“პსჟ” 2 – 1 “ვესტ ბრომვიჩი”: დავიდ ლუისის ავტოგოლის მიუხედავად, ემერიმ გამარჯვებით დაიწყო

დღეს უნაი ემერიმ “პარის სენ-ჟერმენის” თავკაცის რანგში პირველი მატჩი ჩაატარა. ფრანგულ გრანდს ამხანაგური მატჩში ინგლისური “ვესტ ბრომვიჩი” დაუპირისპირდა.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიაში გამართულ მატჩში შედგა ჰატემ ბენ არფას დებიუტი.

პარიზელთა ბრაზილიელ მცველს, დავიდ ლუიზს სულ ცოტა დააკლდა სწრაფი გოლის გასატანად. თუმცა, საბოლოოდ დავიდ ლუისმა მაინც მოახერხა ანგარიშის გახსნა, უბრალოდ გოლი მეტოქის კარის ნაცვლად საკუთარში გაიტანა.

საფრანგეთის ჩემპიონმა ანგარიშის გათანაბრება 62-ე წუთზე, რაბიოს გოლით მოახერხა. რაბიოს გოლს 17 წუთში ლუკასის გოლი მოჰყვა – საბოლოო ჯამში კი ემერიმ სადებიუტო მატჩში გამარჯვების მოპოვება მოახერხა.

ოფიციალურად: “ვესტ ბრომვიჩმა”ფილიპსი გაიფორმა

ინგლისური კლუბის, “ვესტ ბრომვიჩის” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ გუნდმა შეთანხმებას მიაღწია “ქუინს პარკ რეინჯერსთან” მატ ფილიფსის თაობაზე.  25 წლის ფეხბურთელმა 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერის ღირებულება 5.5 მილიონ ფუნტს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი მოთამაშე “ქპრ”-ში 2013-2016 წლებში თამაშობდა.

#შაბათის ევროტური: ბასკური კოშმარები “ბარსას” კვლავ არ ასვენებს, ჰიდინკმა კი როგორც იქნა წააგო

შაბათი, 2016 წლის 9 აპრილი: დღე, როდესაც “ვესტ ჰემმა” და “არსენალმა” ქულები გაიყვეს, რანიერი კი გახარებულია.

ინგლისი. ქალაქელები ბრძოლას კვლავ განაგრძობენ

“ქალაქელებმა” შინ “ვესტ ბრომვიჩი” მიიღეს, რომელიც პირველ მატჩში ადვილად, 0-3 დაამარცხეს გასვლაზე. თუმცა “ეტიჰადზე” მოვლენები სხვაგვარად წარიმართა: მეექვსე წუთზე სტეფან სესენიონმა შესანიშნავი გოლი გაუტანა ჰარტს, თანაც ახლო კუთხეში – ასეთი რამ იბრამაც ვერ გააკეთა ოთხშაბათს. გოლის მომენტში კოლაროვმა იმდენად ინერტულად ითამაშა, რომ პეპმა მაშინვე გადაურეკა შეიხებს და მისი რომელიმე ჩემფიონშიპის გუნდში გაყიდვა მოსთხოვა.

თუმცა, სერბმა მცველმა 10 წუთში ისეთი შეუსრულა “ვესტ ბრომვიჩს”, რომ გვარდიოლამ თავში ხელი ირტყა – ეს რა ვქენიო. საუბარია კოლაროვის ბრწყინვალე გარღვევაზე, რომლის შედეგადაც მასპინძლებმა პენალტი მოიპოვეს. პენალტი აგუერომ გოლად გარდასახა. მატჩი კი 66′-ე წუთზე დასრულდა, როცა აგუეროსა და ნასრის აქტიურობას მომდევნო გოლი მოჰყვა.

მაილი საირუსის მსგავსად მელირებულმა თმებმა შედეგი გამოიღო: დააბნია მეტოქე გუნდის ფეხბურთელები, რამაც საბოლოოდ ნასრი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახადა.

და კიდევ: • გუნდმა, რომელიც ინგლისის ჩემპიონობაზე აცხადებს პრეტენზიას, ლიდის ზედიზედ ორი მატჩი პირველად მოიგო ოქტომბრის შემდეგ.

ინგლისი. გუსის მოსვლის შემდეგ, “არისტოკრატებმა” ლიგაში პირველად იწვნიეს მარცხი

როგორც ჩანს, “ჩელსი” მომავალ სეზონს ევროპული ტურნირების გარეშე გაატარებს. მართალია, რომ ჰიდინკის ხელში “არისტოკრატები” არც თუ ისე ცუდად გამოიყურებიან, თუმცა არის ჩავარდნებიც. ისეთი, როგორიც შაბათს იყო. გუს ჰიდინკის მოსვლიდან გუნდს პრემიერ ლიგაში არცერთი მატჩი არ ჰქონდა წაგებული, თუმცა ზღაპარი დასრულდა: გვიდოლინის “სუონსი” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონატში “ჩელსი” დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი კი მონტეროს მიერ იქნა ორგანიზებული, სიგურდსონის მიერ კი შესრულებული.

საბოლოო ჯამში გუნდი ყველა ტურნირიდან გამოვარდა და ყველანაირი შანსი დაკარგა წარმატებისა. ეს ყველაფერი კი “მელიების” თავკაცს, კლაუდიო რანიერის ძალიან ახარებს, რამეთუ ჩემპიონატის მიწურულს მის კლუბს უმოტივაციო ლონდონელებთან მოუწევთ დაპირისპირება.

ინგლისი. “ვესტ ჰემისა” და “არსენალის” მატჩში გამარჯვება მხოლოდ ნეიტრალურ მაყურებლებს დარჩათ

შაბათის ყველაზე გამორჩეული მატჩი. არსენ ვენგერის გუნდი 0:2-ს უგებდა “ჩაქუჩებს” (იოზილისა და სანჩესის გოლების წყალობით), თუმცა 44-ე წუთზე ნამდვილი შოუ დაიწყო, რომლის მთავარი გმირიც ენდი ქეროლი გახლდათ.

44-ე წუთზე ქეროლმა კრესუელის პასი გამოიყენა, 46-ე წუთზე კი პაიეს დაუფასა შრომა. ასე რომ პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში 2-2 იყო. მატჩის მეორე ნახევრის დაწყებისთანავე “ჩაქუჩებმა” “მეთოფეთა” კარისკენ გაიწიეს. ანტონიოს დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, რის შემდეგაც ქეროლთან მივიდა, ამ უკანასკნელმა კი დიდი სიამოვნებით გაიფორმა ჰეთ-ტრიკი.

მართალია “არსენალმა” (კერძოდ კი კოშელნიმ) გაათანაბრა, თუმცა სიტუაცია მაინც მძიმზე: “ლესტერთან” ჩამორჩენა უკვე 10 ქულაა. სამაგიეროდ ქეროლის საქმეები ბრწყინვალედ მიდის – მედია უკვე ალაპარაკდა მის ევრო-2016-ზე მოხვედრის შანსებზე.

და კიდევ:

• ქეროლმა 10-ჯერ დაარტყა კარის მიმართულებით – წლევანდელი სეზონის რეკორდი. მათი ნახევარი კი კარში წავიდა.

და კიდევ, ინგლისში:

• ალან პარდიუს “კრისტალმა” 2016 წლის პირველი გამარჯვება მოიპოვა – პარდიუს შეგირდებმა “ნორვიჩს” აჯობეს (1-0).

ესპანეთი. “ბარსელონამ” “ატლეტიკოსთან” მატჩამდე კარგად დაისვენა

და წააგო “სოსიედადთან”, “სოსიედადის” სტადიონზე ზედიზედ მეოთხეჯერ. ერთადერთი გოლი მიკელ ოიარსაბარმა და ხავი პრიეტომ შექმნეს მატჩის დაწყებისთანავე. დარჩენილი დრო კი “ბარსელონა” ცდილობდა, ცდილობდა თუმცა ამაოდ.

იქნებ მასპინძლებს უბრალოდ გაუმართლათ?

ბურთის ფლობის მხრივ, “ბლაუგრანა” უდიდეს უპირატესობას ფლობდა: 72% 28%-ის წინააღმდეგ. პასების სიზუსტის მხრივაც: 86% 62%-ის წინააღმდეგ. კატალონიელებმა კუთხურიც მეტი ჩამოაწოდეს: 9, 5-ის წინააღმდეგ. კარშიც მეტჯერ დაარტყეს – 13-ჯერ, მასპინძლებმა – 5-ჯერ. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს “ბარსას” ტიპიური მარცხი იყო.

და კიდევ ესპანეთში:

• “რეალმა” შინ “ეიბარი” გაანადგურა (4:0). ხამესმა შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა. გაიტანა რონალდომაც, მართალია ცარიელ კარში, თუმცა ლამაზად. გაიტანეს ვასკესმა და ხესემაც. რაც მთავარია, “ბლანკოსი” 4 ქულით დაუახლოვდა “ბარსას”, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ “ბლაუგრანას” კიდევ ორჯერ დაუცდება ფეხი.

• მესიმ 7-ჯერ დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით, თუმცა მე-500-ე გოლი კვლავ არ ჩანს.

• “ატლეტიკოს” ჩამორჩენა “ბარსასთან” კი მხოლოდ 3 ქულაა. შაბათს მადრიდელები ამ კვირაში მეორეჯერ ეწვივნენ კატალონიას, თუმცა ამჟამად “ესპანიოლთან” სათამაშოდ. მასპინძლებმა ანგარიში პირველებმა გახსნეს, თუმცა სიმეონეს გუნდმა ტორესის, გრიზმანისა და კოკეს გოლებით უპასუხეს. 1-3.

გერმანია. “ბავარიას” გაუჭირდა

პეპის მდგომარეობა რთულია: ერთი მხრივ “სიტიზე” ფიქრობს, მეორ მხრივ კი “ბაიერნზე”. ფიქრობს ჩემპიონთა ლიგაზეც . თუმცა როგორც ჩანს, ბუნდესლიგაზე ფიქრს ვერ ახერხებს. რიბერისა და ალბას მიერ გატანილი გოლების შემდეგ, “ბაიერნი” “შტუტგარდთან” მატჩში მოეშვა და ძალების დაზოგვა სცადა.

მატჩში ინტრიგა დიდავიმ შემოიტანა, რომელმაც ნოიერის კარის აღება მოახერხა. “რეკორდმაისტერმა” და “შტუტგარდმა” კარგა ხანი იწვალეს, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მაინც ბავარიელებს დარჩათ – მატჩის მიწურულს დუგლას კოშტამაც გაიტანა. 1-3.

იტალია. “იუვე” “მილანს” კვლავ უგებს

სინიშა მიჰაილოვიჩის გუნდი, რომელიც ასე თუ ისე კარგ ფორმაშია, “იუვეს” დაუპირისპირდა. 4-4-2 სქემაში სინიშამ ბალოტელისთვისაც გამოძებნა ადგილი, რომელსაც ბაკა ეხმარებოდა. თავიდან ყველაფერი მილანელთა სასარგებლოდ დაიწყო, მე-18 წუთზე ანგარიში სანდროს გოლის წყალობით 1-0 იყო.

თუმცა “ბებერ ქალბატონს” დანებება არ სჩვევია. ტურინელებმა მანჯუკიჩისა და პოლ პოგბას გოლების წყალობით კვლავ მოახერხეს “როსონერის” დაჯაბნა.

და კიდევ, იტალიაში:

• “ინტერმა” გასვლაზე “ფორზინონე” დაამარცხა. გოლი გაიტანა იკარდიმ, რომლისთვისაც ეს მე-100-ე მატჩში 50-ე გოლი გამოდგა. მანჩინი მეოთხეზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურამდე 8 ქულა აშორებს.

„ვესტ ბრომვიჩმა“ სამარასთან კონტრაქტი გაწყვიტა

ინგლისურმა „ვესტ ბრომვიჩმა“ ცნობილ ბერძენ თავდამსხმელთან გეორგიოს სამარასთან კონტრაქტი გაწყვიტა.
აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებსაიტმაც დაადასტურა. როგორც ცნობილია, შეთანხმება ორივე მხარის შეთანხმებით გაწყდა.
განვლილი სეზონის მეორე ნახევარში სამარასმა იჯარით არაბულ „ალ-ჰილალში“ ითამაშა. ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლამდე გეორგიოსი გლაზგოს „სელტიკის“ ფერებს იცავდა.

კაკამ “ვესტ ბრომვიჩს” ბრწყინვალე გოლი გაუტანა (ვიდეო)

16 ივლისს, “ორლანდო სიტისა” და “ვესტ ბრომვიჩს” შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ამერიკელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გოლი “მილანისა” და “რეალის” ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა კაკამ გაიტანა.

რას აკეთებდნენ მოურინიო და “ვესტ ბრომვიჩის” მწვრთნელი მატჩის დაწყების წინ (ვიდეო)

18 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ვესტ ბრომვიჩმა” საკუთარ მოედანზე “ჩელსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

მატჩის დაწყების წინ, ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელები – ჟოზე მოურინიო და ტონი პულისი ერთმანეთს თბილად შეხვდნენ.

ჟინიაკით “ვესტ ბრომვიჩი” დაინტერესდა

“მარსელის” ფორვარდი, ანდრე-პიერ ჟინიაკი, რომელის სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება, შესაძლოა, “ვესტ ბრომვიჩში” გადავიდეს. The Sun-ის ცნობით, ფეხბურთელი ინგლისურ კლუბს კონტრაქტის თაობაზე უკვე შეუთანხმდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟინიაკს ხელფასის სახით “ბრომვიჩში” კვირაში 75 ათას გირვანქას სთავაზობენ.

29 წლის ფორვარდმა საფრანგეთის ლიგა 1-ის 31 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა.

 

პრემიერლიგის მსაჯმა მატჩში დაშვებული უხეში შეცდომა აღიარა

როგორც გაცნობეთ, ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში “მანჩესტერ სიტისა” და “ვესტ ბრომვიჩ ალბიონს” შორის გუშინ გამართული მატჩის (3:0) მეორე წუთზე არბიტრმა ნილ სუორბრიკმა წითელი ბარათი სტუმართა მცველ გარეტ მაკაულის უჩვენა, არადა – ვილფრედ ბონის წინააღმდეგ თამაშის წესი კრეიგ დოუსონმა დაარღვია. მსაჯმა მოგვიანებით შეცდომა აღიარა.

“არბიტრი აღიარებს, რომ თამაშის წესი სხვა ფეხბურთელმა დაარღვია. შესაბამისად, უნდა ჩაითვალოს, რომ დამნაშავე მოთამაშის იდენტიფიცირება შეცდომით მოხდა. მსაჯმა შეცდომის გამო ბოდიში მოიხადა”, – ნათქვამია მსაჯთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

პრემიერლიგის მატჩში წითელი ბარათი კვლავ უდანაშაულო ფეხბურთელს უჩვენეს (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგაში მთავარი მსაჯები საოცარი შეცდომების დაშვებას განაგრძობენ. ჩემპიონატის 30-ე ტურში “მანჩესტერ სიტისა” და “ვესტ ბრომვიჩ ალბიონს” შორის გამართული მატჩის მეორე წუთზე არბიტრმა ნილ სუორბრიკმა წითელი ბარათი სტუმართა მცველ გარეტ მაკაულის უჩვენა, არადა – ვილფრედ ბონის წინააღმდეგ თამაშის წესი კრეიგ დოუსონმა დაარღვია.

მსგავსი შეცდომა პრემიერლიგის 27-ე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “სანდერლენდს” შორის გამართულ მატჩშიც (2:0) მოხდა, როდესაც მთავარმა არბიტრმა როჯერ ისტმა წითელი ბარათი არა ჯონ ოშის, არამედ შეცდომით უეს ბრაუნს უჩვენა.

 

პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი დასახელდა

ინგლისის პრემიერლიგის თებერვლის საუკეთესო მწვრთნელმად „ვესტ ბრომვიჩის“ თავკაცი ტონი პულისი დასახელდა, რომლის გუნდსაც განვლილ თვეში არც ერთი მატჩი არ წაუგია.

„ეს ჩინებული თვე იყო, რომელიც დადებით იმპულსს მოგვცემს. წინ ათი მატჩია და ჩვენ კიდევ ათი ქულა გვჭირდება. თუ ქულების ამ რაოდენობას დავაგროვებთ, მაშინ ორმოც ქულამდე ავალთ და ყველაფერი რიგზე იქნება. გულშემატკივრებს გაუხარდებათ, თუ მიზანს მივაღწევთ. ვფიქრობ, მათ ესმით, რომ ეს პერიოდი უნდა გადავიტანოთ, სეზონის შემდეგ კი კლუბი ცვლილებებს გეგმავს“, – განაცხადა პულისმა.

იხილეთ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილი

ინგლისის პრემიერლიგის მატჩს 107 წლის გულშემატკივარი დაესწრო

„ვესტ ბრომვიჩსა“ და „საუთჰემპტონს“ შორის ინგლისის პრემიერლიგის 27-ე მტურის მატჩი საინტერესო ფაქტით გამოირჩა. საქმე იმაშია, რომ ხსენებულ შეხვედრას „ვესტ ბრომვიჩის“ გულშემატკივარი ჯეკ ჯონსონი დაესწრო.

ჯონსონს ცოტა ხნის წინ 107 წელი შეუსრულდა. სიმბოლურად მას საყვარელი გუნდის 107-ნომრიანი მაისურიც გადასცეს.

,,სიტის” ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია

,,სიტი” წაუგებელ სერიას განაგრძობს.  როგორც იცით, გუნდს ტრავმის გამო სერხიო აგუერო ვერ ეხმარება. ამის მიუხედავად, გუნდს შეტევაში თამაში არ უჭირს.

მე-18 ტურში  ,,ვესტ ბრომვიჩმა” შინ ,,სიტი” მიიღო. სტუმრებმა დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწიეს. მათ ძალიან კარგი პირველი ნახევარი ჩაატარეს. სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა სამი უპასუხო გოლი იხილა ,,სიტის მხრიდან (ფერნანდო – მე-8′; ტურე – მე-13′; სილვა –  34-ე’ წუთები).

მეორე ნახევარში მასპინძლებმა პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს (87-ე წუთზე). მასპინძელთა მხრიდან თავი ბრაუნმა გამოიჩინა.

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.