ლალანა: “როდესაც კლოპი გაბრაზებულია, წუხს, გერმანულად რომ ვერ გველაპარაკება”

მერსესაიდის “ლივერპულის” ნახევარმცველმა, ადამ ლალანამ გუნდის მთავარ მწვრთნელზე, იურგენ კლოპზე საუბრისას აღნიშნა, რომ კლოპი ხშირად ნატრობს, “ლივერპულელებთან” გერმანულ ენაზე შეეძლოს საუბარი.

“კლოპი ამას ხშირად ამბობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გაბრაზებულია:”ნეტა თქვენთან გერმანულად საუბარი შემეძლოს”.

კლოპის ინგლისური საშინელია. მართალია, მესმის, რისი თქმა უნდა სინამდვილეში, მაგრამ გადმოცემა ნამდვილად უჭირს. შექებაც გამოსდის და გაკრიტიკებაც, თუმცა მისი ჩახუტება განსაკუთრებულია.

კლოპი ძალიან გულწრფელი ადამიანია, მუდამ გეუბნება, თუ შენით ბედნიერია, ან პირიქით. ის უბრალოდ უნიკალურია, ემოციების დამალვა არ შეუძლია. რამის დამალვა რომც სცადოს, ბოლოს მაინც წამოსცდება,” – აცხადებს ლალანა.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (21 იანვარი)

“იუვენტუსი” ემრე ჩანს აკვირდება

“ბიანკონერის” ხელმძღვანელებმა გუნდის მთავარ სკაუტებს “ლივერპულის” გერმანელი მაესტროსთვის, ემრე ჩანისთვის თვალყურის დევნება დაავალეს. აღსანიშნავია, რომ ჩანი იურგენის გეგმებში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს, ასე რომ, რაც მისი “ენფილდიდან” წასვლის შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

“პსჟ” ფრენკ კესიეს ტრანსფერზე მუშაობს

“პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები მზად არიან “ატალატას” ცენტრალური ნახევარმცველის, ფრანკ კესიესთვის ბრძოლაში “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ჩელსის” გაუწიონ კონკურენცია. როგორც ცნობილი ხდება, იტალიური კლუბი მას 30 მილიონ ფუნტად აფასებს.

პერიშიჩის ტრანსფერზე სამი ინგლისური კლუბი მუშაობს

Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “ინტერის” 27 წლის ლიდერის, ივან პერიშიჩის გადაბირებით სამი ინგლისური კლუბია დაინტერესებული – “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი” და “ლივერპული”.

საქართველო

პსჟ ადამ ლალანასა და დელე ალის გადაბირებას აპირებს

როგორც ცნობილი ხდება, ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები კვლავ აპირებენ სატრანსფერო ბაზარზე თავიანთი ჰეგემონიის დამყარებას. ამჯერად, ფრანგთა ინტერესთა სფეროში “ლივერპულისა” და “ტოტენჰემის” ფლეიმეიკერები ადამ ლალანა და დელე ალი მოხვდნენ.

დი მარია: “წავალ თუ არა ჩინეთში?”

გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზიურ სუპერ ლიგაშე მოთამაშე რამდენიმე გუნდს “პსჟ”-ს შემტევის, ანხელ დი მარიას შეძენა სურს. ამ თემაზე არგენტინელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა: “ყველა ფეხბურთელს აქვს არჩევნის გაკეთების უფლება.ზოგ მათგანს უნდა, რომ ჩინეთში წავიდს, ითამაშოს და გაცილებით მეტი ფული იშოვოს. ეს ჩვეულებრივი მომენტია. მე კი ჩემი გზა გამაჩნია, რომელსაც საკუთარ ოჯახთან ერთად ბედნიერად მივყვები.”

“ინტერი” ხამესისთვის იბრძოლებს

გავლენიანი იტალიური გამოცემა Tuttosport იტყობინება, რომ “ინტერის” მესვეურები მადრიდული “რეალის” კოლუმბიელი შემტევის, ხამეს როდრიგესის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. წყაროს ცნობით, “ნერაძური” მზადაა, ხამესის სანაცვლოდ 80 მილიონი გადაიხადოს.

ლალანას გადაბირებით ევროპული გრანდები არიან დაინტერესებულნი

მერსესაიდული “ლივერპულის” ჰავბეკი, ადამ ლალანა ევროპული გრანდების ინტერესთა სფეროებში მოექცა.

ინგლისელი ნახევარმცველის გადაბირებით “ბარსელონას”, “იუვენტუსისა” და “პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები არიან დაინტერესებულნი. ამ დროს კი, ლალანა “წითლებთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას ნამდვილად არ ჩქარობს, რაც მისი წასვლის შანსებს კიდევ უფრო ზრდის.

მართალია, ლალანას ამჟამინდელი კონტრაქტი 2019 წლის ივნისამდე არ იწურება, თუმცა “ენფილდელებს” მისი გამოსასყიდი თანხა ეცოტავებათ, ამიტომაც სურთ “ლივერპულის” უფროსებს მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება.

ერთადერთი რამ, რასაც შეუძლია, ლალანას “ენფილდის” დატოვება გადააფიქრებინოს, მისთვის ევროპული ფეხბურთის თამაშის შეთავაზებაა.

The Sun: ზაფხულში “ტოტენჰემის” მთავარი სამიზნე ადამ ლალანა იქნება

ინგლისური გამოცემის, The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ადამ ლალანა “ტოტენჰემის” პრიორიტეტული სამიზნე იქნება.

როგორც იცით, “სპურსის” მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო აქამდეც მუშაობდა ლალანასთან, “საუთჰემპტონში” ყოფნის პერიოდში. პოჩეტინო თვლის, რომ “უაით ჰართ ლეინზე” ლალანა თავისი შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენას შეძლებს.

არგენტინელი სპეციალისტი “მამლების” შეფთან, დანიელ ლევისთან ამ საკითხზე დალაპარაკებას სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე აპირებს. დიდია ალბათობა, იმისა რომ ლევმა 20 მილიონ ფუნტად შეფასებულ ფეხბურთელზე ნადირობა გამოაცხადოს.

28 წლის ფეხბურთელი “ენფილდზე” 2014 წელს გამოჩნდა, რისთვისაც “წითლებმა” 25 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. მიმდინარე სეზონსი მან 36-ჯერ მოირგო “ლივერპულის” მაისური, თუმცა იურგენ კლოპი კლუბში მარიო გიოტცესა და მარკო როისის მოყვანას აპირებს, ამიტომაც შესაძლოა ლალანას ადგილი გუნდში აღარ დარჩეს.

ლალანა: „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩში გავერთეთ“

„ლივეპრულის“ ნახევარმცველმა ადამ ლალანამ „მანჩესტერ სიტისთან“ ანგარიშთ 4:1 მოგებული მატჩი შეაფასა.

„ჩვენ მეტოქეს ბურთს კონტროლისას დროს არ ვაძლევდით. ძალიან სახიფათოდ ვთამაშობდით, ეს ნამდვილი გართბა იყო.

სახლში ქულები აღარ უდნა დავკარგოთ. ასეთი მოგებები „ენფილდზე“ ვერ მოგებული მატჩების გამო ნაკლებად გვიფასდება“, – განაცხადა ლალანამ.

ლალანა: “ლივერპულს მესამე ადგილზე გასვლა შეუძლია”

“ლივერპულის” ნახევარმცველმა ადამ ლალანამ “ტოტენჰემის” დამარცხების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

“ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ახლა “ტოტენჰემს” მხოლოდ ერთი ქულით ჩამოვრჩებით და ბრძოლის გასაგრძელებლად ყველაფერი გვაქვს. მესამე ადგილის მოპოვები შანსიც გვაქვს. გუნდს დენიელ სტარიჯი დაუბრუნდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

დღეს, მოგება ძალიან მინდოდა. ეს დიდი თამაში იყო და სტადიონზე მშვენიერი ატმოსფერო სუფევდა. ძალიან გამახარა მარიო ბალოტელის გოლმა, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია” – განაცხადა ლალანამ.

 

ლალანა ერთ თვეს გამოტოვებს

„ლივერპულის“ ნახევარმცველი ადამ ლალანა ტრავმის გამო, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

ფეხბურთელი „ლესტერთან“ მატჩში დაშავდა. აქედან გამომდინარე, ლალანა მინიმუმ „ჩელსისთან“, „ასტონ ვილასთან“, „სანდერლენდთან“ და „ვესტ ჰემთან“ შეხვედრებს გამოტოვებს.

ადამ ლალანას კურიოზული გოლი “სუონსის” კარში (ვიდეო)

29 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ლივერპულსა” და “სუონსის” შორის გამართულ შეხვედრაში (4:1) ადამ ლალანამ მეტოქეს კურიოზული გოლი გაუტანა.

ჰოლანდიელმა კომენტატორმა ლალანას გვარი მუსიკალურად გააჟღერა

ინგლისის პრემიერლიგის XIX ტურში “ლივერპულმა” “სუონსი სიტი” ანგარიშით 4:1 დაამარცხა. მატჩში დუბლი შეასრულა ადამ ლალანამ, რომლის გვარიც ჰოლანდიელმა სპორტულმა კომენტატორმა პირდაპირი ტრანსლაციის დროს მუსიკალურად გააჟღერა.

ლალანა: “ლივერპულს სეზონის ოთხეულში დასრულება შეუძლია”

“ლივერპულის” ფეხბურთელი ადამ ლალანა საკუთარი გუნდის პერსპექტივბს ოპტიმისტურად აფასებს.

“ვთვლით, რომ “ლივერპულს” სეზონის ოთხეულში დასრულება შეუძია. მთავარია, გუნდმა გამარჯვებების მოპოვება დაიწყოს.

მიმდინარე სეზონში ჩვენი მიზანი ტიტულის მოგებაა. მწვრთნელი ამბობს, რომ მისი მოსვლის დღიდან “ლივეპრული” პროგრესირებს, თუმცა ჯერ არაფერი მოგვიგია, რაც გამოსასწორებელია” – თვლის ლალანა.

“კრისტალ პელასთან” გასამართი მატჩის წინ წითლები მე-11 პოზიციაზე არიან.

 

ოფიციალურად: ლალანა „ლივერპულის“ ფეხბურთელია

როგორც მოსალოდნელი იყო, ახალგაზრდა ინგლისელი ნახევარმცველი ადამ ლალანა „ლივერპულს“ შეუერთდა. ლივერპულელებმა ლალანას სანაცვლოდ 23 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადეს. ლალანამ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

„ძალიან მოხარული ვარ კარიერაში მორიგი წინგადადგმული ნაბიჯით და ისეთ განსაკუთრებულ კლუბში მოსვლით, როგორიც “ლივერპულია”. სრულიად მოტივირებული ვარ და ერთი სული მაქვს, როდის ჩავიცვამ მერსისაიდელთა მაისურს პირველ მატჩში.

იმედი მაქვს, რომ ადაპტირებას მალე შევძლებ. ყველაფერს გავიღებ ამ კლუბისათვის. ვიმედოვნებ, რომ გუნდს გამოვადგები და ერთად მოვიგებთ ტიტულებს. სწორედ ამისათვის ვარ აქ, მინდა, რომ მივაღწიო სერიოზულ წარმატებებს”

ლალანა „ლივერპულში“ 20-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

 

ლალანა ლივერპულში წარადგინეს

ინგლისის ნაკრების 26 წლის ფეხბურთელი ადამ ლალანა “ლივერპულის” მოთამაშე ოფიციალურად გახდა. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ნახევარმცველმა კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. ახალწვეულს 20-ნომრიანი მაისურა გადასცეს.

“ამ გამორჩეულ კლუბში გადმოსვლით გახარებული ვარ. იმედია ადაპტაციის პრობლემა არ მექნება და ჩემს საუკეთესო თვისებებს წარმოვაჩენ. “ლივერპულში” წარმატების მისაღწევად და ტიტულების მოსაგებად მოვედი” – განაცხადა ლალანამ.