ჩელსი – ვესტ ბრომვიჩი 2:0

პრემიერლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში ლონდონის “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ვესტ ბრომვიჩის” დამარცხება შეძლო.

ჩელსი 2-0 ვესტ ბრომვიჩი

გოლები: დიეგო კოშტა 11′ ; აზარი 25′ 

რაფაელს “ვესტ ბრომვიჩის” ფეხბურთელის ყვირილით შეშინება სურდა

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა საკმაოდ სახალისო კადრი, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ცდილობს რაფაელი “ვესტ ბრომვიჩის” ფეხბურთელის შეშინებას

thumb (1)

thumb

“მანჩესტერ იუნაიტედი” “ვესტ ბრომვიჩთან” მარცხს გადაურჩა

ინგლისის პრემიერლიგის VIII ტურის დასკვნითი მატჩი “ჰოტორნსზე” გაიმართა, სადაც “ვესტ ბრომვიჩ ალბიონმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

მასპინძლები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ: მე-8 წუთზე სტეფან სესენიონმა გაიტანა. შესვენების შემდეგ “წითელმა ეშმაკებმა” მარუან ფელაინის გოლის წყალობით ანგარიში გაათანაბრეს. სხვათა შორის, ბელგიელი ფეხბურთელისთვის ეს “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში გატანილი პირველი გოლია. 66-ე წუთზე საიდო ბერაჰინომ მასპინძლები კვლავ დააწინაურა. ლუი ვან გაალის გუნდი მარცხს დეილი ბლინდის მიერ 87-ე წუთზე გატანლი გოლის წყალობით გადაურჩა — 2:2.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” 12 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრლში მეექვსე პოზიციაზე გადანაცვლა. “ვესტ ბრომვიჩს” აქტივში 9 ქულა აქვს და მე-14 ადგილი უკავია.

სრული სატურნირო ცხრილის სანახავად გადადით ბმულზე: ცხრილები

ინგლისის პრემიერლიგა
“ვესტ ბრომვიჩი” — “მანჩესტერ იუნაიტედი” 2:2 (1:0)
გოლები: სესენიონი 8′, ბერაინო 66′ — ფელაინი 48′, ბლინდი 87′.

“სუონსის” ფეხბურთელის გოლი, რომელიც უნდა ნახოთ

30 აგვისტოს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “სუონსისა” და “ვესტ ბრომვიჩს” შორის გამართულ მატჩში უეინ რაუტლეჯმა “ვესტ ბრომვიჩს” გასაოცარი გოლი გაუტანა.

“არსენალის” ახალგაზრდა ფეხბურთელის ულამაზესი გოლი “ვესტ ბრომვიჩის” კარში

“არსენალისა” და “ვესტ ბრომვიჩის” 21-წლამდე ფეხბურთელთა გუნდებს შორის გამართულ მატჩში, “მეთოფეთა” მოთამაშემ მეტოქეს ლამაზი გოლი გაუტანა.

“ვესტ ბრომვიჩის” ფეხბურთელმა “კარდიფის” კარში გასაოცარი გოლი გაიტანა

29 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ვესტ ბრომვიჩსა” და “კარდიფს” შორის გამართულ მატჩში (3:3), მორგან ამალფიტანომ მეტოქის კარში გასაოცარი გოლი გაიტანა.

ანელკამ „ვესტ ბრომვიჩთან“ კონტრაქტი გაწყვიტა

ფრანგმა თავდამსხმელმა ნიკოლა ანელკამ „ვესტ ბრომვიჩთან“ კონტრაქტის გაწყვეტა დაადასტურა.

„მოლაპარაკებების შემდეგ კლუბმა გარკვეული პირობები შემომთავაზა, რომლებიც ვერ მივიღე. გადავწყვიტე, ჩემი რეპუტაცია შევინარჩუნო, რის გამოც „ვესტ ბრომვიჩთან“ კონტრაქტი გავწყვიტე“, – დაწერა ფორვარდმა თავისი ტვიტერის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის მოთამაშემ ცოტა ხნის წინ ინგლისის ფეხბურთის ფედერაციისგან ანტისემიტური ჟესტისთვის ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

გარდა ამისა, „ვესტ ბრომვიჩის“ ხელმძღვანელობამ გამოცდილ ფეხბურთელს გუნდთან ვარჯიში გარკვეული პერიოდით აუკრძალა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ანელკა 5 მატჩით დასაჯეს

“ვესტ ბრომვიჩის” ფორვარდი ნიკოლა ანელკა თავისი სკანდალური ჟესტის გამო ხუთი მატჩით დასაჯეს. გარდა ამისა ფეხბურთელი 80 ათას გირვანქას გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ ჟესტი, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ანელკამ პრემიერლიგის მე-19 ტურის მატჩი, “ვეს ჰემის” კარში გატანილი გოლის აღნიშვნისას გამოიყენა.

დისკვალიფიკაციისა და ფულადი ჯარიმის გარდა, ანელკას შემსწავლელი კურსის გავლაც მოუწევს. 34 წლის ფეხბურთელს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება დაუტოვეს.

კურიოზი: “ვესტ ბრომვიჩის” ფეხბურთელმა მეტოქეს ხელი უხერხულ ადგილში მოკიდა

8 თებერვალს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “კრისტალ პალასსა” და “ვესტ ბრომვიჩს” შორის გამართულ მატჩში, “ვესტ ბრომვჩის” ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის მოთამაშეს ხელი უხერხულ ადგილში მოკიდა.

რას ნიშნავს ანელკას მიერ გუშინდელ მატჩში გაკეთებული ჟესტი?

ინგლისის პრემიერლიგის XIX ტურში „ვესტ ჰემსა“ და „ვესტ ბრომვიჩს“ შორის გამართულ მატჩში (3:3) სტუმართა თავდამხმელმა ნიკოლა ანელკამ დუბლი შეასრულა, ერთ-ერთი გატანილი გოლი კი უცნაური ჟესტით აღნიშნა. როგორც აღმოჩნდა, ანელკამ ფოტოზე მოცემული ჟესტი საფრანგეთის ანტისიონისტური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, კომიკოს დიოდონე მბალა მბალას მიუძღვნა.

თავად ანელკამ სოციალური ქსელის მეშვეობით ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ეს ჟესტი ჩემი მეგობრის, კომიკოს დიოდონესადმი ჩემს ერთგულებას ნიშნავს“.

აღნიშნულ ჟესტს „კანელი“ ეწოდება. ზოგიერთები მას შეფარულ ნაცისტურ მისალმებად მოიხსენიებენ, ზოგიერთები კი ამბობენ, რომ ამ ჟესტს არა ებრაელთა, არამედ ზოგადად – „სისტემის წინააღმდეგ“ აჩვენებენ. „კანელს“ ძირითადად საფრანგეთში იყენებენ, მის ფარგლებს გარეთ კი პრაქტიკულად უცნობია. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი რამდენიმე დღის წინათ ინიციატივით გამოვიდა, რომ „კანელის“ ჩვენებისთვის სასჯელი იქნას გათვალისწინებული. ამ ჟესტს იყენებდა დიოდონე მბალა მბალა, რომელიც ანტისემიტიზმში დაადანაშაულეს. საფრანგეთში ებრაული კავშირის წარმომადგენელმა როჯერ ცუკერბერგმა მბალა მბალას სასამართლოშიც კი უჩივლა. 47 წლის კომიკოსი, თავისი პროფესიის შესაბამისად, ამ ყველაფერს არასერიოზულად უდგებოდა და ამბობდა, რომ მას ჰიტლერთან არავითარი კავშირი არ აქვს.

მბალა მბალა ცნობილია ებრაელთა წინააღმდეგ თავისი სკანდალური გამონათქვამებით. მისი ტვინის ნაჟურია ებრაელების სექტად ან თაღლითთა ჯგუფად გამოცხადება. მანვე მოიხსენია ჰოლოკოსტი პორნოგრაფიის მემორიალად.

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე კარგად ჩანს, თუ როგორ აჩვენებენ მბალა მბალა და ანელკა ერთად „კანელის“ ჟესტს. შეგახსენებთ, რომ „ვესტ ბრომვიჩის“ ფრანგი თავდამსხმელი მუსლიმია.

ბექა დოგრაშვილი

კრისტიან ერიქსენის ლამაზი საჯარიმო “ვესტ ბრომვიჩის” კარში

26 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ტოტენჰემმა” საკუთარ მოედანზე “ვესტ ბრომვიჩი” მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ლონდონელთა მხრიდან ერთადერთი გოლი დანიელმა კრისტიან ერიქსენმა გაიტანა.