ტაბარესი: “მსოფლიო ჩეპიონატს მხოლოდ მესი ვერ მოიგებს”

ურუგვაის საფეხბურთო ნაკრების თავკაცმა, ოსკარ ტაბარესმა არგენტინელთა ლიდერზე, ლეო მესიზე ისაუბრა, რომლის ნაკრებიც შესაძლოა, რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩეს.

“ფეხბურთის ისტორიას ბევრი ისეთი ლეგენდა ახსოვს, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული არ აქვს მოპოვებული, თუმცა ამით მათი სახელი არ კნინდება. იგივე მდგომარეობაა მესის შემთხვევაშიც.

განსხვავება ისაა, რომ მესი ჯერ კიდევ თამაშობს და არავინ იცის, რა მოხდება. მათ ჯერ კიდევ აქვთ მუნდიალზე გასვლის შანსი და თუ ეს შეძლეს, რუსეთში ფავორიტების სტატუსით ჩავლენ.

ყოველ შემთხვევაში, ეს გუნდური სპორტია და მსოფლიო ჩემპიონატს მხოლოდ მესი ვერ მოიგებს, მას თანაგუნდელებისგან სათანადო მხარდაჭერა სჭირდება,” – აცხადებს ტაბარესი.

ლუის სუარესი ურუგვაელებს გახსნით მატჩში ვერ დაეხმარება

ურუგვაის ეროვნლი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოსკარ ტაბარესმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კოპა ამერიკის გახსნით მატჩში ურუგვაელებს ლუის სუარესი ვერ დაეხმარება.

“ლუის სუარესის თამაში გამორიცხულია.” – განაცხადა 69 წლის სპეციალისტმა მატჩისწინა კონფერენციაზე. “ის არის ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის გვაკვირებს რეაბილიტაციის მხრივ, მაგრამ ჯერ ის მზად არ არის.”

შეგახსენებთ, რომ სუარესმა დაზიანება ორი კვირის წინ, კოპა დელ რეის ფინალში მიიღო, როდესაც “ბარსელონა” ესპანურ “სევილიას” ეთამაშებოდა.

29 წლის ფორვარდი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა ტაბარესი მის გარისკვას არ აპირებს და მანამ არ გამოიყვანს მოედანზე, სანამ 100 პროცენტით მზად არ იქნება.

ურუგვაი კოპა ამერიკის პირველ მატჩს მექსიკელთა წინააღმდეგ, ხვალ თბილისის დროით 04:00-ზე ჩაატარებს.

ურუგვაის თავკაცმა ჩილესთან წაგების შესახებ ისაუბრა

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა ჩილესთან „კოპა ამერიკას“ 1/4-ფინალური ტაპის წაგებულ მატჩზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, მეტოქის გათვალისწინებთ, დღეს კარგი მატჩი გვქონდა. გაგვიჭირდა, როდესაც 9 კაცით დავრჩით. ცუდი შთაბეჭდილება მივიღეთ, რადგან ტურნირი ჩვენთვის დასრულდა.

მატჩის შემდეგ სურათი ვნახე, შესაძლოა, მთავარმა მსაჯმა გონსალო ჰარას პროვოკაცია ვერ დაინახა, მაგრამ გვერდითა არბიტრს ეს ნამდვილად უნდა დაენახა. ასეთ დონეზე მოთამაშეებს ნებისმიერი რამ შეუძიათ მოუვიდეთ. არ ვიცი, ის ასე განზრახ მოიქცა თუ არა“, – განაცხადა ტაბარესმა

 

ტაბარესი: „ხამეს როდრიგესი მუნდიალის საუკეთესო მოთამაშეა“

ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა აღიარა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე მის გუნდსა და კოლუმბიის ნაკრებს შორის გამართულ მატჩში (0:2) მეტოქემ უკეთ წარმოაჩინა თავი. გარდა ამისა, ფეხბურთის ურუგვაელმა სპეციალისტმა კოლუმბიელთა ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი გამოარჩია, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

„ვიცოდით, რომ კოლუმბიას კარგი გუნდი ჰყავს. კოლუმბიელებს ისეთი მოთამაშეები ჰყავთ, რომლებსაც თამაშის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლიათ. მოედანზე მეტოქე დომინირებდა. როდრიგესის მიერ გატანილი პირველი ბურთი მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გოლია. მცველები დანაშავეები არ არიან, ეს გოლი ასი პროცენტით დამრტყმელის დამსახურებაა. ვცდილობდით, რომ ინტრიგა დაგვებრუნებინა, მაგრამ მეტოქის მეკარე კარგად თამაშობდა, საკუთარი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა.

ეს წაგება უნდა ვაღიაროთ და კოლუმბიას მივულოცოთ. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ.

ხამეს როდრიგესის შესაძლებლობების შესახებ ვიცოდი. მას მოედანზე ისეთი რაღაცების გაკეთება შეუძლია, რასაც სხვა ვერ გააკეთებს. ის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა. იმედი მაქვს, ასევე გააგრძელებს. ფეხბურთში საჭიროა ასეთი ხალხი.

ახლა ნამდვილად არ არის ტურნირზე ჩვენი ასპარეზობის გაანალიზების დროს. ვამაყობ ჩემი გუნდით, რადგან ჩვენ ჯგუფურ ეტაპზე ინგლისისა და იტალიის ნაკრებებს ვაჯობეთ“, – განაცხადა ტაბარესმა.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიის ნაკრები ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე მასპინძელ ბრაზილიას დაუპირისპირდება.

 

პროტესტის ნიშნად ურუგვაის ნაკრების თავკაცმა ფიფა-ში დაკავებული პოსტები დატოვა

ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა ლუის სუარესის დისკვალიფიკაიასთან დაკავშირებული პროტესტის ნიშნად ფიფა-ში დაკავებული ყველა პოსტი დატოვა, რის შესახებაც BBC-ი იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ ტაბარესი ფიფა-ს სტრატეგიული კომიტეტისა და სპეციალური გამოძიების ჯგუფის წევრი იყო.

„ვთვლი, რომ იმ ორგანიზაციაში დარჩენა, რომელმაც სუარესს მსგავსი დისკვალიფიკაია დაუწერა, არასწორია“, – განაცხადა ურუგვაელთა დამრიგებელმა.