ზიდანი: “ისკოს მიმართ უსამართლო არ ვარ – მინდა, ის “რეალში” დარჩეს”

ზინედინ ზიდანმა ისკო ალარკონს სათამაშო დრო შეუმცირა. თუმცა, ესპანელმა ნახევარმცველმა არგენტინასთან ჩატარებული შესანიშნავი მატჩით, გატანილი სამი გოლით და უამრავი ლამაზი მომენტით დაამტკიცა, რომ ის მეტს იმსახურებს.

ფრანგმა სპეციალისტმა ალარკონზე ისაუბრა.

“მის მიმართ უსამართლო არ ვარ. ძალიან მინდა, ისკო ჩვენს გუდნში დარჩეს. ვფიქრობ, ის ბედნიერია. შესაძლოა, ალარკონი ვერ იღებს სიამოვნებას იმით, რომ, ესპანეთის ნაკრებისგან გასხვავებით, აქ მთავარი მოთამაშე არაა, თუმცა მას დიდ ნდობას უვცხადებ. ისკოს გამოსვლა ვნახე. იგი არგენტინასთან ფანტასტიკური იყო. მისი მომავალი “რეალია” და, რა თქმა უნდა, აქ დარჩენა სურს,” – ამბობს “ზიზუ”.

კარიკატურა: კრიშტიანუ რონალდუს 50-ე ჰეთრიკი

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 29-ე ტურში მადრიდის “რეალმა” კატალონიის “ხირონა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 6:3 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში 50-ე ჰეთრიკი შეასრულა, რაც ფენომენალური შედეგია.

ამ თემაზე Bleacher Report-მა კარიკატურა შემოგვთავაზა.

 

“ატლეტიკომ” “ლოკომოტივი” გაანადგურა – კვერკველია ევროპის ლიგას გამოეთიშა

დღეს ევროპის ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ დაპირისპირებაში მადრიდის “ატლეტიკო” სტუმრად მოსკოვის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა.

რუსების შემადგენლობაში სრული მატჩი ჩაატარა ქართველმა მცველმა, საბა კვერკველიამ.

ანგარიში მეთექვსმეტე წუთზე კორეამ გახსნა, თუმცა რიბუსმა ოთხ წუთში გაათანაბრა. ამის შემდეგ, მეორე ნახევარში, ჯერ 47-ეზე საულმა გაიყვანა ესპანელები წინ, შემდეგ 65-ე და 70-ე წუთებზე ტორესმა დუბლი შეასრულა. ხოლო, 85-ე წუთზე გრიზმანმა საბოლოო ანგარიში, 1-5 დააფიქსირა. ორი მატჩის ჯამში 8-1 მადრიდელთა სასარგებლოდ და შემდეგ ეტაპზე ისინი გავიდნენ.

ევროპის ლიგის კენჭისყრა ხვალ 16:00 საათზე გაიმართება.

კარიკატურა: სერხიო რამოსი მოედანს ბავშვის საფენით დაუბრუნდა

ლა ლიგა სანტანდერის 28-ე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” “ეიბარს” დაუპირისპირდა. ეღთ-ერთ მომენტში სერხიო რამოსმა მოედანი დატოვა და რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა.

ომარ მომანი ამ ამბავს ასე გამოეხმაურა:

 

კაზემირო: “რეალმა” უნდა იამაყოს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს”

დღეს მადრიდის “რეალმა” ლა ლიგა  სანტანდერის 28-ე ტურში “ეიბარი” სტუმრად, კრიშტიანუ რონალდუს დუბლით, 2-1 დაამარცხა.

დაპირისპირების შემდეგ, ბრაზილიელმა მოთამაშემ, კაზემირომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“მადრიდის “რეალს” ჰყავს კრიშტიანუ რონალდუ. ეს საამაყო რამაა! დღეს მოხდა ის, რაც ყოველთვის ხდება. რონალდუმ კიდევ ერთი შესანშნავი სპექტაკლი დადგა და საბოლოოდ, გუნდს მოაგებინა. ბევრი ვიშრომეთ, ვირბინეთ, რთული შეხვედრა იყო. მეტოქე ძლიერი გვყავდა, ისინი პრესინგზე შესანიშნავად თამაშობდნენ და საკმაოდ გვიჭირდა. თუმცა, კლასმა, საბოლოოდ, ყველაფერი გადაწონა,” – ამბობს კაზემირო.

ზიდანი: “რონალდუ სხვა გალაქტიკიდანაა”

დღეს მადრიდის “რეალმა” ლა ლიგა  სანტანდერის 28-ე ტურში “ეიბარი” სტუმრად, კრიშტიანუ რონალდუს დუბლით, 2-1 დაამარცხა.

დაპირისპირების შემდეგ ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რონალდუ სხვა გალაქტიკიდანაა. მან იცის, როგორ უნდა გაიტანო საჭირო მომენტში. ის უნიკალური და განსაკუთრებულია. პორტუგალიელის სტატისტიკა აჩვენებს, რას წარმოადგენს იგი. კრიშტიანუს შემართება ხაზგასასმელია. თუ ორს გაიტანს, უნდა მესამეც! ისკო და ბეილიც კარგად გაისარჯნენ, თუმცა ჰქონდათ ხარვეზები. ეს გასაკვირი არაა, რადგან ბურთს დიდ ხანს ვერ ვფლობდით და ეს ყველა მოთამაშეს დაეტყო. მათ იბრძოლეს და გაისარჯნენ, რაც დასაფასებელია. მოდრიჩს კარგი მატჩი ჰქონდა. ის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა,” – ამბობს “ზიზუ”.

ზიდანი: “ნეიმარის არყოფნა არაფერს ნიშნავს – მათ დი მარია ჰყავთ!”

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრებია. ერთ-ერთ მატჩში მადრიდის “რეალი” საფრანგეთს ესტუმრება და “პარი სენ-ჟერმენს” შეხვდება.

“ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ კარგი შეხვედრა ჩავატაროთ. კონცენტრაცია არ გვაკლია და ყველანაირად ფოკუზირებულნი ვართ იმაზე, რომ მეტოქე შევაწუხოთ და სასურველ შედეგს ასე მივღწიოთ. გასული მატჩის რეზულტატზე ბევრს არ ვფიქრობთ, რადგან ეს ახალი გამოწვევაა და წინ შეიძლება მოულოდნელობა შეგვხვდეს. შესაძლოა, მოგვიწიოს 90 წუთი ან უფრო მეტი თამაში. წინ ცეცხლოვანი ატმოსფერო გველის. თუმცა, ეს ყოველთვის ასეა, როცა “რეალის” მსგავს გუნდს ხვდები.”

“ნეიმარის არყოფნა არაფერს ცვლის. მათ ჰყავთ სხვა ფეხბურთელი, რომელიც დამატებითი მოტივაციით გამოვა მოედანზე. მაგალითად, ასეთია დი მარია, რომელსაც ბევრ პოზიციაზე შეუძლია ასპარეზობა. მას აქვს კარგი დრიბლინგი და დარტყმა მარცხენათი. ამიტომ, ნეიმარის ტრავმამ არ უნდა მოგვადუნოს,” – ამბობს “ზიზუ”.

სერხიო ბუსკეტსმა ლა ლიგის კალენდარი გააკრიტიკა

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 27-ე ტურში კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “ატლეტიკო” ე.წ. “ექვსქულიან შეხვედრაში” მიიღო და ლიონელ მესის ერთადერთი გოლით ანგარიშით, 1-0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლაგურნას” საყრდენი, სერხიო ბუსკეტსი ესაუბრა.

“ჩვენ იქამდე ვდომინირებდით, სანამ გამძლეობა გვეყო და არ დავიღალეთ. საბედნიეროდ, ჩვენი გარჯა საკმარისი აღმოჩნდა. ისე კი, სასურველ კონდიციებში ნამდვილად არ ვიყავით. ხუთშაბათს “ლას პალმასთან” სტუმრად ვითამაშეთ და შემდეგ ხანგრძლივი მგზავრობა მოგვიწია. შესაბამისად, კარგი იქნებოდა, ეს მატჩი ოთხშაბათს ყოფილიყო. თუმცა, გამოძინება და დასვენება მოვასწარით და საბედნიეროდ, “ატლეტიკო” დავამარცხეთ,” – ამბობს ესპანელი.

ხორდი ალბა: “უიღბლოა ყველა ის გუნდი, ვისაც მესი არ ჰყავს”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 26-ე ტურში კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “ატლეტიკო” ე.წ. “ექვსქულიან შეხვედრაში” მიიღო და ლიონელ მესის ერთადერთი გოლით ანგარიშით, 1-0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლაგურნას” მარცხენა მცველი, ხორდი ალბა ესაუბრა.

“ეს გადამწყვეტი არა, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ახლა მეორეადგილოსანთან მნიშვნელოვანი უპირატესობა გვაქვს, რის გამოყენებასაც შევეცდებით. მეორე ნახევარში მეტოქე უფრო მოგვაწვა და აგრესიული გახდა. შეცდომა რომ დაგვეშვა, ცხრილში ასეთი უპირატესობა აღარ გვექნებოდა. მესი “ბარსელონაა”. სწორედ მან გადაწყვიტა დღევანედელი შეხვედრის ბედი. უიღბლოები არიან ისინი, ვისაც მესი არ ჰყავთ და ვინც “ბარსელონა” არაა!” – აცხადებს ალბა.

“ბარსელონამ” “ატლეტიკო” მესის გოლით დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის 27-ე ტურის შეხვედრა გაიმართა: კატალონიის “ბარსელონამ” მადრიდის “ატლეტიკო” საკუთარ მოედანზე მიიღო.

საკმადო დაძაბული დაპირისპირება ერთადერთი გოლით დასრულდა. მისი ავტორი ლიონელ მესი გახდა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა იან ობლაკის კარი 26-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის შემდეგ აიღო. მეორე ნახევარში მადრიდელებს ჰქონდათ მცდელობები, თუმცა “ბლაგურნა” ორგანიზებულად იცავდა თავს და უტევდა.

საბოლოოდ, ეს შეხვედრა ანგარიშით, 1-0 დასრულდა. “ბარსა” 69 ქულით პირველზეა. “ატლეტიკოს” 61 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს.

 

კილიან მბაპე “ტროასთან” დაისვენებს და “რეალისთვის” მოემზადება

ნეიმარის შემდეგ, “პსჟ”-ს კიდევ ერთმა ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ ტრავმა მიიღო. 19 წლის ფრანგს 61-ე წუთზე მოუწია მოედნის დატოვება. კილიანს გამოკვლევა ჩაუტარდა და, როგორც ცნობილი გახდა, ეს დაზიანება არც ისე სერიოზულია.

ფრანგული გამოცემა, L’Equipe იტყობინება, რომ უნაი ემერისა და ექიმიების ერთობლივი გადაწყვეტილებით, მბაპე ლიგა 1-ის 28-ე ტურის შეხვედრაში, “ტროას” წინააღმდეგ სამ მარტს არ ითამაშებს. იგი შეეცდება აღდგენითი პროცედურით, რაც შეიძლება, სწრაფად გამოჯანმრთელდეს. შესაბამისად, ფეხბურთელი, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ, დიდი აბათობით, მზად იქნება.

გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩი ექვს მარტს, პარიზში, თბილისის დროით, 23:45 წუთზე გაიმართება. წინა დაპირისპირებაში მადრიდელებმა ანგარიშით, 3:1 იმარჯვეს.

BBC-ს განავარდება – მადრიდის “რეალმა” “ალავესი” დამაჯერებლად დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის 26-ე ტურის შეხვედრები შედგა. მადრიდში “სანტიაგო ბერნაბეუზე” თავისი მატჩი გამართა “რეალმა”, რომელიც “ალავესს” დაუპირისპირდა.

თამაში სანახაობრივი გამოდგა. იგი მთლიანად “ბლანკოსის” უპირატესობით წარიმართა. 44-ე წუთზე კარიმ ბენზემამ კრიშტიანუ რონალდუს მეტოქის საჯარიმოში გაუკეთა გადაცემა, პორტუგალილმაც მარცხენა ფეხით გაიტანა.

მეორე ნახევარში, ისევ ფრანგმა, ამჯერად უკვე გარეტ ბეილს გაატანინა. ზუსტად თხუთმეტ წუთში ლუკას ვასკესმა კრიშტიანუ რონალდუს დუბლი შეასრულებინა. 88-ე წუთზე უელსელი საჯარიმოში წააქციეს, რის შემდეგაც პენალტი დაინიშნა. პორტუგალიელმა ის ბენზემას დაუთმო. თავდამსხმელმაც მისგან მარცხენა კუთხეში გაუშვა ბურთი და ბოლო, მეოთხე გოლი გაიტანა.

საბოლოოდ, “რეალმა” 4-0 იმარჯვა. ის 51 ქულით მესამეა. ხოლო, “ალავესი” 28 ქულით მე-16.