ურუგვაელმა თავდამსხმელმა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა, ჭორებზე მოეღო ბოლო, რომლის მიხედვითაც, მასსა და იბრაჰიმოვიჩს შორის ცუდი ურთიერთობა იყო.
ფრანგული პრესა ედინსონ კავანის ზლატანთან ცუდ ურთიერთობას აბრალებდა. ურუგვაელის თქმით, ისინი არ არიან მეგობრები, მაგრამ ერთმანეთს პატივს სცემენ.
“არ ვიცი, რა სახის ჭორებს აგორებენ ჩემსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ურთიერთობის თაობაზე. გუნდში ბევრი მეგობარი მყავს. შეიძლება თანაგუნდელები მეგობრები არ იყვნენ, მაგრამ ჩვენ ყველანი ერთმანეთს პატივს ვცემთ”.
“ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ გუნდმა შემიძინა იბრაჰიმოვიჩისნაირად სათამაშოდ, მაგრამ ეს ხშირად არ მაწუხებს ხოლმე”.
“საფრანგეთის ჩემპიონატში ერთი პერიოდი უგოლობის სერია მქონდა. ვფიქრობ, თავდამსხმელისთვის მხოლოდ ის არაა სავალდებულო, ერთ მატჩში ხუთი გოლი გაიტანოს. ამის გარდა, გუნდში არანაირი პრობლემა არ მაქვს,”-განაცხადა კავანიმ.