კეილორ ნავასი ხვიჩას თანაგუნდელი ხდება

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ “პარი სენ-ჟერმენის” მეკარე კეილორ ნავასი ამ ზაფხულს ფრანგულ გუნდს, სავარაუდოდ, დატოვებს და “ნაპოლიში” გადაბარგდება.

ცოტა ხნის წინ “პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ თქვა, რომ ახალ სეზონში გუნდის ძირითადი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა იქნება.

კეილორ ნავასს თვალი კარზე უჭირავს და მასთან მოლაპარაკებას იტალიური კლუბი აწარმოებს. პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს.

“ნაპოლი” ლონდონის “ჩელსის” მეკარე კეპა არისაბალაგას მიმართაც იჩენდა ინტერესს, თუმცა დღესდღეობით ნეაპოლური გუნდის მაისურის მორგების უფრო დიდი შანსი კოსტა-რიკელ კიპერს აქვს.

კეილორ ნავასმა გასულ სეზონში “პარი სენ-ჟერმენის” რიგებში 26 მატჩი ჩაატარა და 24 ბურთი გაუშვა. მხარეებს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აქვს.

კეილორ ნავასი: “ბარსელონასთან” დამარცხების შემდეგ დასკვნები გამოვიტანეთ”

მადრიდის “რეალის” კიპერმა კეილორ ნავასმა ესპანეთის პრიმერადივიზიონში “ბარსელონასთან” ანგარიშით 0:4 განადგურების შესახებ კომენტარი გააკეთა.

“ბარსელონასთან” დამარცხების შემდეგ დასკვნები გამოვიტანეთ. ჩვენ პროფესიონალები ვართ და გვესმის, რომ ძალიან ცუდად ვითამაშეთ. თავად ჩვენ ვართ დამნაშავეები, თუმცა ჩვენი მიზნები უცვლელია და ბრძოლას ვაგრძელებთ”, – აღნიშნა ნავასმა.

“რეალი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურში დონეცკის “შახტარს” დაუპირისპირდება. “სამეფო კლუბის” მეკარემ დამდეგი შეხვედრის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

“რა თქმა უნდა, “შახტარი” ძლიერი მეტოქეა, ქულებიც სჭირდება. ვეცდებით, რომ უშეცდომოთ ვიმოქმედოთ, გუნდურად უნდა ვითამაშოთ და ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. როგორც ყველა მატჩში, ხვალაც გამარჯვებას ვგეგმავთ”, – განაცხადა კეილორ ნავასმა.

მატჩი “შახტარსა” და “რეალს” შორის ხვალ, ლვოვში გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

 

კეილორ ნავასის მიღწევა

კეილორ ნავასი 1975 წლის პერიოდიდან მადრიდის “რეალის” პირველი მეკარე გახდა, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატის სასტარტო სამ ტურში გოლი არ გაუშვია. კოსტარიკელმა კიპერმა “სპორტინგის” (0:0), “ბეტისისა” (5:0) და “ესპანიოლის” (6:0) წინააღმდეგ გამართულ მატჩებში კარი მშრალად შეინახა.

ზუსტად 40 წლის წინათ ანალოგიური შედეგი აჩვენა მიგელ ანხელმა. მან “რასინგის” (2:0), “ოვიედოსა” (0:0) და “ერკულესის” (4:0) წინააღმდეგ გამართულ ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრებში გოლი არ გაუშვა. აღსანიშნავია, რომ მიგელ ანხელმა კარი მშრალად შეინახა მე-4 ტურში “ბეტისის” წინააღმდეგ გამართულ მატჩშიც (2:0).

შეგახსენებთ, რომ კეილორ ნავასი “რეალის” ღირსებას 2014 წლიდან იცავს.

 

კასილასისა და კოენტრაუს რეაქცია კეილორ ნავასის უხეშ შეცდომაზე (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 37-ე ტურში “ესპანიოლსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას “სამეფო კლუბის” მცველმა ფაბიო კოენტრაუმ საკუთარი გუნდის კიპერ კეილორ ნავასს დასცინა.

პორტუგალიელი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იკერ კასილასის გვერდით იჯდა. მატჩის 74-ე წუთზე კეილორ ნავასმა უხეში შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც “რეალის” კარში გოლი გავიდა. აღნიშნულ მომენტს რეაქციის გარეშე შეჰყურებდა კასილასი, ხოლო კოენტრაუმ კეილორ ნავასს დასცინა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი “რეალის” გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.

 

ოფიციალურად: კეილორ ნავასი “რეალში” გადავიდა

კოსტა რიკის ნაკრების მეკარე კეილორ ნავასი მადრიდის “რეალში” გადავიდა.

მხარეებს შორის 6-წლიან კონტრაქტს მოეწერა ხელი.

ნავასის ოფიციალური წარდგენა 5 აგვისტოს მოეწყობა.

შეგახსენებთ, რომ კეილორ ნავასი მანამდე “ლევანტეს” ღირსებას იცავდა. 27 წლის მეკარემ ესპანეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 37 მატჩი ჩაატარა და 39 გოლი გაუშვა.

ბრაზილიაში წელს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კოსტა რიკის ნაკრებმა მეოთხედფინალურ ეტაპამდე გააღწია. კეილორ ნავასმა მუნდიალზე ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა.

 

ჰოლანდია — კოსტა რიკა (მატჩის გმირი)

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და კოსტა რიკის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ევროპელებმა 4:3 იმარჯვეს და ნახევარფინალური რაუნდის საგზური მოიპოვეს.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოსტა რიკელთა მეკარე კეილორ ნავასი დაასახელეს, რომელმაც საკუთარი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა გაშვებული გოლისგან. შეგახსენებთ, რომ ნავასი საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ერთი კვირის წინათ გამართული მატჩის გმირიც გახდა.

ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე ჰოლანდიის ნაკრები არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი 10 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე აიღებს სტარტს.

 

კოსტა რიკა — საბერძნეთი (მატჩის გმირი)

ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ამერიკული გუნდების დომინაცია გრძელდება. ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე კოსტა რიკისა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ხორხე ლუის პინტოს გუნდმა 5:3 იმარჯვა და მეოთხედფინალურ რაუნდზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოსტა რიკელთა მეკარე კეილორ ნავასი დაასახელეს, რომელმაც საკუთარი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა გაშვებული გოლისგან, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი თეოფანის გეკასის დატყმული მოიგერია.

ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე კოსტა რიკა ჰოლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 6 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე აიღებს სტარტს.

 

კოსტა რიკა — ინგლისი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კოსტა რიკისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოსტა რიკელთა მეკარე კეილორ ნავასი დაასახელეს.

ესპანურ „ლევანტეში“ მოთამაშე კიპერმა მატჩი სრულად ჩაამთავრა.