ცვლილებები ფრანგულ კლუბში: “ლილს” ახალი ლოგო აქვს (ვიდეო)

საფრანგეთის ლიგა 1-ში მოასპარეზე “ლილის” ხელმძღვანელები ადასტურებენ ინფორმაციას ლოგოტიპის დიზაინის ცვლილებასთან დაკავშირებით. რებრენდინგის პროცესში შექმნილი ახალი ლოგო კლუბმა ტვიტერის საშუალბით წარგვიდგინა.

“ჩვენი ძაღლი აქ არის. ძლიერი, ამაყი, დამპყრობელი და მგრძნობიარე. ახალი იმპულსი, ახალი ლოგოტიპი,” – ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

“ლილს” საფრანგეთის რანგით მეორე ჩემპიონატში დაქვეითება ემუქრება

საფრანგეთის ლიგა 1-ში მოასპარეზე “ლილი” დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე დგას და შესაძლოა, ამის გამო ქვეყნის რანგით მეორე დივიზიონში დაქვეითდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული პრესის წამყვანი გამოცემები ავრცელებენ.

ფრანგული კლუბების ფინანსურ მდგომარეობებს მართვის ნაციონალური დირექტორატი აკვირდება. ამ ორგანოს დირექტორის ცნობით, “ლილს” მიმდინარე სეზონის ბოლომდე ეძლევა ვადა, რომ ფინანსურად ყოველი დეტალი მოწესრიგდეს.

როგორც იცით, გასული წლის დეკემბერში გარკვეული დარღვევები აღმოჩენის გამო, “ლილს” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობის უფლება შეუზღუდეს, რის გამოც ფრანგებმა ვერც გაძლიერება და ვერც უარყოფითი ფინანსური ანგარიშის ბალანსირება შეძლეს.

ამჟამად “ლილი” მოლაპარაკებებს აწარმოებს კლუბის ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, მარსელო ბიელსასთან, რომელიც კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ 19-მილიონიან ხელფასს ითხოვს.

“ლილმა” ბიელსა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა

ლიგა 1-ში მოასპარეზე “ლილის” ხელმძღვანელებმა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარსელო ბიელსას გათავისუფლების გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. ამ ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, 62 წლის სპეციალისტი კლუბის მიერ კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის გამო ანაზღაურების სახით საკმაოდ დიდ თანხას მიიღებს – საუბარია 15-20 მილიონ ევროზე.

ბიელსას დათხოვნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მის მიერ ნაჩვენები არასახარბიელო შედეგები გახლავთ. საქმე იმაშია, რომ “ლილმა” საფრანგეთის ჩემპიონატის 17 ტურში მხოლოდ 18 ქულის დაგროვება შეძლო და ახლა მე-18 პოზიციაზე იმყოფება.

ბიელსას შემცვლელებად კლუბის ხელმძღვანელები ლორან ბლანს, ოსკარ გარსიასა და მარკო სილვას განიხილავენ.

“ამიენსა” და “ლილს” შორის გამართული შეხვედრა უცნაური მიზეზის გამო ჩაიშალა

გუშინ, საფრანგეთის ლიგა 1-ში “ამიენი” “ლილს” მასპინძლობდა. შეხვედრის მეთხუთმეტე წუთზე სტუმრების გოლის შემდეგ, მატჩი შეჩერდა საბოლოოდ კი, დელეგატის გადაწყვეტილებით, აღარც გაგრძელებულა.

ამის მიზეზი “ლილის” გულშემატკივრების სერიოზული დაზიანება გახდა. როდესაც მათმა გუნდმა ანგარიში გახსნა, ულტრასებმა ძალიან ემოციურად აღნიშნეს, საბოლოოდ კი, მათ ქმედებას ბარიკადების გადმონგრევა მოჰყვა.

ამ ყოველივეს შემდეგ 29 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ხუთი მძიმედ არის დაშავებული.

მატჩის დელეგატმა ნოელ მანინიომ განაცხადა:”მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ოცზე მეტი ადამიანია დაშავებულია და აქიდან 3 მძიმედ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეხვედრა შეწყდება.”

ამ მომენტში არ ვრცელდება არანაირი ინფორმაცია დაშავებულების შესახებ, არც ისაა ცნობილი თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ამ მატჩის შესახებ.

“მანჩესტერ სიტი” კლაუდიო ბრავოს ყიდის

“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობის მიერ შემუშავებული გეგმების მიხედვით, “ქალაქელებისა” და კლაუდიო ბრავოს გზები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უნდა გაიყოს.

მართალია, პეპ გვარდიოლას ჯერ კიდევ გააჩნია სიმპატიები 34 წლის ჩილელი მეკარის მიმართ, 35-მილიონიანი ედერსონ მორაეშის ტრანსფერი “ბენფიკადან” ბრავოს ტრანსფერს თითქმის გარდაუვალს ხდის.

უცხოურ პრესაში გავრცელებული ბოლო ცნობების მიხედვით, კლაუდიო ბრავოს გადაბირების მთავარი კანდიდატი ფრანგული “ლილია”, რომელსაც სათავეში მარსელო ბიელსა უდგას.

Daily Mail-ის ცნობით, ფრანგები მზად არიან, ჩილელი მეკარე არენდის წესითაც ინათხოვრონ.

ერვე რენარმა “ლილი” დატოვა

ერვე რენარმა “ლილის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

რენარი “ლილში” ამ წლის მაისის თვიდან მუშაობდა. გუნდს დროებით პატრიკ კოლო უხელმძღვანელებს.

საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებასი გუნდს 13 ქულით მე-16 ადგილი უკავია.

 

ჯაბა კანკავა “რეიმსი” – “ლილის” მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

25 სექტემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში, ჯაბა კანკავას “რეიმსმა” საკუთარ მოედანზე “ლილი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ქართველმა ნახევარმცველმა მატჩი სრულად ჩაატარა და რაც ყველაზე სასიხარულოა, ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ვებ-გვერდმა Whoscored.com-მა ჯაბა კანკავას თამაში 8.34 ქულით შეაფასა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია.

იმაში, რომ “რეიმსმა” გოლი არ გაუშვა, დიდი წვლილი საქართველოს ნაკრების კაპიტანსაც მიუძღვის. ასევე, ჯაბამ 31-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

cats

ჯაბა კანკავას ბრწყინვალე თამაში “ლილთან” მატჩში (ვიდეო)

25 სექტემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “რეიმსმა” საკუთარ მოედანზე “ლილი” მიიღო.

პირველი ტაიმის ბოლოს, “ლილის” ფეხბურთელებმა ძალიან სწრაფი კონტრ შეტევა განახორციელეს, თუმცა ამ ეპიზოდში ჯაბა კანკავამ ბრწიყნვალედ ითამაშა და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს შეტევის ზუსტად დასრულების საშუალება არ მისცა.

“პარი სენ-ჟერმენის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა “ლილს” სუპერგოლი გაუტანა (ვიდეო)

გასულ დღეებში, საფრანგეთში, “პარი სენ-ჟერმენისა” და “ლილის” ახალგაზრდულ გუნდებს შორის გამართულ შეხვედრაში, პარიზელთა ფეხბურთელმა ტომას მარტინმა მეტოქეს ბრწყინვალე გოლი გაუტანა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩის რეაქცია კავანის ლამაზ გოლზე (ვიდეო)

25 აპრილს, საფრანგეთის ჩემპიონატში “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “ლილი” მიიღო და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.

შეხვედრის მე-4 წუთზე, ედინსონ კავანიმ მეტოქე ლამაზი გოლი გაუტანა, კამერებმა კი ზლატანის რეაქცია დააფიქსირეს.

Il Messaggero: მავუბა უკვე რომშია

სავარაუდოდ, “ლილის” ნახევარმცველი, რიო მავუბა ზაფხულში გუნდს შეიცვლის.

31 წლის ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება და ძალიან მწირია იმის შანსი, შეთანხმება გაგრძელდეს.

Il Messaggero-ის შესაბამისად, მავუბა მუშაობას რუდი გარსიას გუნდში გააგრძელებს, სადაც ისინი ერთად საფრანგეთში მუშაობდნენ.

წყაროს თანახმად, რიო იტალიის დედაქალაქშია. იტალიელთა თქმით, ის ეცნობა გუნდის სავარჯიშო ბაზას და წვრთნებს, რომელიც იქ მიმდინარეობს.

“ლივერპული” ორიგის იანვარში დაიბრუნებს

“ლივერპულს” ახალგაზრდა ბელგიელი თავდამსხმელი დივოკ ორიგი “ლილში” სეზონის ბოლომდე ჰყავს განათხოვრებული, თუმცა მერსისაიდული გუნდის ხელმძღვანელობამ იჯარის ვადამდე გაწყვეტა გადაწყვიტა, რისთვისაც ფრანგული კლუბისთვის ექვსი მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.

როგორც მოგეხსენებათ, დანიელ სტარიჯს სერიოზული ტრავმა აქვს, მარიო ბალოტელის კი ამ დრომდე ვერ უპოვია საკუთარი თამაში. ამ პრობლემების გათვალისწინებით, ბრენდან როჯერსმა “ლილში” გასხვისებული ორიგის ნაადრევად დაბრუნება გადაწყვიტა.

ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ჟურნალისტის და საფრანგეთის ჩემპიონატის ექსპერტ ენდი სკოტის თქმით, ორიგის ვადამდე ადრე დაბრუნების შემთხვევაში, “ლივერპულს” “ლილის” სასარგებლოდ ექვსი მილიონი ფუნტის გადახდა დაეკისრება.

შეგახსენებთ, რომ “ლივერპულმა” დივოკ ორიგი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სწორედ “ლილისგან” შეიძინა და იმავე “ლილში” სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.