პარუნაშვილი: “ვისლას” ვარიანტივ მქონდა, თუმცა “ესბიერგი” ავირჩიე”

თბილისის “დინამოს” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ლაშა პარუნაშვილი კარიერას “ესბიერგში” გააგრძელებს. ამის შესახებ დანიური კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

23 წლის ნახევარმცველმა Fanebi.Com-თან ისაუბრა.

“დინამოსთან”, კონტრაქტის დასრულების შემდეგ, ახალი ხელშეკრულების დადება აღარ ვისურვე. მართალი გითხრათ, “ესბიერგამდე”, პლოცკის “ვისლადან” მქონდა შემოთავაზება. თუმცა, მოლაპარაკება ძალიან გაიწელა და, საბოლოოდ, წარუმატებლადაც დასრულდა.”

“ესბიერგის” სპორტულმა დირექტორმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი თამაში ნანახი აქვს, ამ მხრივ საკმაოდ კარგად მიცნობს და მოხიბლულია ჩემით. ერთი სიტყვით, მას ჩემი “ესბიერგში” ხილვა სურდა. თან დიდ სათამაშო დროსაც დამპირდა. სადაც პრაქტიკა გაქვს, იქ უნდა წახვიდე – ასეც მოვიქეცი.”

“მოკლედ, იგი ისე მელაპარაკა, რომ უარი ვეღარ ვუთხარი,” – განუცხადა Fanebi.Com-ს ლაშამ.

ოფიციალურად: ლაშა პარუნაშვილი დანიური “ესბიერგის” ფეხბურთელია!

თბილისის “დინამოს” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ლაშა პარუნაშვილი კარიერას “ესბიერგში” გააგრძელებს. ამის შესახებ დანიური კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

23 წლის ნახევარმცველს იანვარში თბილისურ გუნდთან დადებული ხელშეკრულების პერიოდი დაუმთავრდა. შესაბამისად, ლაშა “ესბიერგში” თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა. მან ორწელიწად-ნახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ახალი ხელშეკრულების თანახმად, პარუნაშვილი 2019 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს ნახსენებ გუნდში.

აქვე გეტყვით, რომ “ესბიერგში” კიდევ ორი ქართველი, ბუდუ ზივზივაძე და ოთარ კაკაბაძე გამოდან.

 

საჩხერის “ჩიხურამ” და თბილისის “დინამომ” უგოლო ფრე გააგორეს

დღეს სტარტი აიღო საქართველოს ეროვნულმა ჩემპიონატმა. ერთ-ერთ შეხვედრაში “ივანწმინდა არენაზე” საჩხერის “ჩიხურამ” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა.

შეხვედრა სტუმრებმა დაიწყეს. პირველი წუთები გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდი ცდილობდა  შეტევას. პირველი რეალური მომენტი “დინამოს” შეექმნა. პაპუნაშვილმა მოედნის მისადგომებიდან სტანდარტი შეასრულა, ბურთი საჯარიმოში ჩავარდა, დვალიშვილი თავით დარტყმას ცდილობდა, თუმცა კაშიამ ხელი შეუშალა. მე-19 წუთზე ცინცაძეს ჰქონდა საოცარი მომენტი – მან საჯარიმოს გარედან გაისროლა, დინო ჰამზიჩმა შორეულ ცხრიანში წასული ბურთის მოგერიება ძლივს მოახერხა.

“ჩიხურაც” გააქტირუდა. კონკრეტულად, სარდალიშვილმა შეუტია და მის წინააღმდეგ რენემ დაარღვია თამაშის წესი. ჩიკვაიძეს დაბალი დარტყმით უნდოდა საჯარიმოში ბურთის შეგდება, მაგრამ “დინამოს” მოთამაშეებმა ბურთი ადვილად გამოიტანეს. ამ მომენტს მიკელ ალვარომ უპასუხა, ისევ და ისევ, შორეული დარტყმით, მაგრამ ჰამზიჩს ამ ბურთის ხელში დაჭერა არ გასჭირვებია.

28 წუთზე კაშიამ ითამაშა კიტეიშვილის წინააღმდეგ ცუდად. მსაჯმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა. ლამის საჯარიმოს ხაზზე დანიშნული ჯარიმა ცინცაძემ შასრულა და ცოცხალ კედელს გაარტყა. სულ ცოტა ხნის შემდეგ, კი სარდალიშვილმა მუცელში მოარტყა ფეხი პაპუნაშვილს და ყვითელი ბარათიც მიიღო.

უხეში თამაშით “დინამოც” არ ჩამორჩა “ჩიხურას”. რენე ფერეირამ საჩხერელთა ფეხბურთელი წააქცია. განუგრავამ ჩააწოდა, თუმცა ბურთი კარს გადასცდა.

მეორე ტაიმიც იგივე სცენარით წარიმართა. ორივე გუნდი ცდილობდა საკუთარი კარის მშრალად შენახვას და მეტ-ნაკლებად – შეტევასაც. 52-ე წუთზე დეკანოიძემ დაარტყა ჯარიმა, მაგრამ  ამაოდ.

ცოტა ხანში დვალიშვილს მიუვიდა ფლანგზე ბურთი. მან მარტივად შეიგდო საჯარიმოში და მარცხენა ფეხით ძლიერად დაარტყა, თუმცა ბურთი კარს ასცდა.

74-ე წუთზე ყოფილ “ჩიხურელს”, ჯამბულ ჯიღაურს ჰქონდა მომენტი. საჯარიმოდან გამოვარდნილი მაღალი ბურთი, ტექნიკურად დაარტყა იმერელთა კარისკენ, თუმცა დინო ჰამზიჩმა უბადლოდ ითამაშა და ანგარიშის გახნსას ხელი შეუშალა. სულ მალე პაპუნაშვილმა ახლოდან დაურტყა “ჩიხურელთა” მეკარეს, თუმცა უცხოელ ლეგიონერს ბურთი ხელებში მიუვიდა.

“დინამო” უფრო გააქტიურდა. პაპუნაშვილმა 81-ეზე კუთხური მოაწოდა. დაახლოებით, 5-6 მეტრიდან ცინცაძემ თავით დაარტყა, თუმცა კარს მაღლიდან გადააცილა.

შეხვედრაში საინტერესო აღარაფერი მომხდარა და, საბოლოოდ, იგი უგოლო ფრით – 0-0 დასრულდა.

საჩხერის “ჩიხურა”: დინო ჰამზიჩი, თორნიკე გრიგალაშვილი, გიორგი განუგრავა, მიშიკო სარდალიშვილი, გიორგი ივანიშვილი (ირაკლი ლექვთაძე 87 წთ.), ლაშა ჩიკვაიძე, თორნიკე გორგიაშვილი (გიორგი გაბედავა, 9 წთ.), დენის დობროვოლსკი, შოთა კაშია, გიორგი რეხვიაშვილი, ბესო დეკანოიძე (დიმიტრი ტატანაშვილი, 62 წთ.).

სათადარიგო შემადგენლობა: კონსტანტინე სეფიაშვილი, გიორგი გაბედავა, თორნიკე მუმლაძე, გიორგი კორიფაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ლევან კაკუბავა, ირაკლი ლექვთაძე.

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.

თბილისის “დინამო”: ანტონ სკრიბე, უჩა ლობჟანიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, მათე ცინცაძე, ვლადიმერ დვალიშვილი (ჯამბულ ჯიღაური 67 წთ.), გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კიტეიშვილი (ლაშა პარუნაშვილი, 90 წთ.), მათიას კურიე (ვახტანგ ჭანტურიშვილი, 56 წთ), მიკელ ალვარო, რენე ფერეირა, მატია შპიჩიჩი.

სათადარიგო შემადგენლობები: გიორგი ლომაია, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ლაშა პარუნაშვილი, გიორგი თევზაძე, ბექა მიქელთაძე, ჯამბულ ჯიღაური, ზაზა თევზაძე.

მთავარი მწვრთნელი: იურაი იარაბეკი.

გაფრთხილებები: კაშია (34 წთ), სარდალიშვილი (35 წთ.), გაბედავა (85 წთ.), რენე (38 წთ.), ამისულაშვილი (42 წთ.).

 

 

ჭანტურიშვილმა გულშემატკივართან დაპირისპირების მიზეზზე ისაუბრა

დღეს თბილისური და ზაგრებული “დინამოების” შეხვედრის შემდეგ, გულშემატკივერების ერთ-ერთ დაჯგუფებასა და ქართუული კლუბის ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა.

Fanebi.Com-თან ნახსენები ფაქტის მიზეზზე ისაუბრა ვახო ჭანტურიშვილმა.

“გაუგებრობა  მოხდა… მოკლედ, ზაგრებში რამდენიმე ფანი ჩამოვიდა ჩვენს საგულშემატკივროდ. ისინი თამაშის დროს ტრიბუნებზე ვერ შევამჩნიეთ. მატჩი რომ დამთავრდა, ფეხბურთელები ჩავიდნენ გასახდელში, მე ბოლოს გამოვედი, ეს რამდენიმე გულშემატკივარი მხოლოდ მე შევნიშნე და მათ ტაში დავუკარი, მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისთვის. ისინი დღეს იმას აპელირებდნენ, სხვა ფეხბურთელებმა – მთლიანმა გუნდმა რატომ არ გვითხრა მადლობა ზაგრებშიო. მიზეზი მარტივია – კლუბის წევრთა უმრავლესობამ სიმცირის გამო ისინი ვერ შეამჩნია,” – განაცხადა ჭანტურიშვილმა.

“დინამოს” ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს შორის დაპირისპირება მოხდა (ფოტო)

დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი შეხვედრა თბილისის “დინამოსა” და ზაგრების “დინამოს” შორის, რომლის შემდეგაც ჩვენი გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის შესარჩევს გამოეთიშა.

საგულისხმოა, რომ მატჩის შემდეგ საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. მას შემდეგ, რაც “დინამოს” ფეხბურთელებმა მადლობა გადაუხადეს “გლადიატორებს”, ფანთა სხვა დაჯგუფებიდან მათ მიმართ უხეში სიტყვები წამოვიდა. მოთამაშეებიდან რამდენიმემ იგივე გზით უპასუხა აგრესიულ გულშემატკივრებს.

პარუნაშვილი: “იდეალური პირველი ტაიმი იყო”

დღეს თბილისის “დინამომ” ერევანში “ჩემპიონთა ლიგის” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ჩაატარა “ალაშკერტის” წინააღმდეგ. მატჩი 1:1 დასრულდა და ქართველები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ; ორი თამაშის ჯამში – 3:1.

დედაქალაქური გუნდის მოთამაშემ, ლაშა პარუნაშვილმა Fanebi.Com-თან ისაუბრა.

“საერთო ჯამში, კარგი მატჩი გამოვიდა. დეტალურად რომ მივყვეთ, პირველი ტაიმი იდეალური იყო. ზედმიწევნით შევასრულეთ მწვრთნელის დავალებები. საწყის 45 წუთში მოპოვებულმა უპირატესობამ გამოიწვია ის, რომ  მეორე ნახევარში მოვდუნდით და მეტოქემ ეს კარგად გამოიყენა. მოდუნება დაუშვებელია და ეს შეცდომა იყო! მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.”

“შემდეგ ეტაპზე უფრო მეტი კონცენტრაციით ვიასპარეზებთ. ჯერ ჩვენი მეტოქე არ გარკვეულა, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან რთული შეხვედრები გველის; მესამე საფეხურზე ხომ სუსტი მეტოქეები არ არსებობენ,” – განუცხადა ლაშამ Fanebi.Com-ს.

პარუნაშვილი:”დღეს “დინამო” ფავორიტია!”

დღეს გაიმართება “ჩემპიონთა ლიგის” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა თბილისის “დინამოსა” და ერევნის “ალაშკერტს” შორის. წელს  “დინამოელებისთვის” ეს პირველი გამოსვლა იქნება ევროტურნირებზე.

ნახსენებ შეხვედრასთან დაკავშირებით Fanebi.Com-თან დედაქალაქური კლუბის მოთამაშემ, ლაშა პარუნაშვილმა ისაუბრა.

“დღევანდელ მატჩში “დინამო” ფავორიტია და ამის დადასტურებას მოედანზე აუცილებლად შევეცდებით. ვნახეთ “ალაშკერტის” პირველი შეხვედრა “სანტა კოლომასთან” და ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება დატოვეს მისმა ფეხბურთელებმა. თუმცა, თუ ჩვენ 100%-ით ვკონცენტრირდებით მატჩზე და დიდი ყურადღებით ვითამაშებთ, არ გაგვიჭირდება მეტოქის დამარცხება.”

“რაც შეეხება მიზანს… გეტყვით, რომ  ყველა მოწინააღმდეგესთან გვინდა პირველ ნომრად თამაში. ვფიქრობ, არც ეს შეხვედრა იქნება გამონაკლისი და დღეს დომინანტები ჩვენ  ვიქნებთ,” – განაცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.

ლაშას ვკითხეთ, არის თუ არა წლევანდელი “დინამო” წინა წლების (5-6 წლის) გუნდთან შედარებით უფრო ძლიერი და აქვს თუ არა მეტი შანსი, რომ გავიდეს ჯგუფურ ეტაპზე:“ჩემი აზრით ნამდვილად უფრო ძლიერები ვართ. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ წარსულისგან განსხვავებით ახლა ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია და, შესაბამისად, დღეს უფრო შეთამაშებულ და თავდაჯერებულ “დინამოს” იხილავთ.”

პარუნაშვილს ბოლოს პაპუნაშვილის დაბრუნებაზეც ვკითხეთ:“გიორგი ძალიან დიდი ძალაა ჩვენთვის, რაც დაამტკიცა, თუნდაც, წინა ევროთასებზე. როგორც მისი, ასევე სხვა ყველა მთავარი პლუსის გამოყენება გვჭირდება, რათა ეროტურინირებზე მივაღწიოთ წარმატებას.”

 

 

ჯიღაური და პარუნაშვილი შეკრებაზე და მსოფლიო თასზე

შეკრების მეექვსე დღეს დინამოელები კვლავ ორ ვარჯიშს ჩაატარებენ. ვარჯიშებს შორის ფეხბურთელებს 3-4 საათი აქვთ დასავნებლად და ძალების აღსადგენად. ამ შუალედით ჩვენც ვისარგებლეთ და რამდენიმე წუთით დინამოში დაბრუნებულ ჯაბა ჯიღაურს და ლაშა პარუნაშვილს გავესაუბრეთ.
ჯაბა ჯიღური – მოსამზადებლად ჩინებული ადგილია. გრილა, მშვიდ ვითარებაში ვემზადებით, ცოტა ნისლი გვიშლის ხელს. მწვრთნელი გადაწყვეტს დავრჩებით თუ არა გუნდში. ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ და დანარჩენი მომავალში გაირკვევა. ჩვენი დღის გრაფიკიდან გამომდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს სრულად ვერ ვუყურებთ, მაგრამ ვცდილობთ მთავარი მოვლენები არ გამოგვრჩეს. დღევანდელი სათამაშო დღის ჩემი პროგნოზი კი ასეთია.

გერმანია – პორტუგალია 1
ირანი – ნიგერია 2
განა – აშშ 2

ლაშა პარუნაშვილი – სერიოზული ფიზიკური დატვირთვებია, მაგრამ უბურთოდ არა, ყველაფერი ბურთან ერთად კეთდება. ასეთი ვარჯიშები კი სახალისოა. ვცდილობთ ჩვენი საქმე პირნათლად შევასრულოთ და მონდომებით ვემზადებით. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. რონალდოს ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ და მინდა პორტუგალიამ მოიგოს.

გერმანია – პორტუგალია 2
ირანი – ნიგერია 2
განა – აშშ X

FCDinamo.GE

ჯიღაური და პარუნაშვილი შეკრებაზე და მსოფლიო თასზე

შეკრების მეექვსე დღეს დინამოელები კვლავ ორ ვარჯიშს ჩაატარებენ. ვარჯიშებს შორის ფეხბურთელებს 3-4 საათი აქვთ დასავნებლად და ძალების აღსადგენად. ამ შუალედით ჩვენც ვისარგებლეთ და რამდენიმე წუთით დინამოში დაბრუნებულ ჯაბა ჯიღაურს და ლაშა პარუნაშვილს გავესაუბრეთ.

ჯაბა ჯიღური – მოსამზადებლად ჩინებული ადგილია. გრილა, მშვიდ ვითარებაში ვემზადებით, ცოტა ნისლი გვიშლის ხელს. მწვრთნელი გადაწყვეტს დავრჩებით თუ არა გუნდში. ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ და დანარჩენი მომავალში გაირკვევა. ჩვენი დღის გრაფიკიდან გამომდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს სრულად ვერ ვუყურებთ, მაგრამ ვცდილობთ მთავარი მოვლენები არ გამოგვრჩეს. დღევანდელი სათამაშო დღის ჩემი პროგნოზი კი ასეთია.

გერმანია – პორტუგალია  1

ირანი – ნიგერია  2

განა – აშშ  2

ლაშა პარუნაშვილი – სერიოზული ფიზიკური დატვირთვებია, მაგრამ უბურთოდ არა, ყველაფერი ბურთან ერთად კეთდება. ასეთი ვარჯიშები კი სახალისოა. ვცდილობთ ჩვენი საქმე პირნათლად შევასრულოთ და მონდომებით ვემზადებით. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.  რონალდოს ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ და მინდა პორტუგალიამ მოიგოს.

გერმანია – პორტუგალია  2

ირანი – ნიგერია   2

განა – აშშ   X

fcdinamo.ge