ფერნანდო იეროს წინასამატჩო პრესკონფერენცია მაროკოსთან შეხვედრამდე

25 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ესპანეთი მაროკოს დაუპირისპირდება. “ფურია როხა” მერვედფინალში გასულია, თუმცა ჯერ არ გარკვეულა, ის დაიკავებს პირველ ადგილს თუ პორტუგალია, რომელიც ირანს შეხვდება.

მნიშვნელოვანი თამაშის წინ, ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდო იერომ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“მეტი ძალა მოედნის ცენტრში? არა, ძალისმიერი თამაში ჩვენთვის არაა. მაროკო ძალიან კარგი გუნდია და პორტუგალიასთანაც მშვენიერი თამაში ჩაატარა. მათ წინააღმდეგ ასპარეზობა რთულია, რადგან მობილურები არიან. თუმცა, ჩვენი მოვალეობა სამი ქულის აღება, კარგი თამაშის ჩვენებაა. ხოლო, თუ შევძებთ, რომ პირველ ადგილზე დავასრულოთ ეს ეტაპი, უკეთესი იქნება. არ ვიცით, ხვალ მეტოქე როგორ ითამაშებს. თუმცა, ჩვენი ძალების გვჯერა.

ეს თანასწორობის მსოფლიოს ჩემპიონატია. ყველა გუნდი კარგად თამაშობს და, საბედნიეროდ, ფეხბურთი უფრო თანასწორია. ეს სპორტის ამ სახეობისთვის ძალიან სასარგებლოა,” – ამბობს იერო.

ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ორი ახალაგაზრდა ფეხბურთელი შეიყვანა

მადრიდის “რეალში” ტრავმიანობაა. მარსელო და კარვახალი ისევ ვერ ახერხებენ მწყობრში ჩადგომას. ბრაზილიელი მცველი მოედანზე განცალკევებით ვარჯიშობს. კარვახალი კი, “ვალდებებასის” საწვთნელი ბაზის მინდორზე ჯერ არ ჩანს.

სწორედ ამიტომ, ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი შეიყვანა.

 

პირველი მათგანი მარცხენა მცველი – აბნერია. 20 წლის ბრაზილიელი ე.წ. “A სიაშია” შეყვანილი. ეს ახალგაზრდა 46-ნომრიან მაისურს მორგებს. რაც შეეხება მეორე სპორტსმენს, ესაა აშრაფ ჰაქიმ მოუჰი (“B სია”). იგი 18 წლის მაროკოელი მარჯვენა მცველია. აშრაფი 32-ნომრიან მაისურს მოირგებს.

 

მაროკომ აფრიკის თასის მასპინძლობაზე უარი განაცხადა

მაროკოს ხელისუფლება ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანამ ფეხბურთში აფრიკის ერთა თასის მასპინძლობაზე უარი განაცხადა.

ტურნირი 2015 წლის 17 იანვარს უნდა დაწყებულიყო.

მაროკოს უარის მიზეზი “შავ კონტინენტზე” გავრცელებული ებოლას ეპიდემია გახდა. ქვეყნის ხელისუფლება ვირუსის გავრცელებას უფრთხის.

მაროკოელები ტურნირის 2016 წლამდე გადავადების ინიციატივით გამოვიდნენ, თუმცა ეს შეთავაზება შესაბამისმა ორგანომ უარით გაისტუმრა.

11 ნოემბერს, კაიროში აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის სხდომა გაიმართება და გაირკვევა, თუ სად ჩატარდება 2015 წელს ტურნირი.

 

რუსი ფეხბურთელის სუპერ-გოლი მაროკოს ნაკრების კარში

6 ივნისს, რუსეთისა და მაროკოს ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში (2:0), იური ჟირკოვმა მეტოქის კარი უძლიერესი დარტყმით დალაშქრა.