რას წერენ გერმანელი ფანები გიორგი ჭანტურიაზე “პადერბორნთან” გამარჯვების შემდეგ

როგორც იცით, 5 ოქტომბერს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, “დუისბურგმა” საკუთარ მოედანზე “პადერბორნი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა გამარჯვება გიორგი ჭანტურიას წყალობით მოახერხეს, რომელიც ახალ კლუბში სადებიუტო მატჩს ატარებდა.

მატჩის შემდეგ, “დუისბურგის” ფანებმა ქართველი ფეხბურთელი შეაქეს.

“ბოლო გოლი, რომელმაც ასე გამახარა “უემბლის” სტადიონზე გავიდა.”

“ჭანტურიას საოცნებო დებიუტი. “ვიტესის” ყოფილმა ფეხბურთელმა “პადერბორნთან” მოგვაგებინა.”

“ჭანტურია ფილმ “ნათლიაში” მონაწილე ალ პაჩინოს გავს.”

“ქართველი მესი” სუპერ ბიჭია!”

ჭანტურია: “მწვრთნელს ვუთხარი, რომ გოლს გავიტანდი”

“დუისბურგის” თავდამსხმელმა გიორგი ჭანტურიამ “პადერბორნთან” გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და თავისი გუნდის მთავარი მწვრთნელი შეაქო.

შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში “დუისბურგმა” საკუთარ მოედანზე “პადერბორნი” მინიმალური სხვაობით. 1:0 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა და ის მწვრთნელთან ერთად ძალიან ემოციურად აღნიშნა.

“ძალიან კარგი მწვრთნელი გვყავს. მატჩამდე მას ვუთხარი, რომ მისთვის გოლს გავიტანდი”, – ციტირებს ჭანტურიას სიტყვებს swp.de.

ლაშა დვალი “დუისბურგის” ფეხბურთელია

ახალგაზრდა ქართველი მცველი ლაშა დვალი ამიერიდან გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარ “დუისბურგში” ითამაშებს, ამ ინფორმაციას რამდენიმე გერმანული ვებ-გვერდი ავრცელებს.

liga-zwei.de-ს ცნობით, “დუისბურგმა” ცოტა ხნის წინ “შალკეში” ნახევარმცველი საშა დუმი გაუშვა, გუნდს კი ისეთი ფეხბურთელი სჭირდებოდა, რომელიც დაცვას გააძლირებდა და თამაში ნახევარდაცვის ხაზში შეეძლებოდა. ლაშა დვალს კი დაცვის ხაზის გარდა, ნახევარდაცვაშიც უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ დვალს “სკონტოს”, “რედინგისა” და “ქასიმფაშას” რიგებში უასპარეზია.

ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ რიგებში ჩატარებულ პირველივე მატჩში გაიტანა

მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის რანგით მესამე დივიზიონის კლუბ „დუისბურგთან“ ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მატჩს 24 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო.

ანგარიში ბავარიელთა ახალწვეულმა რობერტ ლევანდოვსკიმ 62-ე წუთზე გახსნა, თუმცა 8-წუთიანი ინტერვალის შემდეგ „დუისბურგმა“ გაათაბრა. აღსანიშნავია, რომ ეს პოლონელი ფეხბურთელისთვის „ბაიერნის“ რიგებში ჩატარებული პირველი მატჩი იყო.

„ბაიერნმა“ ამ შემადგენლობით ითამაშა: შტარკე, კონტენტო (შტეინჰარტი 55′), ბადშტუბერი (უოლტერი 86′), რაფინია (ბასტა 79′), ალაბა, ჰიობიერგი, გაუდინო, შოლი (ებერლეინი 46′), ბერნატი, სიგჰარტი (შვარცი 46′), ლევანდოვსკი (ტობიას შვაინშტაიგერი 86′).