რას წერენ ამისულაშვილის ნაკრებიდან წასვლაზე ქართველი გულშემატკივრები?

სულ ცოტა ხნის წინ ალექსანდრე ამისულაშვილმა სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გააკეთა ნაკრებიდან წასვლის თაობაზე. ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართველ გულშემატკივრებში, რომლებიც სხვადასხვა შინაარსის კომენტარებს წერენ.

“ჩვენს დონეზე ძალიან კარგი მცველი იყო და ბევრი კარგი თამაშიც ჩაატარა. ბოლოს თუ აღარ იყო იმ დონეზე, მაგიტომ  რატომ უნდა დაა**ა თავზე იმ ადამიანს? ტეხავს პროსტა, ჯერ ტაშს რომ უკრავ და მერე დედას აგინებ. 34 წელი პატარა არ არის და რაც შეეძლო, ითამაშა. რომ მიხვდა აღარ შეუძია, წავიდა. მადლობის მეტი, ჩემი აზრით არაფერი ეთქმის ქართველ გულშემატკივარს ამ კაცისთვის, მაგარამ სამწუხაროდ “გულშემატკივართა” უმრავლესობას მოკლე მეხსიერება აქვს და ორი-სამი თამაშის წინ რა იყო, არ ახსოვთ.”

“ამის მერე ალეკო თამამად გააბოლებს ქუჩებში.”

“მადლობა შენ. რაც შეგეძლო, ყველაფერს აკეთებდი!”

“სანაკრებო კარიერას და მოწევას ერთად უნდა დაანებოს თავი.”

“მადლობა ყველაფრისთვის… ცოტა ადრე რომ წასულიყო, აჯობებდა.”

“ლობჟანიძე, დვალიშვილი და დაუშვილი დარჩა.”

“ბოლოს არ მომწონდა, ცუდად თამაშობდა, მაგრამ წლების წინ ძლიერი მცველი იყო და მაღალ დონეზე თამაშობდა. ეგ არ უნდა დავივიწყოთ. ბოლომდე დაკნინება არ შეიძლება.”

“უქმე დღე გამოაცხადეთ ერთი კვირა.”

“ქეცბაიას დროს და მანამდეც ბევრი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ნაკრებში. “კრასნოდარის” რიგებში კი, რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო… მადლობა ამისულას ნაკრებში გულიანი თამაშისთვის!”

“გული არ დაგწყდეთ ხალხო. სამაგიეროდ, უჩა არსად არ მიდის.”

ჭანტურიშვილმა გულშემატკივართან დაპირისპირების მიზეზზე ისაუბრა

დღეს თბილისური და ზაგრებული “დინამოების” შეხვედრის შემდეგ, გულშემატკივერების ერთ-ერთ დაჯგუფებასა და ქართუული კლუბის ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა.

Fanebi.Com-თან ნახსენები ფაქტის მიზეზზე ისაუბრა ვახო ჭანტურიშვილმა.

“გაუგებრობა  მოხდა… მოკლედ, ზაგრებში რამდენიმე ფანი ჩამოვიდა ჩვენს საგულშემატკივროდ. ისინი თამაშის დროს ტრიბუნებზე ვერ შევამჩნიეთ. მატჩი რომ დამთავრდა, ფეხბურთელები ჩავიდნენ გასახდელში, მე ბოლოს გამოვედი, ეს რამდენიმე გულშემატკივარი მხოლოდ მე შევნიშნე და მათ ტაში დავუკარი, მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისთვის. ისინი დღეს იმას აპელირებდნენ, სხვა ფეხბურთელებმა – მთლიანმა გუნდმა რატომ არ გვითხრა მადლობა ზაგრებშიო. მიზეზი მარტივია – კლუბის წევრთა უმრავლესობამ სიმცირის გამო ისინი ვერ შეამჩნია,” – განაცხადა ჭანტურიშვილმა.

“დინამოს” ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს შორის დაპირისპირება მოხდა (ფოტო)

დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი შეხვედრა თბილისის “დინამოსა” და ზაგრების “დინამოს” შორის, რომლის შემდეგაც ჩვენი გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის შესარჩევს გამოეთიშა.

საგულისხმოა, რომ მატჩის შემდეგ საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. მას შემდეგ, რაც “დინამოს” ფეხბურთელებმა მადლობა გადაუხადეს “გლადიატორებს”, ფანთა სხვა დაჯგუფებიდან მათ მიმართ უხეში სიტყვები წამოვიდა. მოთამაშეებიდან რამდენიმემ იგივე გზით უპასუხა აგრესიულ გულშემატკივრებს.

კანკავასთან მისული გულშემატკივარი: „პირველ რიგში, მე ჩემს ქვეყანას დავუჩოქე“

საქართველოსა და გერმანიას შორის გუშინდელი მატჩი ქართველი გულშემატკივრების აქტიური ქმედებებით გამოირჩა. ყველაზე დასამახსოვრებელი შესვენების დროს მოედანზე შესული მაყურებელი ზაზა არდიშვილი იყო, რომელიც ჯაბა კანკავასთან მივიდა. ჩვენი საიტი მას დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

– გუშინდელი მატჩის შემდეგ შენზე მთელი ქვეყანა საუბრობს. უმეტესობისთვის ეს ქმედება სამაგალითო იყო, ზოგმაც გაგაკრიტიკა. რა გახდა შენი მოედანზე შეჭრის მიზეზი?

„ჩემი გუშინელი გადაწყვეტილების მიზეზი იყო მატჩამდე ერთი დღით ადრე ქართველი გულშემატკივრის საქციელი, რომელმაც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს დაუჩოქა და აკოცა. მე იმ ადამიანს, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ამის უფლება არ მაქვს და ის ამას არც იმსახურებს. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება. ჩემი თხოვნა იქნება, ნუ მივაყენებთ იმ ადამიანს შეურაცხყოფას და სამშობლოს მოღალატედ ნუ შევრაცხავთ და მე – გმირად. ჩემს “დაჩოქებას” რაც შეეხება, მიუხედავად ჯაბა კანკავას პიროვნების უდიდესი პატივისცემისა, მე დავუჩოქე ჩემს ქვეყანას. იმ ადამიანს კი, რომელმაც შვაინშტაიგერს დაუჩოქა, მინდა ვუთხრა, რომ მას ცუდი არაფერი გაუკეთებია. ერთი სიტყვით, ჩემი საქციელი იყო ის სულ მცირედი ბიძგი, რაც ქართველი ხალხისთვის მინდოდა მიმეცა. გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა – ჯერ ჩვენი დავაფასოთ და მერე სხვისი“

– ცოტა დაწვრილებით მოგვიყევი იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდი მოედანზე. თითქოს დაცვის სამსახურის ბევრი წარმომადგენელიც იდგა, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწიე…

„დროშაზე ჩავსრიალდი… მეც ფეხბურთელი ვიყავი და დაცვის სამსახურს სისწრაფეში ვაჯობე“

– თავად ჯაბამ მისვლის მომენტში რა გითხრა? ან შეხვედრის შემდეგ თუ ისაუბრეთ?

„შეხვედრის შემდეგ არ გვისაუბრია. მასთან მისვლის მომენტში კი ხელი გადამხვია და ჩამეხუტა, ხმაური იყო და მისი სიტყვები კარგად ვერ გავიგონე“

– გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც დაცვას შენი გაყვანა სურდა, ფეხბურთელები გვერდში დაგიდგნენ. ყველაზე მეტად ვინ გამოირჩა?

„თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ნავალოვსკი“

– მეორე ტაიმის ნახვა თუ მოასწარი?

„კი, რა თქმა უნდა“

– ჩვეულებრივად ტრიბუნაზე დაბრუნდი?

„შემოვლითი გზით“

– განვლილი ორი მატჩის მიხედვით, ნაკრებისა და კონკრეტულად კახა ცხადაძის სამუშაოს როგორ შეაფასებდი?

„დადებითად. უბრალოდ, ნაკრებს ჯერ შეუთამაშებლობა ეტყობა. ბატონი კახა ძალიან კარგი მწვრთნელია და, იმედია, წარმატებაც მოვა“.

– და ბოლოს რას უსურვებდი ქართველ გულშემატკივარს?

„You Will Never Walk Alone, Walk on with hope in your heart“

ინგლისში მოედანზე შეჭრილმა გულშემატკივარმა უცნაური ილეთები გააკეთა (ვიდეო)

16 მარტს, ინგლისის თასზე, “რედინგმა” საკუთარ მოედანზე “ბრედფორდი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა, რომელმაც თავი ორიგინალური ილეთებით გამოიჩინა.

მაკედონიელმა გულშემატკივარმა პოლიციის იარაღის გამო ხელი დაკარგა (+18)

3 აგვისტოს მაკედონიის ჩემპიონატის პირველ ტურში ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები “პელისტერი” და “ვარდარი” დაუპირისპირდნენ.

მაკედონიაში “მარადიულ დერბად” წოდებული დაპირისპირება “პელისტერის” სტადიონზე გაიმართა, თუმცა სამი ქულის მოპოვება სტუმრებმა მოახერხეს.

სამწუხაროა, მაგრამ მატჩი ტრაგიკულად დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 90-ე წუთზე ადგილობრივმა პოლიციელებმა “ვარდარის” გულშემატკივრებს ყველა მხრიდან გასასვლელი ჩაუკეტეს. ამ დროს, ერთ-ერთ პოლიციელს შემთხვევით ხელიდან იარაღი გაუვარდა. იარაღის აღება ერთ-ერთმა ფანმა სცადა, რასაც საშინელი შედეგი მოჰყვა – მან მარცხენა ხელი დაკარგა. ასევე, რამდენიმე ადამიანმა სერიოზული დაზიანება მიიღო.

მაკედონიური პრესის ცნობით, მალევე ინციდენტის გამოძიების ბრძანება ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ბრძანა.

“ვარდარის” მწვრთნელმა კი მატჩის შემდეგ ასეთი რამ თქვა: “როცა ჩვენმა გულშემატკივარმა ხელი დაკარგა, სამი ქულის მოპოვება სიხარულს ნამდვილად არ გვანიჭებს.”

ბრაზილიელი გულშემატკივარი, რომელმაც სიხარულისგან ტელევიზორის ეკრანი დაამსხვრია

28 ივნისს, ბრაზილიისა და ჩილეს ნაკრებებს გამართული მატჩის მიმდინარეობისას, ბრაზილიის ნაკრების გახარებულმა გულშემატკივარმა საკუთარი ტელევიზორი დააზიანა.

15 ყველაზე ემოციური გულშემატკივარი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე (ფოტოები)

გთავაზობთ ფოტოებს, რომლებშიც ბრაზილაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ემოციური გულშემატკივრები არიან აღბეჭდილნი.

brazilian-world-cup-fans-13

brazilian-world-cup-fans-14

brazilian-fan-world-cup

brazilian-fan-world-cup-2

brazilian-fan-world-cup-3

brazilian-fan-world-cup-4

brazilian-fan-world-cup-5

brazilian-fan-world-cup-6

brazilian-fan-world-cup-7

brazilian-fan-world-cup-8

brazilian-world-cup-fans-9

brazilian-world-cup-fans-10

brazilian-world-cup-fans-11

brazilian-world-cup-fans-12

ტრიბუნაზე მყოფი “სუონსის” გულშემატკივრის თავური დარტყმა

11 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “სანდერლენდსა” და “სუონსის” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას სახალისო რამ მოხდა.