ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი იუწყება, რომ ლორან ბლანი “პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებას აპირებს.
წყაროს თანახმად, ეს ინფორმაცია ოფიციალურად რამდენიმე დღეში დადასტურდება. ბლანი კომპენსაციის სახით 22 მილიონ ევროს მიიღებს.
გავრცელებული ცნობით, პარიზული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ესპანელი სპეციალისტი უნაი ემერი დაინიშნება, რომელმაც “სევილია” რამდენიმე დღის წინ დატოვა.