“ლივერპული” “გენტის” ახალგაზრდა ფეხბურთელს უახლოვდება

ბელგიური “გენტის” გარემარბი მოზეს საიმონი, რომელიც მომავალ წელს თავისუფალი აგენტი ხდება, შესაძლოა უახლოეს მომავალში “ლივერპულის” მაისურით ვიხილოთ.

“ლივერპულის” სკაუტები მიმდინარე სეზონში არაერთხელ დაესწრნენ 22 წლის ნიგერიელი ფეხბურთელის თამაშს და თვლიან, რომ ეს ტრანსფერი ნამდვილად ღირს 11 მილიონი ევრო.

ბელგიის ჩემპიონატის 29 მატჩში მოზეს საიმონმა ექვსი გოლი გაიტანა და საკუთარ ანგარიშზე 4 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა. სამწუხაროდ, მუხლის ტრავმის გამო ეს უკანასკნელი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ბელგიური “გენტის” რიგებში საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ჩაკვეტაძეც ირიცხება.

“გენტმა” “ანდერლეხტს” მოუგო – ჩაკვეტაძის ლამაზი პასის შემდეგ პენალტი დაინიშნა

დღეს ბელგიის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველი ტურის მატჩში “გენტი” “ანდერლეხტს” ესტუმრა.

საკმაოდ დაძაბული შეხვედრის პირველ ნახევარში გოლი არ გავიდა. მეორე ტაიმში, 47-ე წუთზე ბრეხტ დეიაგერმა “გენტი” დააწინაურა. 72-ე წუთზე სტუმართა შემადგენლობაში ცვლილება მოხდა და მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე შემოვიდა. 18 წლის ქართველმა ნიგერიელი მოზეს დადდი სიმონი შეცვალა. ზუსტად 13 წუთში გიორგიმ ლამაზი პასი გაუკეთა საჯარიმოში შესულ თანაგუნდელს, რის შემდეგაც თერთმეტმეტრიანი დიანიშნა. მისი შესრულება იაპონელმა იუია კუბომ თავის თავზე აიღო: მას მეკარემ აუღო, თუმცა დამატებაზე მაინც შეაგდო. საბოლოოდ, “გენტმა” ანგარიშით, 2-0 მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ ჩაკვეტაძის გუნდი სამი ქულით პირველა ადგილზეა. მომდევნო ტურში “გენტი” “ბრიუგეს” საკუთარ კედლებში მიირებს. მატჩი რვა აპრილს შედეგბა.

ოფიციალურად: ჯიმი ტაბიძე რუსული “ურალის” ფეხბურთელია

ჯიმი ტაბიძე კარიერას რუსულ “ურალში” გააგრძელებს. ამის შესახებ აღნიშნული კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

“ურალი” სეზონის მეორე ნახევრისთვის სამზადისს კვიპროსში გადის. 20 წლის ქართველი მცველი, გუნდთან ერთად, სინჯებზე იმყოფებოდა. ტაბიძემ ორ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც რუსებმა “უფისა” და “ზენიტ-2”-ის წინააღმდეგ გამართეს. საბოლოოდ, კლუბის ხელმძღვანელობამ ჯიმის გამოსვლა დადებითად შეაფასა და მასთან კონტრაქტი გაფორმა. ხელშეკრულების ხანგრძლივობა უცნობია.

აქვე გეტყვით, რომ ქართველი უკანახაზელის პროფელიონალური კარიერა 17 წლის ასაკში “საბურთალოში” დაიწყო. მან პირვველ სეზონში 18, ხოლო მეორეში 19 შეხვედრა ჩაატარა. იგი “ლივერპულსა” და “რეალშიც” იყო სინჯებზე. ხოლო, 2015 წელს ბელგიურ “გენტში” გადავიდა და მის მეორე გუნდში ასპარეზობდა. ტაბიძეს ეროვნული ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში აქვს ნათამაშები. ხოლო, ვლადიმერ ვაისმა უზბეკეთთან და იორდანიასთან მატჩებშ გამოიძახა.

ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები

უეფა-ს ოფიციალურ საიტზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი („ბარსელონა“)
მცველები: ლორენ კოშელნი („არსენალი“), ნალდო („ვოლფსბურგი“), ჯეფრი ბრუმა (პსვ), ფილიპ მლადენოვიჩი (ბატე)
ნახევარმცველები: დანიელ მილიჩევიჩი („გენტი“), სელჩუკ ინანი („გალათასარაი“), ედენ აზარი („ჩელსი“)
თავდამსხმელები: რაჰიმ სტერლინგი („მანჩესტერ სიტი“), ოლივერ ჟირუ („არსენალი“), კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“)

Vx6ovHL

თორნიკე ოქრიაშვილის გოლი “გენტის” კარში, რომელიც მსაჯმა არ ჩათვალა (ვიდეო)

31 ივლისს, ბელგიის ჩემპიონატის მეორე ტურში, “გენტმა” საკუთარ მოედანზე “გენკი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

“გენკის” ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

პირველ ტაიმში, ოქრიაშვილმა მასპინძელთა კარში გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

იხილეთ 2:10-დან:

17 წლის ფეხბურთელმა, რომლის შეძენაც “ჩელსის” სურს, გასაოცარი გოლი გაიტანა (ვიდეო)

30 აპრილს, ბელგიის ჩემპიონატში, “გენტმა” საკუთარ მოედანზე “ანდერლეხტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

“ანდერლეხტის” მხირდან ერთადერთი გოლი იური ტილემანსმა გაიტანა. მოგეხსენებათ, 17 წლის ფეხბურთელის შეძენა ლონდონის “ჩელსის” ძალიან სურს.

გენტი 3:1 დინამო

გენტი: ვან დენ ბუშე, ბენიტუ, ბელჰოკინი, ოსალა, დეპოტრე, პულიჩი, ვან დერ ბრუგენი, ლეპოინი, ფოკეტი,გერშონი

დინამო: მიგინეიშვილი, ხურცილავა (58-პაპავა), დოსუდილი (58-გველესიანი),ხიდეშელი (40-თოთაძე), კვირკველია (60-შერგელაშვილი), (46-ჯიღაური), ცინცაძე (46-პარუნაშვილი), მერებაშვილი (46-ჯანელიძე), მარცვალაძე (46-პაპუნაშვილი), გრიგალაშვილი (58-ჩირგაძე), ჯორდა (60-ვუო)

1:0 ოსალა 13’

2:0 დეჟაგერი 39’

3:0 დეჟაგერი 45’

3:1 ვუო (ჯიღაურის პასით) 90’

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ: გიორგი ლორიას, ნიკა დაუშვილს, საბა ლობჟანიძეს, თორნიკე გორგიაშვილს და ჩისკოს მუნიოსს.

FCDinamo.GE

ლამაზი საჯარიმო ბელგიის ჩემპიონატიდან

29 მარტს, ბელგიის ჩემპიონატში “გენტსა” და “ოსტენდეს” შორის გამართულ მატჩში (0:1), ლამაზი საჯარიმო გავიდა.

ფეხბურთელმა მეტოქეს თავში ფეხი ჩაარტყა

22 დეკემბერს, ბელგიის ჩემპიონატში, “გენტმა” საკუთარ მოედანზე “ბრიუგე” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, 85-ე წუთზე, მსაჯმა “ბრიუგეს” ფეხბურთელი მოედნიდან იმიტომ გააძევა, რომ მან მეტოქეს სახეში ფეხი ჩაარტყა.