრაფია. ასევე, ამ გუნდის მწვრთნელი თავი საქმეს შესანიშნავად აკეთებს.”

სიმეონე, დისკვალიფიკაციის გამო, ლოჟიდან ადევნებს თვალს მატჩს. მის მაგივრობას შეხვედრის დროს, ასისტენტი, ხერმან ბურგოსი გაწევს.

“წინა დაპირისპირების შემდეგაც ვთქვი, რომ ის მე ძალიან მგავს. ერთნაირად გვესმის ფეხბურთი და ერთნაირად ვაზროვნებთ ამ საქმეში. შესაბამისად, მას ვენდობი. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ერთად,” – ამბობს სიმეონე.

შეგახსენებთ, რომ “ოლიმპიკისა” და “ატლეტიკოს” შეხვედრა 22:45 წუთზე აიღებს სტარტს.

“რეალის” ფეხბურთელებმა 100 ბავშვის წინააღმდეგ ფეხბურთი ითამაშეს (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელებს მცირე ხნით დასვენების საშუალება მიეცათ. თუმცა, “ეს არ შეეხო” მარსელოს, ასენსიოს, მოდრიჩს, კაზემიროსა და ნავასს. მათ ასი ბავშვის წინააღმდეგ ფეხბურთი ითამაშეს. ეს, საკმაოდ, სახალისო გამოვიდა.

იხილეთ ვიდეო

 

ჰაინკესი: “იმედი მაქვს, თამაშის ბედს მოთამაშეები გადაწყვეტენ და არა – მსაჯი”

დღეს მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალი” და მიუნხენის “ბაიერნი” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.

“რეკორდმაისტერის” მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ვიმედოვნებ, მსაჯი ობიექტური იქნება და მხოლოდ, მოთამაშეებს მოუწევთ, გადაწყვიტონ თამაშის ბედი. არ აქვს აზრი, რამდენჯერ წავაგეთ მადრიდში, რადგან მაშინ მე “ბაიერნის” მწვრთნელი არ ვიყავი. სამშაბათს სხვა თამაში იქნება და ძველებურად არ მოხდება. წინ ძალიან რთული დაპირისპირება გველის, თუმცა იმავეს ვიტყვი “რეალზეც”. ცეცხლოვანი ატმოსფეროს მოლოდინში ვართ. თუმცა, მე მყავს მოთამაშეები, რომელთაც დიდი გამოცდილება გააჩნიათ. ფინალში გასვლა გვინდა!”

“უფრო მეტად ეფექტურნი უნდა ვიყოთ, ვიდრე პირველ შეხვედრაში. მიუნხენში “რეალს” სამი შანსი ჰქონდა და ორი გაიტანა. სეზონის განმავლობაში ბევრჯერ ავიღეთ მეტოქეების კარები, ეს ჩვენი ხასიათია, რაც მნიშვნელოვანია. თავდაჯერებული ვარ და ასევე, მჯერა ჩემი გუნდისა და სამწვრთნელო შტაბის. ბალანსი უნდა ვიპოვოთ და ვიცოდეთ, რა გავაკეთოთ თითოეულ მომენტში,” – ამბობს ჰაინკესი.

მადრიდის “რეალმა” “ლეგანესს” გადახალისებული შემადგენლობით სძლია (ვიდეო)

დღეს მადრდიში, “სანტიაგო ბერბეუზე” ლა ლიგა სანტანდერის 34-ე ტურის შეხვედრაში ადგილობრივმა “რეალმა” “ლეგანესი” მიიღო.

ანგარიში მერვე წუთზე გარეთ ბეილმა გახსნა. ხოლო, ტაიმის ბოლოს, 45-ე წუთზე ბორხა მაიორალმა შეაგდო.  მეორე ნახევარში, “ლეგანესმა” ერთი ბურთი გაქვითა: 66-ე წუთზე სერბმა ნახევარმცველმა, დარკო ბრაშანაჩმა მოახერხა თავის გამოჩენა. საბოლოოდ, სამეფო გუნდმა ანგარიშით, 2-1 იმარჯვა.

გეტყვით, რომ 34 ტურის შემდეგ “რეალს” 71 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. ხოლო, “ლეგანესი”  40 ქულით მეთხუთმეტე პოზიციაზეა.

 

ნაჩო და მოდრიჩი ვარჯიშს დაუბრუნდნენ

ნაჩო ფერნანდესმა “ლას პალმასთან” კუნთის ტრავმა მიიღო და “რეალს” გამოაკლდა. საგულისხმოა, რომ “ბლანკოსის” უკანახაზელი ვარჯიშს დაუბრუნდა და დღეს მსუბუქად დაიტვირთა. შესაბამისად, არსებობს იმის შანსი, რომ იგი ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის “ბაიერნთან” გასამართი შეხვედრის განაცხადში მოხვდეს.

მადრიდელთა გულშემატკივრისათვის მეორე კარგი ამბავი ისაა, რომ დღეს მინდორზე ლუკა მოდრიჩიც გამოჩნდა. ხორვატმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში (ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ) მიიღო დაზიანება. მან ლა ლიგა სანტანდერის 32-ე ტურის თამაში (“მალაგასთან”) გამოტოვა. თუმცა, დღეს ლუკა ნაჩოს გვერდით გამოჩნდა. შესაძლოა, მან 33-ე ტურის მატჩში ითამაშოს, სადაც “რეალი” ბილბაოს “ატლეტიკს” დაუპირისპირდება.

 

ისკოს ლამაზი ჯარიმა “მალაგას” კარში (ვიდეო)

დღეს ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის 32-ე ტურის შეხვედრები იმართება. ერთ-ერთ მათგანში მადრიდის “რეალი” მალაგას ესტუმრა და ადგილობრივ “მალაგას” უპირისპირდება.

შეხვედრის 29-ე წუთზე მასპინძელთა კარის მისადგომებთან ჯარიმა დაინიშნა, რომელიც ისკო ალარკონმა შესანიშნავად შეასრულა.

იხილეთ ვიდეო

 

უეფა-ს გადაწყვეტილება: სერხიო რამოსი არ დაისჯება!

მადრიდის “რეალისა” და ტურინის “იუვენტუსის” მეოთხედფინალური მატჩის დროს, სერხიო რამოსი, რომელიც მატჩს თვალს VIP ლოჟიდან ადევნებდა, მეორე ტაიმში გვირაბის შესასვლელთან ჩავიდა. ესპანელი სწორედ იქედან ამხნევებდა თანაგუნდელებს. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მსაჯებს, რომლებმაც მატჩის შემდეგ UEFA-ს გადასცეს აღნიშნული ინფორმაცია.

UEFA-მ განიხილა რამოსის შემთხვევა და გადაწყვიტა, რომ ის არ დაისჯება. როგორც განცხადებაში წერია, ესპანელი მცველი “მოედნის დონეზე” არ მდგარა. შესაბამისად, ის ორივე ნახევარფინალურ მატჩში იქნება.

“რეალი” ჩემპიონთა ლიგაზე” მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდება. პირველი მატჩი გერმანიაში 24 აპრილს, ხოლო მეორე დაპირისპირება უკვე ესპანეთში, პირველ მაისს შედგება.

“პსჟ” კარიმ ბენზემას უმიზნებს

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ განაცხადა, რომ ზაფხულში გუნდს აუცილებლად დატოვებდა. ამის შემდეგ, ფრანგებმა მისი შემცვლელის ძიება დაიწყეს.

როგორც Le10Sport-ი წერს, პარიზელთა ერთ-ერთი სამიზნე კარიმ ბენზემაა. მადრიდის “რეალის” შემტევს საშნელი სეზონი აქვს. მან ლა ლიგა სანტანდერის 25 შეხვედრაში მხოლოდ ხუთი გოლი გაიტანა. ზინედინ ზიდანი მას ისე ვეღარ ენდობა, როგორც ადრე და თანამემამულეს სათამაშო დროც შეუმცირა. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ კარიმი 30 წლისაა და ნელ-ნელა ასაკში შედის. უცნობია, შედგა თუ არა კავშირი ორ მხარეს შორის.

აქვე შეგახსენებთ, რომ “პსჟ” კავანის შემცვლელად რობერტ ლევანდოვსკისა და მოჰამედ სალაჰსაც განიხილავს.

ვარანი: “იუვენტუსთან” 0-0-სთვის არ ვითამაშებთ”

დღეს “რეალსა” და “იუვენტუსს” შორის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი მატჩი შედგება. ამ დაპირისპირებამდე “ბლანკოსის” მცველმა, რაფაელ ვარანმა პრესკონფერენცია გამართა.

“ეს იქნება რთული შეხვედრა კარგი გუნდის წინააღმდეგ. მათ იციან, რომ ფეხბურთში ყველაფერია შესაძლებელი. შესაბამისად, აუცილებლად შეუტევენ და გატანას შეეცდებიან. სწორედ ამიტომ, 0-0-სთვის არ ვითამაშებთ. ცდას არ დავაკლებთ, რომ  მატჩი მოვიგოთ,” – ამბობს ვარანი.

მადრიდული დერბი: ლიდერების გოლებით გაფრევებული მატჩი (ვიდეო)

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 31-ე ტურის მატჩები შედგა. ცენტრალური დაპირისპირება “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა, სადაც ერთმაენთს ადგილობრივი “რეალი” და თანაქალაქელი “ატლეტიკო” დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა “ბლანკოსის” უპირატესობით მიმდინარეობდა მანამ, სანამ ზინედინ ზდიანის შეგირდები გოლს გაიტანდნენ. 53-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ ბეილის ჩაწოდების შემდეგ, ანგარიში გახსნა და ამის შემდეგ “თეთრებმა” ინიციატივა “როხიბლანკოს” დაუთმეს. ამან თავისი შედეგი მოიტანა და ვიტოლოს პასის შემდეგ, ანტუან გრიზმანმა გაათანაბრა – ეს ყოველივე პორტუგალიელის გოლიდან ოთხ წუთში მოხდა. საბოლოოდ, აღარაფერი შეცვლილა და მატჩიც ანგარიშით, 1-1 დასრულდა.

“რეალი” 64 ქულით მესამეა. ხოლო, “ატლეტიკოს” 68 ქულა აქვს და ერთით მაღალ საფეხურზეა.

კრიშტიანუ რონალდუ – ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი

გუშინ მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში ტურინის “იუვენტუსი” სტუმრად ანგარიშით, 3-0 დაამარცხა. საგულისხმოა, რომ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კიშტიანუ რონალდუმ “ბებერ ქალბატონს” ორი გოლი გაუტანა. მან 118-ე და 119-ე გოლების შეგდება შეძლო ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.

რონალდუ პირველია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ზედმიწევნით ათ მატჩში გაიტანა გოლი. მან შარშანდელი ფინალის შემდეგ (ესეც “იუვენტუსთან”) 16-ჯერ დაამწუხრა მეტოქე. კრიშტიანუ რონალდუ რეკორდსმენია იმ მხრივაც, რომ მას ყველაზე მეტი გოლი აქვს ერთ სეზონში გატანილი  – 17, 2013/2014 წლების სეზონში.

სერხიო რამოსის კომენტარი “იუვენტუსთან” მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფნალის პირველ შეხვედრაში მადრიდის “რეალი” ტურინის “იუვენტუსს” ესტუმრა და რონალდუს დუბლისა და მარსელოს გოლის წყალობით, მეტოქე ანგარიშით, 3-0 დაამარცხა.

“ბლანკოსის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ჟურნალისტებთან აღნიშნულ მატჩზე ისაუბრა.

“რონალდუს გოლი საოცრება იყო. ის შესანიშნავ ფრომაშია. ვიმედოვნებ, რომ პორტუგალიელი სეზონის ბოლომდე ასეთ კონდიციებში იქნება. ჩვენ, ფაქტობრივად, იდეალურად ვითამაშეთ და სასურველი შედეგიც მივიღეთ. ახლა, საჭიროა, საკუთად კედლებში ყველაფერი დავასრულოთ,” – ამბობს რამოსი.