უცხოურ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “მილანის” იტალიელი მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმასთვის გამართულ ბრძოლაში “მანჩესტერ იუნაიტედიც” ჩაერთო.
როგორც ცნობილი ხდება, მანჩესტერელები მზად არიან, ახალგაზრდა მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადონ. ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კი მათ დე ხეას ტრანსფერი სჭირდებათ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ დონარუმასა და “როსონერის” შორის არსებულ მიმდინარე კონტრაქტს ვადა 2018 წელს ეწურება, ჯიჯის გადაბირებას კი “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად არაერთი სხვა ევროპული გრანდი ცდილობს.