პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანჩესტერული კლუბები, “სიტი” და “იუნაიტედი” ესპანელი მარცხენა მცველისთვის იბრძოლებენ.
ბრიტანული გამოცემა ESPN-ის ცნობით აარონ მარტინის გადაბირებისათვის ორივე გუნდი მზადაა მაღალი თანხები გიაღონ. ის კარგად თამაშობს როგორც დაცვაში, ასევე შეტევაშიც საკმაოდ ნაყოფიერია. გასულ კვირას გუარდიოლას დავალებით, “მანჩესტერ სიტის” სკაუტები “ესპანიოლის” შეხვედრას დაესწრნენ. ქალაქელებმა 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს უკვე შეიძინეს გამორჩეული მარცხენა მცველი ბენჟამენ მენდი, მაგრამ ის ტრავმის მოშუშებას ვერადავერ ახერხებს, ამიტომაც აარონის სწორედ მის შემცვლელად მოიაზრება. დაცვის მარცხენა ფლანგზე ასევე პრობლემები აქვს “იუნაიტედსაც”, ლუკ შოუ ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში ჯერ მინდორზე არ გამოსულა. ორივე გუნდი მარტინის ყიდვას ზამთრის სატრანსფრო ფანჯრის დროს შეეცდება.
რაც შეეხება თავად აარონ მარტინს, ის “ესპანიოლის” აღზრდილია და სულ რაღაც 20 წლისაა. ის ამჟამად ესპანეთის ახალგაზრულ ნაკრებში ირიცხება.