“ინტერმა” ჩემპიონს მოუგო

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მორიგ ტურში ბაქოს “ინტერმა” უკვე გაჩემპიონებულ “ყარაბაღს” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 2:1 სძლია.

კახა ცხადაძემ გუნდის ოთხივე ქართველი ფეხბურთელი სასტარტოში დააყენა. ლომაიამ, ამისულაშილმა და სალუქვაძემ მატჩი სრულად ჩაატარეს, ხოლო ბაჩანა ცხადაძემ მოედანზე 76 წუთი დაჰყო და ყვითელი ბარათის მიღებაც მოახერხა.

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაშ კახა ცხადაძის გუნდი მეორე პოზიციაზე დაასრულებს.

ფინალში გასასვლელად “ინტერს” ცხადაძის გოლი არ ეყო

აზერბაიჯანის თასის გათამაშებაში ბაქოს “ინტერმა” და “ნეფთჩიმ” განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრა გამართეს.

კახა ცხადაძის გუნდში ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ ბაჩანა ცხადაძემ ითამაშა, რომელმაც 57-ე წუთზე საბოლოო ანგარიშით, 2:1 დააფიქსირა საკუთარი გუნდის სასარგებლოდ. მაგრამ, ეს მოგება “ინტერისთვის” ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. “ნეფთჩი” პირველი შეხვედრა 2:0 მოიგო და ფინალშიც უპრობლემოდ გავიდა.

 

ცხადაძის “ინტერმა” დერბი მოიგო

აზერბაიჯანის ჩემპიონატის 30-ე ტურის შეხვედრაში კახა ცხადაძის “ინტერი” “ბაკის” დაუპირისპირდა და ჩემპმიონატის აუტისადერს მინიმალური სხვაობით, 2:1 სძლია.

სტუმართა სასტარტო შემადნგელობაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელს არც ერთი ქართველი არ ჰყოლია. მეორე ტაიმში მოედანზე ბაჩან ცხადაძე დუბლის ავტორის, მენზა კოლის ნაცვლად შევიდა.

26 თამაშში მოპოვებული 50 ქულით “ინტერი” მეორე პოზიციაზე და ლიდერ “ყარაბახს” 10 ქულით ჩამორჩება.

ცხადაძის დებიუტის შედეგი – ცვლილებები და მომავლის იმედი

კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ორი შეხვედრა ჩაატარა. ახალი მწვრთნელის ხელში ეროვნულმა გუნდმა მალტასთან ამხანაგური გამარჯვების შემდეგ, გერმანიასთან საკვალიფიკაციო შეხვედრაში წააგო. ერთი შეხედვით შედეგები ლოგიკურია და ამის გაკეთება არც გასული წლის ფორმაციის ნაკრებს გაუჭირდებოდა, თუმცა წლის პირველმა სანაკრებო პაუზამ ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად ჯვაროსნებს მრავალი სიახლე მოუტანა.

ცხადაძემ სანაკრებო მოღვაწეობა გაფართოებული შემადგენლობის გამოცხადებით დაიწყო, რომელშიც ნაკრებში დაბრუნებულ ფეხბურთელებთან ერთად რამდენიმე ახალწვეულიც მოხვდა. საბოლოოდ ქვეყნის მთავარ გუნდს რევიშვილი, ნავალოვსკი, ამისულაშვილი, ყენია და ვაწაძე დაუბრუნდნენ.

სამწუხაროდ, პირველ შეკრებას არც კონფლიქტის გარეშე ჩაუვლია.შეგახსენეთ, რომ გაფართოებულ სიაში დასახელებულმა მერებაშვილმა საბოლოო განაცხადში მოხვედრა ვერ შეძლო, რის გამოც ცხადაძე გააკრიტიკა და ისიც კი განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით ნაკრებში არ ითამაშებს. თუმცა, ნაკრების მწვრთნელმა ემოციებს დიპლომატია ამჯობინა და განაცხადა, რომ მერებაშვილს შანსი კიდევ მიეცემა. შემადგენლობაზე საუბრისას ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ კახა მახარაძის სახით ნაკრებს დებიუტანცი ყავდა, რომელმაც, პირდაპირ რომ ვთქვათ, ჯერჯერობით მოლოდინი ვერ გაამართლა.

გადახალისებული შემადგენლობა ნაკრების სათამაშო მანერაზე და ტაქტიკურ სქემაზეც აისახა, რომელიც უფრო შემტევი გახდა, რაც გუნდს განსაკუთრებით მალტელებთან შეხვედრაში ეტყობოდა.

ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თამაში 3-5-2-1 სქემით დაიწყო, რაც მოძღავ და ფიზიკურად ძლიერ ფლანგებს გულისხმობდა. მარცხენა ფლანგზე გამწესებულმა ნავალოვსკიმ ამ ამოცანას თავი კარგად გაართვა, აი კობახიძემ კი დაცვითი ფუნქციების შესრულებაში მოიკოჭლა.

11081271_871543162903595_3262890384950862140_n

მეტოქიდან გამომდინარე მეორე ნახევარში ცხადაძემ გაცილებით შემტევი 4-2-3-1 მოსინჯა, რამაც შედეგი გამოიღო. საქართველოს ნაკრების შემაგენლობიდან გამომდინარე ყველაზე დიდი რესურსი სწორედ იმ შემტევი ტრიოს პოზიციის ფეხბურთელებში გვყავს, რომლებმაც ფორვარდი გადაცემებით უნდა მოამარაგონ და ზოგადად თამაშის სურათი შექმნან. თუნდაც ის ფაქტი, რომ საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი მერებაშვილი ნაკრებში ვერ მოხვდა, სწორედ ამაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მალტელებს გოლის გატანის და ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდათ და ეფიონგის შეტევის შედეგიანად დასრულების შემთხვევაში მალტელები რომ სრული შემადგენლობით დაცვაში ჩადგებოდნენ ამაში ეჭვი ალბათ არავის ეპარება. თუმცა, საბოლოოდ ცხადძის გუნდი უფრო იღბლიანი აღმოჩდა და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა.

ნაკრების მწვრთნელის პოსტზე მეორე და პირველი ოფიციალური მატჩი ცხადაძემ 3-5-2-1-ით დაიწყო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აქცენტი დაცვაზე გააკეთა და კობახიძის ნაცვლად მოედანზე დაცვაზე ორიენტირებული ლობჟანიძე ვიხილეთ.

11096566_874185055972739_2725422361016054943_n

ტრავმირებული ამისულაშივლის ნაცვლად კი თამაშში მე-3 წუთზე კიდევ ერთი დებიუტანტი, ლაშა დვალი ჩაერთო, რომელმაც მახარაძისგან განსხვავებით ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მატჩი რომ გერმანელთა დიდი უპირატესობით წარიმართა ამაში გასაკვირი არაფერი ყოფილა და ეს მოსალოდნელიც იყო. აი ცხადაძის ჩანაფიქრმა კი ვერ გაამართლა და გერმანელთა ტერიტორიული უპირატესობა სამათამაშოშიც და შედმეგ ტაბლოზეც აისახა. მწვრთნელის ტაქტიკური სქემა პირველ რიგში დატვირთულ მოედნის ცენტრს გულისხმობდა, თუმცა ხიფათი ყველაზე მეტად სწორედ ცენტრალური ზონიდან იქმნებოდა. ორივე გოლიც ამ ზონის მოთამაშეების უხეშ შეცდომებს მოჰყვა. რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მარცხი კონკრეტული ეპიზოდების ბრალია. ხსენებული მომენტების გარდა გუნდებს შორის კლასშიც საკმაოდ დიდი სხვაობა იგრძნობოდა და გერმანელებმა ეს გამარჯვება განსაკუთრებული პრობლემების გარეშე, პირველივე ტაიმში დაიბევეს. მეორე ნახევარი კი ქართველი გულშემატკივრისთვის გვირაბის ბოლოს სინათლის მსგავსი გახდა. მასპინძლებმა უფრო თამამად შეუტიეს და მართალია განსაკუთრებული ხიფათი მეტოქის კართან ვერ შექმნეს, თუცმა დაგვანახეს რომ ფეხბურთის თამაში შეუძლიათ.

ცხადაძე: “ამისულაშვილმა ძალზედ სერიოზული ტრავმა მიიღო”

როგორც მოგეხსენებათ, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ გუნდთა შორის გამართული მატჩის (0:2) პირველივე წუთზე “ჯვაროსნების” ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “არენასთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამისულაშვილის ტრავმა სერიოზული სახისაა.

“ამისულაშვილის ტრავმა ძალიან სერიოზულია. სამწუხაროდ, მას კუნთი აქვს გაწყვეტილი. ძალიან მონდომებული იყო და ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისია. გვჭირდება ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი, თან მან იცის ჩემი მოთხოვნილებები და ამ მხრივ უფრო გაგვიადვილდებოდა თამაში”, – აღნიშნა ცხადაძემ.

 

კახა ცხადაძე: “წლებია, ამ ფეხბურთელებს ლანძღვისა და გინების მეტი არაფერი არ მოუსმენიათ”

საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული დაპირისპირების (0:2) დასრულების შემდეგ შეხვედრა “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ შეფასა.

“ვულოცავ გერმანიის ნაკრებს გამარჯვებას. პირველივე ტაიმში ორი ცვლილების განხორციელება მოგვიწია, რაც ძალიან ცუდი იყო ჩვენთვის. ყველაზე დიდი პრობლემა ბურთის შენარჩუნება იყო. გრძელი გადაცემები და მოგერიებები არაფერში არ გვჭირდება. მეორე ტაიმში ფეხბურთის თამაში დავიწყეთ და რამდენიმე სახიფათო მომენტი შევქმენით. მჯერა, რომ ბიჭები მოუმატებენ. სჯობს ფეხბურთის თამაშით წააგო, ვიდრე ანტიფეხბურთით. წლებია, ამ ფეხბურთელებს ლანძღვისა და გინების მეტი არაფერი არ მოუსმენიათ. მთავარია, რომ რწმენა დაუბრუნდეთ და ყველაფერი კარგად იქნება. სამ დღეში გუნდის თამაშის აწყობა რეალური არ არის, თუმცა ამას თავის გასამართლებლად არ ვამბობ. მე ვხედავ, რომ ამ ნაკრებს პოტენციალი აქვს.

დვალი ძალიან კარგად ჩაერთო და მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. ამისულაშვილს მძიმე ტრავმა აქვს, კუნთი აქვს გაწყვეტილი, ხოლო ოქრიაშვილის შესახებ უფრო ზუსტად ხვალ გვეცოდინება. მჭედლიძეს პირველ ტაიმში ორ მცველთან უწევდა ბრძოლა და ვერ ვიტყოდი, რომ მან სუსტად ითამაშა. ჩვენ გვყავს სხვა თავდამსხმელებიც, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ცვლილებები აღარ გვქონდა და თამაშის გაძლიერება ვერ შევძელით”, – განაცხადა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ცხადაძემ.

 

კახა ცხადაძე: “დაცვაზე ვიქნებით ორიენტირებულები და შევუტევთ კიდევაც”

გერმანიის ნაკრებთან გასამართი შეხვედრის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

– მსოფლიოს ჩემპიონს ვეთამაშებით. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, მნიშნველოვანი მატჩი გველის. ჩვენც საგულდაგულოდ ვემზადებით. ეს ორი დღე მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შეგვიძლია კარგი ნაკრები ჩამოვაყალიბოთ. შევეცდებით, რომ კარგი შედეგი ვაჩვენოთ.

– უნდა ველოდოთ თუ არა გერმანიასთანაც რამდენიმე ტაქტიკურ ცვლილებას?
– უკვე გადაწყვეტილი გვაქვს, რა ტაქტიკითაც ვითამაშებთ. თუ დაგვჭირდა, შეიძლება, ტაქტიკაც შევცვალოთ.

– ალბათ, დაცვაზე იქნებით ორინტირებულები და შეუტევთ თუ არა?
– დაცვაზე ვიქნებით ორიენტირებულები და შევუტევთ კიდევაც.

– გერმანელებმა თქვეს, რომ მათთვის ფრე კოშმარი იქნებოდა…
– ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვება იქნება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონს ვეთამაშებით. განწყობას რაც შეეხება, მე ვხედავ, რომ გუნდში უფრო მეტი დალაგებული სახეა, ფეხბურთელები ოპტიმისტურად არიან განწყობილინი.

– თუ გადაწყვეტილი გაქვთ, რომელ თავდამსხმელს დააყენებთ ძირითადში?
– რა თქმა უნდა, გადაწყვეტილი გვაქვს. უკვე ვიცი, რა შემადგენლობითაც ვითამაშებთ ხვალ. შესაძლოა, ერთი ცვლილება გავაკეთოთ.

– იგივე შემადგენლობა იქნება, რაც მალტის ნაკრებთან იყო?
– რა თქმა უნდა, ცვლილებები იქნება.

ცხადაძე: „ანანიძე გერმანიასთან არ ითამაშებს“

მალტასთან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ჯანო ანანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანიის ნაკრებთან „სპარტაკის“ ნახევარმცველი არ ითამაშებს.

„ანანიძე ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მას საზარდულის ტრავმა აქვს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელის გამოყვანის უფლება არ მაქვს. ამიტომაც არ გავრისკავ და გერმანიასთან მას შემადგენლობის გარეთ დავტოვებ. ჯანო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და გუნდს ის ჯანმრთელი სჭირდება“, – განაცხადა ცხადაძემ.

კახა ცხადაძე: “ასე თუ გავაგრძელებთ, წარმატებასაც მივაღწევთ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მალტის ნაკრების წინააღმდეგ გამართული შეხვედრა შეაფასა.

კახა ცხადაძე: “პირველ რიგში, მინდა, ჩემს ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო. მალტის ნაკრების ბოლო ორი მატჩი ძალიან საინტერესო გამოდგა. მათ იტალიელებს მეორე ნახევარში წინააღმდეგობა გაუწიეს, ხოლო ბულგარელებთან ფრედ, 1:1 ითამაშეს.

პირველ ტაიმში მომენტები რომ გამოგვეყენებინა, მეორე ნახევარში გამარჯვებას ადვილად მივაღწევდით. მთავარია, მოვიგეთ. ამ გუნდს მომატების პოტენციალი გააჩნია.

გერმანიამ თავისი ტაქტიკური სქემა შეცვალა. წინ სამი დღე გვაქვს და ყველაფერს კიდევ ერთხელ გავაანალიზებთ.

რამდენიმე მოთამაშემ მეორე ნახევარში პოზიცია შეიცვალა. ძალიან მცირე დრო იყო იმისათვის, რომ ფეხბურთელებს ჩემი მოთხოვნები გაეგოთ, თუმცა მათ სათანადოდ ითამაშეს. ემოციები კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ემოცია ქაოსში არ გადაიზარდოს.

კარგია, რომ გატანილი გოლის შემდეგ ფეხბურთელებმა თამაშის სტილი არ შეცვალეს და ჩემი დავალება შეასრულეს. რაც შეეხება გამოუყენებელ მომენტებს, ეს შეგვიძლია ჩემს სადებიუტო მატჩსა და ფსიქოლოგიურ წნეხს დავაბრალოთ.

მახარაძესა და ნავალოვსკის კარგ დებიუტს, ხოლო ყენიას ნაკრებში დაბრუნებას ვულოცავ.

გუნდური თამაშისას შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების როლი მნიშვნელოვანია. დღეს, ყველას მიზანი გამარჯვება იყო. ასე თუ გავაგრძელებთ, წარმატებასაც მივაღწევთ.

როდესაც შედეგზე ვითამაშეთ, მეორე გოლიც გავიტანეთ. მახარაძეს დაცვაში თამაშიც შეუძლია, თუმცა სისწრაფის გამო, მომავალში მას დაცვის ცენტრში არ მოვიაზრებ.”

ცხადაძის გაფართოებული სიიდან 6 ლეგიონერი ამოვარდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საწვრთნელ შეკრებას 23 მარტს დაიწყებს. კახა ცხადაძე „ჯვაროსნებს“ სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეკრებს და მომავალი მატჩებისთვის მოამზადებს.

მალტასთან ამხანაგური შეხვედრისა და გერმანიასთან ოფიციალური მატჩისთვის, ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით სულ 23 ფეხბურთელი მოემზადება. შეგახსენებთ, რომ გაფართოებულ შემადგენლობაში თავიდან 29 მოთამაშე დასახელდა, შემდეგ კი სიას კიდევ ორი ფეხბურთელი დაემატა.

მორიგი ევროპული ტურის შემდეგ გაფართოებული შემადგენლობიდან საბოლოოდ 19 ლეგიონერი შეირჩა და ორ უახლოეს შეხვედრაში ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდნენ ლაშა სალუქვაძე (“ინტერი”, აზერბაიჯანი), გიორგი ფოფხაძე (“იაგელონია”, პოლონეთი), ბუბა დაუშვილი (“კარპატი”, უკრაინა), გიორგი მერებაშვილი (“ოფი”, საბერძნეთი), მათე ვაწაძე (“ორჰუსი”, დანია), ოთარ მარცვალაძე (“ტოსნო”, რუსეთი).

ნაკრების ლეგიონერების სია ამჟამად ასე გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი ლორია („ოფი“, საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი („ტოსნო“, რუსეთი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე („ომონია“, კვიპროსი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი („ინტერი“, აზერბაიჯანი), საბა კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), ლაშა დვალი („ქასიმფაშა“, თურქეთი), გიორგი ნავალოვსკი („ტოსნო“, რუსეთი)

ნახევარმცველები: კახა მახარაძე („ფახთაქორი“, უზბეკეთი), ჯაბა კანკავა („დნიპრო“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), ლევან ყენია („სლავია“, ჩეხეთი), ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, რუსეთი), სანდრო კობახიძე („ვოლინი“, უკრაინა)

თავდამსხმელები: გიორგი ჭანტურია („კლუჟი“, რუმინეთი), ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი)

ეროვნულ ნაკრებს ოთხი მოთამაშე საქართველოს ჩემპიონატიდან დაემატება. ცხადაძე საბოლოო არჩევანს უმაღლესი ლიგის 21-ე ტურის შემდეგ გააკეთებს.

 

ხიზანიშვილი, ამისულაშვილი და ყენია ნაკრებში ბრუნდებიან

დღეს, “მიხეილ მესხის” საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ ეროვნული გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

მეკარეები: გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი, ომარ მიგინეიშვილი, რევაზ თევდორაძე

მცველები: უჩა ლობჟანიძე, გურამ კაშია, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ლაშა სალუქვაძე, ლაშა დვალი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა თოთაძე, გიორგი ფოფხაძე, სოლომონ კვერკველია,

ნახევარმცველები: ჯანო ანანიძე, ალექსანდრე კობახიძე, გიორგი მერებაშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯაბა კანკავა, ლევან ყენია, გიორგი ჭანტურია, ნიკა ძალამიძე, მამუკა კობახიძე,  ვაკო ყაზაიშვილი, მურთაზ დაუშვილი

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე, მათე ვაწაძე, ბაჩანა ცხადაძე, ოთარ მარცვალაძე

შეგახსენებთ, რომ უახლოეს ორ შეხვედრას ქვენის მთავარი გუნდი მარტის ბოლოს ჩაატარებს. 25-ში “მიხეილ მესხზე” ქართველები ამხანაგურად მალტას დაუპირისპირდებიან, ხოლო 29 მარტს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში გერმანიის ეროვნულ ნაკრებს “დინამო არენაზე” უმასპინძლებს.

კახა ცხადაძე: “სწორი თამაშით შედეგის მიღწევა ყველა მეტოქესთან შეიძლება”

დღეს, მიხეილ მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, კახა ცხადაძემ მედიის კითხვებს უპასუხა და ნაკრების გეგმებზე ისაუბრა.

“ჩემი სამუშაო ცოტა სუმბურულია. ფაქტობრივად ცაში მიწევს ყოფნა. “დინამოს” თამაშზე ვიყავი, დავბრუნდი ბაქოში, ახლა კვლავ ჩამოვედი და დღეს ქუთაისში გასამართ შეხვედრას დავესწრები. ვცდილობ, რომ საქართველოს ჩემპიონატს მაქსიმალურად დავესწრო. თუმცა, ამ ეტაპზე 2-3 ფეხბურთელის გამოკლებით ყველა ლეგიონერია. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი უნდა გაძლიერდეს.  წინააღმდეგ შეთხვევაში, ის წარმატებული ახალგაზრდული თაობა, რომელიც ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობს, უბრალოდ დაიკარგება. აუცილებელია, რომ ჩვენი კლუბები გაძლიერდნენ და ადგილობრივ კადრებთან ერთად ძლიერ ლეგიონერებზე გააკეთონ აქცენტი.

საბოლოო შემადგენლობის დასახელებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა ძირითადი ბირთვი ცნობილი 19-ში გახდება. შეკრებას 22-დან ვიწყებთ, 23-ში კი ყველა მოთამაშე შემოგვიერთდება.

მალტასთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამ მატჩამდე მხოლოდ ორი დღე მექნება, რაც ძალიან ცუდია. ამიტომ, ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.” – განაცხადა ცხადაძემ 

საქართველოს ნაკრების დამრიგებელი პრემიალური სისტემის თემასაც შეეხო:

“ჩემი დამოკიდებულება პრემიალური სისტემის შესახებ  არის უარყოფითი. ჩემს კლუბშიც ამის გარეშე ვმუშაობ. გუნდის მიზანი საერთო შედეგის მოპოვებაა და არა კონკრეტულ შეხვედრაში წარმატება. თუმცა, ამ თემას ფეხბურთელებთან ერთად აუცილებლად განვიხილავ” 

ცხადაძემ ტაქტიკური მონახაზის შესაებაც ისაუბრა:

“ფეხბურთი მხოლოდ შეტევისგან არ შედგება და სწორი თამაში მრავალი კომპონენტისგან შედგება. ყველაფერი დამოკიდებულია მეტოქეზე და იმაზე, თუ რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი კონრეტულ შეხვედრაში. რა თქმა უდნა, ყველას გვინდა, რომ მალტასთან ვიყოთ პირველი ნომერი და ეს ასეც იქნება. ამ გუნდის ერთი თამაში ვნახე და გუნდის სათამაშო სტილი და სქემა იყო მეორე ნომრად თამაში, ამიტომ ამ შემთხვევაში მეტოქეც გვაძლევს პირველ ნომრად თამაშის საშუალეას. გერმანიასთან კი ბუნებრივია ეს ასე არ იქნება. ეს გუნდი მსოფლიო ჩემპიონია, თუმცა არ უდნა შეგვეშინდეს. გერმანელები მუნდიალის შემდეგ სტაბილურობის ნაკლებობას განიცდიან. მთავარია, მოთამაშეები საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები იყვნენ. სწორი თამაშით შედეგის მიღწევა ყველა მეტოქესთან შეიძლება.”