ესპანურ პრესასთან საუბრისას მადრიდის “რეალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, კაზემირომ ისეთი განცხადება გააკეთა, რის გამოც “მადრიდისტები” კიდევ უფრო შეიყვარებენ “ბლანკოსის” ლეგიონერს.
“ბარსელონას” მაისურით არასდროს არ ვითამაშებ, რადგანაც ესპანეთში მე მადრიდის “რეალს” ვგულშემატკივრობ.
“რეალ მადრიდი” იმაზე მეტია, ვიდრე მე მოველოდი. მიყვარს დილით გაღვიძება და “ვალდებებასზე” წასვლა (მადრიდელთა სავარჯიშო ბაზა), ფეხბურთელებთან მუშაობა, ხუმრობა და სწავლა.
ვცდილობ ყოველდღე ფეხბურთით ვიცხოვრო. დღეს “რეალი” ჩემი ცხოვრებაა.”