მსოფლიო საერთაშორისო საკალათბურთო ფედერაციას ახალი პრეზიდენტი და მმართველი საბჭო ჰყავს. ოთხშაბათს გამართულ ანსამბლეაზე, რომელსაც 116 ქვეყნის ფედერაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ჰორაციო მურატორე ფიბა-ს პრეზიდენტად, ხოლო 12 ადამიანი ამ ორგანიზაციის მმართველი ცენტრალური საბჭოს წევრად აირჩიეს.
ესენი არიან: ანიბალ მანავე, კლოტერ იანოუნი (ფიბა-აფრიკა), ჯიმ ტული, მიშელ ოკიფი, მარსელო ბედოია (ფიბა-ამერიკა), ტიან ქსიაო (ფიბა-აზია), ხოსე საესი, კირილ კუმანსი, ლენა უოლინ-კანტი, ჟან პიერ სიუტატი (ფიბა-ევროპა), სკოტ დერვინი და დებორა შენიბერი (ფიბა-ოკეანეთი).
ამ 12 ადამიანს ემატება ფიბა-ს თითოეული კონტინენტური ორგანიზაციის პრეზიდენტი – ჰამან ნიანგი (აფრიკა), უსი რიჩარდსი (ამერიკა), შეიხ საუდ ალ ტანი (აზია), თურგაი დემირელი (აზია) და ბარტონ შიპლი (ოკეანეთი). სულ ფიბა-ს მმართველ საბჭოში 29 ადგილია, საიდანაც 18 უკვე დაკავებულია.
ფიბა-ს ჰყავს ახალი ფინანსური მმართველი – ინგო ვეისი, რომელმაც ამ ადგილზე 40-წლიანი მუშაობის შემდეგ მსოფლიო კალათბურთის დამსახურებული ფუნქციონერი – მანფრედ შტროერი შეცვალა.
ფიბა-ს ახალი მმართველო საბჭო პირველად 13 სექტემბერს, ესპანეთში, ფიბა-ს მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო კვირაში შეიკრიბება და მისი მთავარი გადასაწყვეტი საკითხი მმართველ საბჭოში ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისა და მოთამაშეთა წარმომადგენლის არჩევა იქნება.
gbf.ge