ევროპა ლიგა. “ნაპოლის” ფრე მოსკოვში, “რომას” განადგურება “ოლიმპიკოზე”, ინგლისი OFF

დასრულდა ევროპა ლიგის 1/8 ფინალური განმეორებითი რამდენიმე მატჩი.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ევროტურნირებზე ინგლისის ერთადერთ სახელს “ევერტონი” წარმოადგენდა და “დინამო კიევმა” ლივერპულელები გამანადგურებელი ანგარიშით გამოთიშა ჩემპიონატს.

“დინამო მოსკოვი” 0:0 “ნაპოლი” (პირველი მატჩი 3:1)

გოლი: არავინ

“დინამო კიევი” 5:2 “ევერტონი” (პირველი მატჩი 2:1)

გოლი: იარმოლენკო ’21, თეოდორჟუკი ’35, ველოზუ ’37, გუსევი ’56 ანტუნეში ’76 – ლუკაკუ ’29, იაგელკა ’82

“რომა” 0:3 “ფიორენტინა” (პირველი მატჩი 1:1)

გოლი: როდრიგესი ‘9(პ), ალონსო ’18, ბასანტა ’22

“ნაპოლი”—”დინამოს” მატჩზე უკრაინის მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს (ფოტო)

უეფას ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ნაპოლისა” და მოსკოვის “დინამოს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მასპინძელთა საგულშემატკივრო სექტორზე უკრაინის მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს.

ტრანსპარანტზე ეწერა: “ხელები შორს უკრაინისგან. არ გვჭირდება თქვენი დიქტატურა. გეყოთ ჩვენი შვილების კვლა”.

შეგახსენეთ, რომ მოსკოველთა თავდამსხმელმა კევინ კურანიმ ანგარიში მე-2 წუთზე გახსნეს, შემდეგ გონსალო იგუაინმა სამი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 3:1 დაფიქსირდა. განმეორებითი შეხვედრა რუსეთში 19 მარტს გაიმართება.

Banner

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა „დინამოს“ რიგებში ლამაზი გოლი გაიტანა (ვიდეო)

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალეკსანდრ ბიუტნერმა, რომელიც ამჟამად მოსკოვის „დინამოში“ თამაშობს, შვედურ „გიოტერბორგთან“ მატჩში ჩინებული გოლი გაიტანა.

მატიე ვალბუენამ რუსეთის ჩემპიონატში ულამაზესი გოლი გაიტანა (ვიდეო)

7 დეკემბერს, რუსეთის ჩემპიონატში, მოსკოვის “დინამოსა” და “ამკარს” შორის გამართულ შეხვედრაში მატიე ვალბუენამ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.

დინამოს მარსელის ფოვარდი სურს

“მარსელის” ფოვარდი ანდრე-პიერ ჟინიაკი მოსკოვის “დინამოს” ინტერესთა სფეროში მოხვდა.

28 წლის მოთამაშესა და ფრანგულ კლუბს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2015 წლის ზაფხულში გასდის. იანვარში კი ფორვარდს სხვა კლუბებთან შეეძლება მოლაპარაკებების წარმოება.

ჟინიაკის მიმართ ინტერესს “იუვენტუსი” და “მილანიც” იჩენენ. ფორვარდი საფრანგეთს ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში 10 გოლით მეორე ადგილზეა.

ვალბუენა მოლაპარაკებებს დინამოსთან აწარმოებს

“მარსელის” ნახევარმცველი მატიუ ვალბუენა, შესაძლოა, უახლოეს მომავალსი მოსკოვის “დინამოს” ფეხბურთელი გახდეს. მოსკოვური კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელს უკვე დაუკავშირდა.

ვალბუენა “მარსელის” ღირსებას 2006 წლიდან წარამტებულად იცავს. 2014 წლის მუნდიალზე ნახევარმცველი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მეოთხედფინალამდე მივიდა.