რომელი ეროვნული ჩემპიონატიდან ითამაშებს ყველაზე მეტი ფეხბურთელი ევრო-2016-ზე?

ხვალ ევროპის ჩემპიონატი იწყება. საინტერესოა, რომელ ეროვნულ ჩემპიონატებს ეყოლებათ ყველაზე მეტი წარმომადგენელი კონტინენტის პირველობაზე.

  • 1. ინგლისის პრემიერლიგა – 106 ფეხბურთელი
  • 2. გერმანიის ბუნდესლიგა – 56 ფეხბურთელი
  • 3. იტალიის სერია А – 49 ფეხბურთელი
  • 4. თურქეთის სუპერლიგა – 36 ფეხბურთელი
  • 5. ესპანეთის პრიმერადივიზიონი – 35 ფეხბურთელი
  • 6. რუსეთის პრემიერლიგა – 31 ფეხბურთელი
  • 6. ინგლისის ჩემპიონშიფი – 31 ფეხბურთელი
  • 8. საფრანგეთის პირველი ლიგა – 23 ფეხბურთელი
  • 9. უკრაინის პრემიერლიგა – 21 ფეხბურთელი

ევრო-2016: როგორ იქნებიან გუნდები წილისყრის დროს კალათებში გადანაწილებული

უკვე ცნობილია 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 24-ივე ნაკრების ვინაობა. გარდა ამისა, ცნობილია ისიც, თუ როგორ იქნებიან გუნდები გადანაწილებული კალათებში ტურნირის ფინალური სტადიის წილისყრის დროს.

უეფას ამჟამინდელი სანაკრებო კოეფიციენტების შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 24 გუნდი ოთხ კალათში გადანაწილდება (თითო კალათში ექვსი გუნდი იქნება).

წილისყრის შედეგად შედგება ექვსი ჯგუფი (თითოეულში ოთხი გუნდი), საიდანაც მერვედფინალში გავლენ პირველ-მეორეადგილოსნები და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის წილისყრა 12 დეკემბერეს, პარიზში გაიმართება.

პირველი კალათა: საფრანგეთი (როგორც ტურნირის მასპინძელი, ავტომატურად მოხვდება A ჯგუფში), ესპანეთი, გერმანია, ინგლისი, პორტუგალია, ბელგია;

მეორე კალათა: იტალია, რუსეთი, შვეიცარია, ავსტრია, ხორვატია, უკრაინა;

მესამე კალათა: ჩეხეთი, შვედეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი;

მეოთხე კალათა: თურქეთი, ირლანდია, ისლანდია, უელსი,ალბანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატი 10 ივნისიდან 10 ივლისამდე პერიოდში ჩატარდება.

 

ევრო-2016-ის მონაწილე ყველა გუნდის ვინაობა ცნობილია

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 24-ივე გუნდის ვინაობა ცნობილია.

როგორც მოგეხსენებათ, ტურნირის მასპინძელ საფრანგეთს ავტომატურად მიენიჭა ევრო-2016-ზე თამაშის უფლება. საკვალიფიკაციო ეტაპიდან და პლეი ოფიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ასპარეზობის საგზური ინგლისის, ჩეხეთის, ისლანდიის, ავსტრიის, პორტუგალიის, ჩრდილოეთ ირლანდიის, ესპანეთის, შვეიცარიის, იტალიის, ბელგიის, უელსის, ალბანეთის, რუმინეთის, გერმანიის, პოლონეთის, რუსეთის, სლოვაკეთის, ხორვატიის, თურქეთის, უნგრეთის, ირლანდიის, უკრაინისა და შვედეთის ნაკრებებმა მოიპოვეს.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატი 10 ივნისიდან 10 ივლისამდე პერიოდში ჩატარდება.

 

ევრო-2016-ის კვალიფიკაციის სიმბოლური გუნდი

უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ გუნდში ვერ მოხვდა პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ.

ევროკვალიფიკაციის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე: ტიბო კურტუა (ბელგია);
მცველები: მატეო დარმიანი (იტალია), ეშლი უილიამსი (უელსი), გარი კეჰილი (ინგლისი), რაზვან რაცი (რუმინეთი);
ნახევარმცველები: გილფი სიგურდსონი (ისლანდია), სტივენ დევისი (ჩრდილოეთ ირლანდია), დავიდ ალაბა (ავსტრია);
თავდამსხმელები: ტომას მიულერი (გერმანია), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი), გარეტ ბეილი (უელსი).

სათადარიგო მოთამაშეები: ჩიპრიან ტატარუშანუ (რუმინეთი), ჟორდი ალბა (ესპანეთი), კამილ გლიკი (პოლონეთი), მარეკ ჰამშიკი (სლოვაკეთი), ივან პერიშიჩი (ხორვატია), კევინ დე ბრეინე (ბელგია), არტიომ ძიუბა (რუსეთი).

European Qualifiers all-star XI

ევროკვალიფიკაცია: პლეი-ოფში გასული გუნდები

დასრულდა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური სტადია და გამოვლინდა ის 19 გუნდი, რომელიც ტურნირის მასპინძელ საფრანგეთთან ერთად კონტინენტის პირველობაზე ითამაშებს.

საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გავიდა შემდეგი რვა გუნდი: უნგრეთი, უკრაინა, ნორვეგია, დანია, შვედეთი, ირლანდია, ბოსნია/ჰერცეგოვინა, სლოვენია.

პლეი-ოფის წილისყრა კვირას ჩატარდება. პირველი მატჩები 12, 13, 14 ნოემბერს, განმეორებითი კი 15, 16, 17 ნოემბერს გაიმართება.

 

ევრო-2016-ის მონაწილე 20 გუნდის ვინაობა ცნობილია

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 24 გუნდიდან 20 მათგანის ვინაობა უკვე ცნობილია. როგორც მოგეხსენებათ, ტურნირის მასპინძელ საფრანგეთს ავტომატურად მიენიჭა ევრო-2016-ზე თამაშის უფლება. საკვალიფიკაციო ეტაპიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ასპარეზობის საგზური ინგლისის, ჩეხეთის, ისლანდიის, ავსტრიის, პორტუგალიის, ჩრდილოეთ ირლანდიის, ესპანეთის, შვეიცარიის, იტალიის, ბელგიის, უელსის, ალბანეთის, რუმინეთის, გერმანიის, პოლონეთის, რუსეთის, სლოვაკეთის, ხორვატიისა და თურქეთის ნაკრებებმა მოიპოვეს.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატი 10 ივნისიდან 10 ივლისამდე პერიოდში ჩატარდება.

 

ჯაბა კანკავა: “გერმანიასთან ფრე კანონზომიერი შედეგი იქნებოდა”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფის ბოლო შეხვედრა ქალაქ ლაიფციგში გერმანიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ განაცხადა, რომ ამ მატჩში ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა.

“ღირსეულად ვითამაშეთ, ვიბრძოლეთ. ფრედ თამაში და მოგებაც შეგვეძლო. მანუელ ნოიერმა ძალიან კარგი ბურთები აგვიღო. ჩვენც გაგვიმართლა თავიდან. მე ვფიქრობ, ფრე კანონზომიერი შედეგი იქნებოდა”, – აღნიშნა კანკავამ.

 

ევრო-2016-ის მონაწილე 18 გუნდის ვინაობა ცნობილია

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 24 გუნდიდან 18 მათგანის ვინაობა უკვე ცნობილია. როგორც მოგეხსენებათ, ტურნირის მასპინძელ საფრანგეთს ავტომატურად მიენიჭა ევრო-2016-ზე თამაშის უფლება. საკვალიფიკაციო ეტაპიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ასპარეზობის საგზური ინგლისის, ჩეხეთის, ისლანდიის, ავსტრიის, პორტუგალიის, ჩრდილოეთ ირლანდიის, ესპანეთის, შვეიცარიის, იტალიის, ბელგიის, უელსის, ალბანეთის, რუმინეთის, გერმანიის, პოლონეთის, რუსეთისა და სლოვაკეთის ნაკრებებმა მოიპოვეს.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატი 10 ივნისიდან 10 ივლისამდე პერიოდში ჩატარდება.

 

ევრო-2016-ის მონაწილე 12 გუნდის ვინაობა ცნობილია

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 24 გუნდიდან 12 მათგანის ვინაობა უკვე ცნობილია. როგორც მოგეხსენებათ, ტურნირის მასპინძელ საფრანგეთს ავტომატურად მიენიჭა ევრო-2016-ზე თამაშის უფლება. “მამლების” გარდა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის საგზური უკვე გაინაღდეს ინგლისის, ჩეხეთის, ისლანდიის, ავსტრიის, პორტუგალიის, ჩრდილოეთ ირლანდიის, ესპანეთის, შვეიცარიის, იტალიის, ბელგიისა და უელსის ნაკრებებმა.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატი 10 ივნისიდან 10 ივლისამდე პერიოდში ჩატარდება.

 

ევრო-2016-ის მონაწილე ცხრა გუნდის ვინაობა ცნობილია

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 24 გუნდიდან ცხრა მათგანის ვინაობა უკვე ცნობილია. როგორც მოგეხსენებათ, ტურნირის მასპინძელ საფრანგეთს ავტომატურად მიენიჭა ევრო-2016-ზე თამაშის უფლება. “მამლების” გარდა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის საგზური უკვე გაინაღდეს ინგლისის, ჩეხეთის, ისლანდიის, ავსტრიის, პორტუგალიის, ჩრდილოეთ ირლანდიის, ესპანეთისა და შვეიცარიის ნაკრებებმა.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატი 10 ივნისიდან 10 ივლისამდე პერიოდში ჩატარდება.

 

შვაინშტაიგერი: „გვინდა, ევროპის ჩემპიონატიც მოვიგოთ“

მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა იმედი გამოთქვა, რომ „ბუნდესნაკრები“ 2016 წელს საფრანგეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდება.

„ამ გამარჯვებამ წყურვილი გაგვიძლიერა. გვინდა, რომ მომდევნო მსხვილი ტურნირიც მოვიგოთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეებმა გამოცდილება მიიღეს. 2016 წელს საფრანგეთში აუცილებლად წავალთ თასის დაუფლების მიზნით.

ეს რთული საქმე იქნება, რადგან ახალგაზრდული გუნდი გვყავს, თუმცა გამოცდილი მოთამაშეებიც არიან: ლამი, იოზილი, მერტეზაკერი. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა შვაინშტაიგერმა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის ნაკრების ქვეჯგუფში საქართველოს ეროვნული გუნდიც არის მოხვედრილი.

 

უეფამ ევრო-2016-ის საბოლოო გრაფიკი გამოაქვეყნა

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტმა ფინალური ტურნირის გრაფიკის საბოლოო ვერსია გამოაქვეყნა. გახსნისა და დახურვის მატჩები პარიზის გარეუბან სენ-დენიში მდებარე „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება. გახსნით მატჩში საფრანგეთის ნაკრები ითამაშებს. ჯგუფის დანარჩენ ორ შეხვედრას „მამლები“ მარსელსა და ლილში ჩაატარებენ.

„სტად დე ფრანსს“ უმაღლესი კატეგორიის მატჩები აქამდეც მიუღია. ამ სტადიონზე გაიმართა 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი, აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის 2005-06 წლების სეზონის ფინალი. შეგახსენებთ, რომ ამავე არენაზე შედგა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საფრანგეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი (2:0).

ევრო-2016 თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა, რადგან ფინალურ ტურნირზე 24 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისად, სულ 51 შეხვედრა გაიმართება. მატჩები თბილისის დროით 17:00, 20:00 და 23:00 საათებზე დაიწყება.

ტურნირის პირველი მატჩი 10 ივნისს, თბილისის დრით 23:00 საათზე აიღებს სტარტს, ბოლო შეხვედრა კი 10 ივლისს შედგება. მეოთხედფინალური შეხვედრები მარსელში, ლილში, ბორდოსა და სენ-დენიში გაიმართება, ნახევარფინალკური მატჩები კი – ლიონსა და მარსელში. ფინალური ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2015 წლის 15 დეკემბერს გაიმართება.

იხილეთ: ევრო2016-ის კალენდარი

ბექა დოგრაშვილი