დევიდ მოიესის გათავისუფლების შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელის ვაკანტურ ადგილზე საკმაოდ ბევრი პრეტენდენტია.
დიეგო სიმეონე
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მწვრთნელი. კარლო ანჩელოტის თქმით, სიმეონეს “ატლეტიკოს” საფეხბურთო ფილოსოფია ზუსტად ასახავს ახალგაზრდა დიეგოს ფეხბურთელობის პერიოდში. ოდნავ უხეში, მიზანმიმართული და ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი “მანჩსტერისთვის” იდეალური ვარიანტია.
თუმცა, მინუსი ის არის, რომ “ატლეტიკო” ძირითადად კონტრშეტევებზე თამაშობს. გაამართლებს თუ არა ამგვარი ტაქტიკა მანჩსტერში, რთული სათქმელია.
იურგენ კლოპი
გუნდურ სისწრაფეში და მეტოქის ნახევარზე პრესინგში კლოპის “ბორუსია” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. კლოპი ფეხბურთელებისგან იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე მათ ეს შეუძლიათ. მისთვის სტატისტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კლოპს მინიმუმიდან მაქსიმუმის მიღება შეუძლია. მაგრამ, კლოპის გადაბირებას მისი დორტმუნდის მიმართ დიდი სიყვარული აფერხებს. გერმანელმა სპეციალისტმა კულუარული ინფორმაციით “ბარსელონას” წინადადებაზეც უარი თქვა.
ლუი ვნა გალი
გამოცდილი ჰოლანდიელი სპეციალისტი “მანჩესტერის” მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ვან გალი შემტევი ფეხბურთის მიმდევარია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთანაც იცის მუშაობა.
მისი მთავარი უარყოფითი თვისება კი კონფლიქტურობაა. ლუსიო, მარკ ვან ბომელი, იბრაჰიმოვიჩი… ეს იმ ფეხბურთელთა არასრული სიაა, ვისთანაც ვან გალს სხვადასხვა დროს მოსვლია უთანხმოება.
ლორან ბლანი
ფრანგი სპეციალისტი მანჩესტერში ბოლო კაცი არ არის. ბლანის პორტფოლიოში ოლდ ტრაფორზე გატარებული ორი სეზონი ფიგურირებს და საჩემპიონო ტიტულიც ფიგურირებს.
თუმცა, სადებიუტო პარიზული სეზონის შემდეგ ინგლისში გადაბარგების განსაკუთრებული მიზეზი არ არსებოს. საინტერესოა, რომ “პსჟ”-ში ბლანს სათადარიგო ვარიანტად განიხილავდნენ. დადებითი მომენტი არც ევრასთან კონფლიქტია, რომელიც ბლანს საფრანგეთის ნაკრებში მუშაობისას ჰქონდა.
რაიან გიგზი
ფერგიუსონის გეგმით გიგზს სამწვრთნელო ნიუანსების დასაუფლებად მინიმუმ სამი წელი დასჭირდებოდა. თუმცა, მოიესის წარუმატებელი მუშაობის გამო უელსელს შანსი გაცილებით ადრე მიეცა. ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ გიგზს საქმე კარგად წაუვიდეს და სხვა მწვრთნელებთან მოლაპარაკებები საერთოდ აღარ გახდეს საჭირო.
მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება ფეხბურთელების დიდ ნაწილთან მეგობრული ურთერთობა და გამოცდილების არქონა გახდეს.