“დინამო არენაზე” გამართულ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის “დინამო” ყაზახურ “აქტობეს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 0-1 დამარცხდა.
თამაშის დებიუტში გუნდები ძირითადად მოედნის ცენტრისთვის იბრძოდნენ. მე-11 წუთზე საფიხათო მომენტი ყაზახებმა შექმნეს. ხაირულინის დარტყმა ლორიამ გაჭირვების გარეშე მოიგერია. ამის შემდეგ “დინამომ” შეუტია. ჯანელიძის დარტმის შემდეგ თბილისელები “აქტობეს” მცველის ხელით თამაშის დაფიქსირებას და პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა არბიტრი სხვა აზრზე იყო.
მე-18 წუთზე “აქტობემ” კიდევ ერთი მწვავე შეტევა განახორციელა. დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩენილი პიზელის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
23 წუთზე ვუოს კარგი პასის შემდეგ გრიგალაშვილი საჯარიმოს მისადგომებთან წააქციეს. სახიფათო ჯარიმა ლაშა თოთაძემ შეასრულა, თუმცა დარტყმის შემდეგ ბურთი “აქტობეს” მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა.
ამის შემდეგ უპირატესობას სტურმები დაეუფლნენ და ძირითადად ფლანგებიდან ცდილობდნენ ხიფათის შექმნას. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ეს იყო “დინამოს” ყველაზე სუსტი წერტილი “აქტობესთან” მატჩში. როგორც ჩანს, თბილისური კლუბის ფეხბურთელებისთვის ახალი 3-5-2 ტაქტიკური მონახაზი, რომელიც ბილეკმა ამ შეხვედრისთვის აირჩია, ადვილი მოსარგები არ არის.
ტაიმის ბოლო წუთზე გატანა ვუოს შეეძლო, თუმცა მისი დატყმა კარს დიდი მანძილით ასცდა.
მეორე ნახევარში ბილეკმა ჯანელიძის ნაცვლად ჩისკო შეიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო. თბილისელები გააქტიურდნენ. მალევე ვუოს კიდევ ერთი შანსი მიეცა, თუმცა აფრიკელმა დარყმა დააგვიანა და შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.
მეორე ტაიმში “აქტობეს” პირველივე გააზრებული კომბიანცია გოლით დასრულდა. 51-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე ხაირულინმა იაქტიურა, საჯარიმოში ჩააწოდა და ნეკოს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მისცა – 0:1.
გაშვებული გოლის შემდეგ ბილეკმა ინტერტულად მოთამაშე მერებაშვილის ნაცვლად მარცვალაძე შეიყვანა, რომელსაც 69-ე და70-ე წუთებზე გოლის გატანის ორი შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ ორივე შემთხვევაში მას ყაზახური კლუბის მცველებმა შეუშალეს ხელი. 73-ე წუთზე ჩისკომ პირდაპირ კუთხურიდან განიძრახა გატანა და ეს თითქმის გამოუვიდა კიდეც.
დარჩენილ დროში “აქტობე” საკმაოდ კარგად იცავდა თავს. “დინამოს” შეტევები ერთფეროვანი იყო. რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი ჯორდას შემოსვლის შემდეგ შეიქმნა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტი მხოლოდ ჩისკოს ჰქონდა, თუმცა “დინამოელთა” ლიდერის დარტყმა მიზანს ასცდა.
“დინამოსა” და “აქტობეს” განმეორებითი შეხვედრა ყაზახეთში, 23 ივლისს გაიმართება.
მატჩის შემდეგ
ვლადიმირ გაზაევი (აქტობე): “თამაშის ხარისიხი უკეთესის სურვილს ტოვებდა. ვულოცავ ჩვენს გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას. დიდი მადლობა ყველა მოთამაშეს, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. რაც მთავარია, შედეგით კმაყოფილი ვარ. პირველი ტაიმი ჩვენი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე ნახევარში უკვე თბილისელები დომინირებნდენ. ისიც აღსანიშნავია, რომ ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის. “დინამო” საკმაოდ კარგი გუნდია.”
მიხალ ბილეკი (დინამო): “შეხვედრა პირველივე წუთებიდან აქტიურად დავიწყეთ, კარგი მომენტიც გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში აშკარა საგოლე მომენტი ვერ შევქმენით და ლოგიკურია გოლიც რომ ვერ გავიტანეთ.
ტაქტიკურ მონახაზს რაც შეეხება, “დნიპროსთან'” სწორედ 3 მცველით ვითამაშეთ და ის თამაში ჩემთვის მისაღები იყო. იმედი მაქვს, მეორე მატჩში უკეთ ვიასპარეზებთ და ჩვენთვის სასურველ შედეგს დავაფიქსირებთ. ჯერჯერობით არ ვართ დამარცხებულები.
პატრიკ ვუომ შეკრებაზე საკმაოდ ბევრი იმუშავა და კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ის გუნდისთვის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. დღევანდელი მატჩის ფირს კიდევ არაერთხელ ვნახავთ და ყველა შეცდომას გავაანალიზებთ”
“დინამო თბილისი” 0:1 “აქტობე”
გოლი: ნეკო 51
“დინამო”: ლორია, თოთაძე, მერებაშვილი (მარცვალაძე 65), ჯანელიძე (ჩისკო 46), გრიგალაშვილი, პაპავა, დოსოუდილი, გველესიანი, შერგელაშვილი, ძარია, ვუო (რაფა ჯორდა 78).
„აქტობე”: სიდელნიკოვი, ცირაკაევი, მიროშნიჩენკო, პიზელი (ზიანკოვიჩი 62), ხაირულინი, ნეკო (შაბალინი 81), არზუმანიანი, კორობკინი, ლოგვინენკო, სანტანა, ანტონოვი (კაპაძე 72)
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები